უფასო ონლაინ-მეგზური პრაღაში


 მალა სტრანა

მალა სტრანა ბაროკოს არქიტექტურის უნიკალური ნიმუში და პრაღის უძველესი ისტორიული რაიონია. მალა სტრანა, ანუ პატარა მხარე, მდებარეობს პრაღის შუაგულში, მდინარე ვლტავასა და ლამაზტერასებიან ორ ბორცვს შორის. აქ ბევრი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა პრაღა და ქვეყნის სამეფო დინსტიები. კვარტალის მოკირწყლულ ქუჩებს ახსოვთ მოცარტი, რომელიც ხშირად დაიარებოდა ამ ადგილებში. რაიონის კომპაქტურობის მიუხედავად, მალა სტრანაში მრავალი ეკლესია და ბაროკოს სტილის სასახლეა - აქ ოდითგანვე ქალაქის მდიდარი მოსახლეობა ცხოვრობდა. თანამედროვე შენობებს, პრაქტიკულად, ვერ იხილავთ. ასე რომ, ისეირნეთ ვიწრო ქუჩებში და დატკბით ჩეხეთის დედაქალაქისთვის დამახასიათებელი კრამიტის სახურავებითა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობით.


მალა სტრანას ისტორია დაახლოებით X საუკუნიდან იწყება. თანამედროვე რაიონის ტერიტორიაზე ოდესღაც სავაჭრო გზა გადიოდა. 1150-იან წლებში სწორედ აქ აშენდა ქალაქში პირველი და ევროპაში მესამე ქვის ხიდი, რის შემდეგაც დასახლება სწრაფი ტემპით განვითარდა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მოგვიანებით ბოჰემიის მეფე ოტოკარ II-მ ამ ადგილას ქვის კედლები და სხვა თავდაცვითი ნაგებობები ააგო მტრების თავდასხმების მოსაგერიელებლად. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ე.წ. "შიმშილის კედელი", იგივე "პურის კედელი". გადმოცემის თანახმად, მომავალმა იმპერატორმა ღარიბები და მათი ოჯახები შეიბრალა და ამ მშენებლობებში მონაწილეობის მიღების უფლება მისცა.



შემდეგ ქალაქში ახალი მოსახლეები გაჩნდნენ: ჩეხების ადგილი ჯერ გერმანელებმა დაიკავეს, XVI საუკუნიდან კი იტალიელებმა. 1650-იან წლებში მალა სტრანა არაერთხელ დაინგრა და გაიძარცვა ევროპის ოცდაათწლიანი ომის დროს. იმ პერიოდში ის ჯერ ეპისკოპოს ლეოპოლდ ავსტრიელის ჯარებმა დაარბია, რამდენიმე წელიწადში კი შვედი მმართველების გავლენის ქვეშ მოექცა.


XVII-XVIII საუკუნეებში მალა სტრანას აყვავების ხანა დადგა. რაიონის ტერიტორიაზე აქტიური მშენებლობა დაიწყო და უამრავი ღირსშესანიშნაობა შეიქმნა, რომლებმაც ჩვენს დრომდეც მოაღწიეს. XX საუკუნის ბოლოს აქაურობას საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.


მალა სტრანას გული მალოსტრანსკის მოედანია.



უწინ აქ ბაზარიც იყო და სიკვდილით დასჯის სახალხო ადგილიც. 1620 წელს აიგო პრაღაში პირველი ბაროკოს სტილის სასახლე, 1715 წელს კი შავი ჭირის სვეტი აღმართეს, რომელზეც წმინდა სამებისა და სხვა წმინდანების ფიგურებია გამოსახული.



მალოსტრანსკის მოედანზე სხვა ღირსშესანიშნაობებიცაა. კერძოდ, XV საუკუნის რატუშა, სადაც ჩვენს დროში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და გამოფენები იმართება:



გამორჩეული ყურადღების ღირსია წმინდა მიკულაშას (ნიკოლოზის) XVIII საუკუნის ეკლესია (არ აგერიოთ სტარომესტსკის მოედანზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში):



ეკლესიაში განსაკუთრებით გამოვყოფთ შიგა ინტერიერს:



გუმბათს:



საკურთხეველს:



და ორგანს, რომელზეც მოცარტი უკრავდა (სხვათა შორის, სწორედ ამ ეკლესიაში შესრულდა პირველად მოცარტის "რეკვიემი"):



წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის პირდაპირ მდებარეობს ლიხტენშტეინის სასახლე, სადაც ამჟამად ხელოვნების აკადემიის მუსიკალური ფაკულტეტია განთავსებული.



ქალწულ მარიამის ეკლესია (ის XVII საუკუნით თარიღდება) მდებარეობს პრაღის ისტორიულ რაიონში, სახელწოდებით "თეთრი მთა", კარლოვის ხიდიდან 500 მეტრში. ეს გახლავთ მომლოცველთა ადგილი, რომელიც განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს ჩეხ კათოლიკეთა შორის.



ტაძარში ინახება ჩეხეთის ერთ-ერთი სიწმინდე - პრაღის ეზულატკო. ახალშობილი იესოს ქანდაკება ყველა შემსვლელს უყურებს. იმის დასადგენად, ასრულებს თუ არა ის სურვილებს, შეგიძლიათ იმსჯელოთ საკურთხევლის გვერდით გაკეთებული მრავალრიცხოვანი წარწერით - "მადლობა".



ეკლესიის მისამართია: Karmelitská 9, 118 00 Praha 1. მისასვლელად ისარგებლეთ ტრამვაით №12, 15, 20, 22, 23 გაჩერებამდე Hellichova.


ეკლესია ქალწული მარიამი ჯაჭვით (XII საუკუნე) ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. მის სახელწოდებას სამგვარი ახსნა აქვს: ჯაჭვი ქალწულ მარიამის კისერზე, რომლის ქანდაკებაც ეკლესიაში დგას, ჯაჭვი, რომელიც ხიდზე შესვლას კრძალავდა, ნაპირებს შორის გაბმული ჯაჭვი, რათა გემებს საბაჟო გადასახადის გარეშე შესვლა ვერ მოეხერხებინათ.



ამ მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში აღნიშვნის ღირსია მთავარი საკურთხეველი, რომელსაც ამშვენებს ნახატი "მადონა აკურთხებს მალტის ორდენის გმირებს ლეპონტოს ბრძოლის წინ", საკურთხეველი ღვთისმშობლის ხის ქანდაკებით, ბაროკოს სტილის კათედრა და კიდევ მრავალი სხვა.



ეკლესიის მისამართია: Velkopřevorské náměstí/ul.Lázeňská 118 00 Praha 1- Malá Strana.


წმინდა თომას (ტომაშის) ეკლესია (XIV საუკუნე) - კიდევ ერთი გოტიკური ტაძარი, რომელიც ცნობილია იმით, რომ მის ინტერიერში, საკურთხეველზე არსებული გამოსახულებების ადგილზე, რუბენსის ნახატების ასლები გამოიყენება.




ზემოთ ლიხტენშტეინის სასახლე ვახსენეთ. მალა სტრანაში კიდევ რამდენიმე ათეული სასახლეა, პრაღის სასახლეების უმრავლესობა - ვალდშტეინის, კაიზერშტეინის, ვრტბოვსკის, სმირჟიცკის და ა.შ.


ვალდშტეინის ბაღი პრაღის ერთ-ერთი ულამაზესი პარკია.



მის სამხრეთ ნაწილში სტალაქტიტების კედელია, ჩრდილოეთ ნაწილში - საუცხოო შადრევანი ტბორით, რომელშიც ოქროს თევზები დაცურავენ,



ცენტრში კი - გალერეა Sala terrena.


იქ მოსახვედრად ჩაჯექით ტრამვაიში №1, 7, 11, 12, 15, 20, 22, 23, 25, 41 და ჩამოდით გაჩერებაზე Malostranské náměstí.


შემდეგი ობიექტი კუნძული კამპაა. ლამაზი კუნძული, რომელსაც "პრაღის ვენეციასაც" უწოდებენ, მდინარე ვლტავისა და ჩერტოვკის არხის შეერთების ადგილას მდებარეობს. იქ მოხვედრა შეგიძლიათ კიბით კარლოვის ხიდიდან, ლეგიონების ხიდიდან ან პატარა ხიდით მალტის მოედნის მხრიდან. ამ ბოლო ხიდთან ახლოს სამი წყლის წისქვილიდან ერთ-ერთის ბორბალია შემორჩენილი, სადაც "წყლის კაცი" ზის, სახელად კაბურეკი. ეს ხიდი განსაკუთრებით ახალდაქორწინებულებსა და შეყვარებულ წყვილებს მოსწონთ - ისინი აქ ბოქლომებს კიდებენ, რათ მან ბედნიერება მოუტანოს.




კუნძულზე იხილავთ, აგრეთვე, ჯონ ლენონის კედელს,



კამპას მუზეუმსა და მის წინ ჩამწკრივებულ ყვითელ პინგვინებს,



კაფკას მუზეუმს



და პრაღის ყველაზე ვიწრო, 70 სანტიმეტრი სიგანის ქუჩას:



მალა სტრანას კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა პეტრშინის ბორცვი პეტრშინის გადმოსახედი კოშკითა და სხვა მრავალი საინტერესო ობიექტით.



დეტალურად პეტრშინის ბორცვის შესახებ =>>


მალა სტრანას რაიონს ეკუთვნის, აგრეთვე, კარლოვის ხიდის თავში დადგმული მალოსტრანსკის ორი კოშკი.












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!