უფასო ონლაინ-მეგზური პრაღაში


 უჩვეულო და საინტერესო ქანდაკებები პრაღაში

თუნდაც არაერთხელ იყოთ ნამყოფი პრაღაში, გაოცდებით, როცა საკუთარი თვალით იხილავთ, რამდენი უჩვეულო და უცნაური ქანდაკება და ძეგლი ამშვენებს ამ ქალაქს. ზოგიერთთან შესაძლოა კიდეც ჩაგივლიათ, მაგრამ არც კი დაეჭვებულხართ, რა სასწაული იმალებოდა გვერდით ეზოში ან თქვენს თავს ზემოთ. დაგეხმარებით, ნახოთ ისინი და ჩასწვდეთ ჩეხების ნაციონალურ ხასიათს, მათ ირონიულ და ზოგჯერ დამცინავ დამოკიდებულებასაც კი ცხოვრების მიმართ. ამ ქანდაკებებიდან ზოგიერთი უკვე ლეგენდად იქცა და ტურისტების გაკვირვებასა და აღფრთოვანებას იწვევს. გაგაცნობთ მათ შორის ყველაზე ცნობილებს და გირჩევთ, აუცილებლად მოინახულოთ ისინი პრაღაში ყოფნისას.


კომანდორი, ანუ სინდისის ლაბადა:



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მისამართი: Železná ulice /Ovocný trh 1, 110 00 Praha 1, სტარომესტსკისა და ვაცლავის მოედნებს შორის. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს B ყვითელი ხაზით, გაჩერება Můstek.


ქანდაკება-შადრევანი მამაკაცები შარდავენ:



მისამართი: Cihelná 2, Praha 1. ფრანც კაფკას მუზეუმის ეზო. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს A მწვანე ხაზით, გაჩერება Malostranská.


ახალშობილები:



რატომ არა აქვთ სახე? ეს არის პროტესტის გამოხატულება აბორტების მიმართ.


მისამართი: U Sovových mlýnů 2, 118 00 Praha 1-Malá Strana. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს B ყვითელი ხაზით, გაჩერება Újezd. იქიდან ფეხით ხუთ წუთს ივლით.


საით გაგიწევია?



მისამართი: Vlašská 19, Praha 1 (Malá Strana). მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს A მწვანე ხაზით, გაჩერება Malostranská. იქიდან ფეხით დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლა მოგიწევთ.


პინგვინების მარში მდინარე ვლტავაზე:



პინგვინების უკან მოჩანს კიდევ ერთი უჩვეულო ქანდაკება - სკამი მდინარე ვლტავაზე.


მისამართი: . მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს A მწვანე ხაზით, გაჩერება Malostranská. იქიდან ფეხით დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლა მოგიწევთ.


ჩამოკიდებული კაცი:



ეს კაცი გახლავთ სახელგანთქმული ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი და ნევროლოგი ზიგმუნდ ფროიდი.


მისამართი: Betlémské náměstí 350/7, Praha 1. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს B ყვითელი ხაზით, გაჩერება Můstek.


ამოტრიალებული ცხენი:



მკვდარ ცხენზე წმინდა ვაცლავი ზის. ქანდაკება ლუცერნის პასაჟში მდებარეობს.


მისამართი: Palác Lucerna, Štěpánská 61, Praha. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს A მწვანე ხაზით, გაჩერება Můstek, Muzeum.


პირფერობა:



მისამართი: Holečkova 49, Praha 5. მისასვლელად ისარგებლეთ ავტობუსით №176, 510, გაჩერება Holečkova, ტრამვაით №9, 10, 15, 16, 21, 58, 59, გაჩერება Bertramka, ან მეტროს B ყვითელი ხაზით, გაჩერება Anděl (მეტროდან ამოსვლის შემდეგ ერთი კილომეტრის ფეხით გავლა მოგიწევთ).


ფრანც კაფკას თავი:



მისამართი: Spálená 2121/22, Praha 1. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს B ყვითელი ხაზით, გაჩერება Národní třída.


ორსული ქალი:



მისამართი: ქუჩების Masna და Dlouha გადაკვეთაზე. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს A მწვანე ხაზით, გაჩერება Staroměstská.


ფრანც კაფკა:



მისამართი: Dušní 12 , Praha 1. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს A მწვანე ხაზით, გაჩერება Staroměstská.


ემბრიონი:



მისამართი: Anenské náměstí 209/5, 110 00. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს A მწვანე ხაზით, გაჩერება Staroměstská, ან ტრამვაით №2, 17, 18, 53, გაჩერება Karlovy lázně.


ვფიქრობ, საინტერესო კალეიდოსკოპი გამოვიდა.












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!