უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 ვენის ზოოპარკი შონბრუნში

ვენის ზოოპარკი ევროპაში ყველაზე ძველია. ის 1779 წელს გაიხსნა, თუმცა მანამდეც არსებობდა, ოღონდ მხოლოდ დიდებულებისთვის. სხვადასხვა ვოლიერებში იმდენი ცხოველი და ფრინველია, რომ მათი დათვალიერება ბავშვებისთვისაც საინტერესოა და მოზრდილებისთვისაც. ზოოპარკი იმპერატორთა ზაფხულის რეზიდენციაში მდებარეობს. რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. იგი ხუთჯერ აღიარეს ევროპის საუკეთესო ზოოპარკად. მას განსაკუთრებულ მომხიბლველობას ისტორიული ატმოსფეროც ჰმატებს.



ვენის ზოოპარკში მნახველთა განსაკუთრებულ ყურადღებას პანდები იპყრობენ, თუმცა მათ გარდა აქ არის წვიმის ტყეების, მაიმუნების, პოლარულ ბინადართა და სხვა პავილიონები, აკვარიუმები, ტერარიუმები და ასე შემდეგ. შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ აჭმევენ ზოგიერთ ცხოველს, იმოგზაუროთ პანორამული მატარებლით, ეწვიოთ კაფეებსა და რესტორნებს, სადაც გემრიელ კერძებს გთავაზობენ, შეიძინოთ სუვენირები.












ზოოპარკის მუშაობის საათები:


- იანვარში - ყოველდღე, 09:00-16:30;

- თებერვალში - ყოველდღე, 09:00-17:00;

- მარტში - ყოველდღე, 09:00-17:30;

- აპრილ-სექტემბერში - ყოველდღე, 09:00-18:30;

- ოქტომბერში - ყოველდღე, 09:00-17:30;

- ნოემბერ-დეკემბერში - ყოველდღე, 09:00-16:30.


ბილეთების ღირებულებაა: მოზრდილებისთვის - 26 ევრო, 6-19 წლის მოზარდებისთვის (საჭიროა ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი) - 15 ევრო, უნარშეზღუდული ადამიანებისთვის - 15 ევრო, 6 წლამდე - უფასოდ.


ზოოპარკი მდებარეობს შონბრუნის სასახლის პარკში. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U4 ხაზით - გაჩერება Hietzing, ავტობუსით 51A, 56A, 56B, 58A, ტრამვაით 10, 52, 60.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ საიტზე: https://www.zoovienna.at.









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!