უფასო ონლაინ-მეგზური საფრანგეთსა და პარიზში


ყველაფერი პარიზის შესახებ

თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური საფრანგეთსა და პარიზში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც საფრანგეთისა და მისი დედაქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ქალაქები, მოსახლეობა, კულტურა, ვალუტა, ფასები, კვება, ღირსშესანიშნაობები. თუ საფრანგეთში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით - როგორც არქიტექტურული ძეგლების დათვალიერების, ისე ფრანგული სამზარეულოს დაგემოვნებისა და განუმეორებელი ატმოსფეროს ზეგავლენის კუთხით. ამაში კი ეს საიტიც დაგეხმარებათ, რათა კონკრეტული ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. ინფორმაცია პარიზის შესახებ

2. სარჩევი



1. ინფორმაცია პარიზის შესახებ


პარიზი გაშენდა დასახლება ლუტეციის ადგილას (lutum ლათინურად ტალახს ნიშნავს) ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში კელტური ტომის "პარიზიელების" მიერ. დასახლება უსაფრთხო კუნძულ სიტეზე მდებარეობდა. ლუტეცია თანდათან მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი გახდა, ჩვენი წელთაღრიცხვით III საუკუნეში კი მას პარიზია ეწოდა.


პარიზის გერბი პირველად XII საუკუნეშია ნახსენები. ის 1358 წელს დაამტკიცა მეფე კარლ V. ქვედა წითელ ნაწილში ვერცხლისფერ ტალღებში მცურავი ვერცხლისფერი იალქნიანი გემი მოჩანს, ზედა ლურჯ ნაწილში - ოქროსფერი შროშანები, რომელთა თავზეც ხუთკოშკიანი გვირგვინი დგას. გერბი ორი მხრიდან ზეთისხილია და მუხის ტოტებითაა შემოსაზღვრული. მათ ძირში ვერცხლისფერი ლენტია, დევიზით ლათინურ ენაზე: Fluctuat nec mergitur, რაც ნიშნავს: "ირწევა, მაგრამ არ იძირება". ლენტის ქვემოთ სამი ორდენია: სამხედრო ჯვარი, საპატიო ლეგიონის ორდენი და გათავისუფლების ორდენი. საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქების გერბებზე ფართოდ გავრცელებული გემი იმის სიმბოლოა, რომ პარიზი საზღვაო ნავსადგურიდან წარმოიშვა. ოქროს შროშანები კაპეტინგების დინასტიის სიმბოლოს მიეკუთვნება, რომელთა მმართველობისას პარიზი საფრანგეთის დედაქალაქი გახდა.



ადმინისტრაციულად პარიზი ილ-დე-ფრანსის რეგიონში შედის და ერთდროულად დეპარტამენტსა და კომუნას ქმნის. პარიზის მერი 6 წლის ვადით აირჩევა.


პარიზში დაახლოებით ორი მილიონ ორასი ათასი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო პარიზსა და მის გარეუბნებში, ე.წ. "დიდ პარიზში" - ათ მილიონამდე. ქალაქი 20 მუნიციპალურ მხარედ იყოფა, თითოეული მხარე კი - ოთხ კვარტალად.


პარიზი საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ცენტრია. აქ იწარმოება ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტის 10%. ძალზე განვითარებულია ტურისტული ბიზნესი, რომლის წილიც პარიზის ეკონომიკაში 13 პროცენტია.


პარიზშია განთავსებული ფრანგული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა ფინანსური დაწესებულებების უდიდესი ნაწილი.


პარიზში მდებარეობს საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული დაწესებულებები. მათგან ყველაზე ცნობილია სორბონის უნივერსიტეტი, რომელიც 1257 წელს დააარსა რობერ დე სორბონმა, რათა რამდენიმე ათეულ ღარიბ სტუდენტს ღვთისმეტყველების შესწავლაში დახმარებოდა. დროთა განმავლობაში უნივერსიტეტის გარშემო სახელგანთქმული "ლათინური კვარტალი" წარმოიქმნა.


პარიზი ცნობილია ღირსშესანიშნაობებითა და არქიტექტურული ძეგლებით. მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას სარჩევში ჩამოთვლილი სტატიებიდან მიიღებთ.


პარიზში გასაფრენად გირჩევთ, ბილეთები კომპანია WizzAir-ში შეიძინოთ. უფრო იაფი დაგიჯდებათ, ოღონდ ავიაბილეთები წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ, როგორც კი ხელსაყრელი ვარიანტი გამოჩნდება. გამგზავრება თბილისიდანაც შეგიძლიათ, თუმცა უფრო ძვირად. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს - wizzair.com.


პარიზში, ცხადია, ბინაც დაგჭირდებათ. ისიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ამისთვის ეწვიეთ airbnb.com-ს, booking.com-ს ან RoomGuru-ს. თუ ამაზე წინასწარ იზრუნებთ, აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის მისაღებ ვარიანტს.


გაითვალისწინეთ, რომ 1-ელ პუნქტში მოყვანილი მარშრუტები მხოლოდ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული ვარიანტებია. საბოლოო გადაწყვეტილება თქვენზეა. შესაძლოა, რომელიმე ღირსშესანიშნაობის დათვალიერებაზე უარი თქვათ და გამოთავისუფლებული დრო სხვა რამეს დაუთმოთ, მაგალითად, შოპინგს ან რომელიმე რესტორანში ჯდომას. თუმცა ამას ისედაც მოასწრებთ. შესაძლოა, დროის სიმცირის გამო ათეული ევრო არ დაგენანოთ და ავტობუსით ხანმოკლე ექსკურსია ამჯობინოთ. თუ ყურადღებით გაეცნობით ქვემოთ პუნქტებს, მიხვდებით, რომ ისინი სხვადასხვა გემოვნებისა და შესაძლებლობების ადამიანზეა გათვლილი.


მხედველობაში მიიღეთ, რომ პარიზის ძირითადი ღირსშესანიშნაობების დათვალიერების მსურველთა რიცხვი ძალზე დიდია. რიგში დგომით ძვირფასი დრო რომ არ დაკარგოთ, გირჩევთ, ბილეთები წინასწარ შეიძინოთ ონლაინრეჟიმში.


2. სარჩევი


1. პარიზის დათვალიერება.

  1.1. პარიზი 1 დღეში.

  1.2. პარიზი 2 დღეში.

  1.3. პარიზი 3 დღეში.

  1.4. პარიზის საექსკურსიო ტრანსპორტი.

2. პარიზში გადაადგილება.

  2.1. პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

  2.2. პარიზის აეროპორტი.

  2.3. პარიზის მეტროპოლიტენი და სქემა.

3. ჭამა-სმა და ფასები პარიზში.

  3.1. ფრანგული კერძები.

  3.2. სად ვჭამოთ იაფად პარიზში.

  3.3. შოპინგი პარიზში.

4. პარიზის ღირსშესანიშნაობები.

  4.1. ეიფელის კოშკი.

  4.2. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.

  4.3. ელისეს მინდვრები.

  4.4. ტრიუმფალური თაღი.

  4.5. ლუვრი.

  4.6. პარიზის დისნეილენდი.

  4.7. ბასტილიის მოედანი.

  4.8. თანხმობის მოედანი.

  4.9. დ'ორსეს მუზეუმი.

  4.10. მულენ რუჟი.

  4.11. გრანდ ოპერა.

  4.12. ჟორჟ პომპიდუს ცენტრი.

  4.13. ტიუილრის ბაღი.

  4.14. ვერსალი.






© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!