უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


ყველაფერი ვენის შესახებ

თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური ვენაში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც ავსტრიის დედაქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ქალაქები, მოსახლეობა, კულტურა, ვალუტა, ფასები, კვება, ღირსშესანიშნაობები. თუკი ულამაზეს ვენაში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით. იქ გელოდებათ დიდებული არქიტექტურა და ფუფუნება, მონარქების სასახლეები, საუცხოოდ მოვლილი პარკები, გალერეები, დახვეწილი კაფე-ბარები. ამაში კი ეს საიტიც დაგეხმარებათ, რათა კონკრეტული ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. ვენის შესახებ მოკლედ

2. სარჩევი



1. ვენის შესახებ მოკლედ


სახელწოდება "ვენა" პირველად გვხვდება შუა საუკუნეების მატიანეში "ზალცბურგის ანალები", რომელიც მოგვითხრობს ავსტრიელების ბრძოლაზე უნგრელებთან. ისტორიკოსების ვარაუდით, სიტყვა Wenia-ს კელტური ფუძე აქვს და "ტყის ნაკადულს" ნიშნავს. როგორც ჩანს, საუბარია თანამედროვე მდინარე ვენაზე.


ვენის, როგორც დასახლებული პუნქტის ისტორია I საუკუნიდან იწყება, როდესაც დღევანდელი ძველი ქალაქის ტერიტორიაზე მე-15 რომაული ლეგიონის ფორპოსტის მშენებლობა დაიწყეს. მალე სამხედრო ბანაკის გარშემო სამოქალაქო ნაგებობებიც გაჩნდა.


მრავალი საუკუნის განმავლობაში ვენა ჰაბსბურგების დინასტიის ქალაქი-რეზიდენცია იყო, მათი მმართველობისას კი გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის დედაქალაქიც, ევროპის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი.



ამჟამად ვენა ავსტრიის ფედერაციული დედაქალაქი და ცხრა ფედერალური მიწიდან ერთ-ერთია, რომელიც სხვა მიწის, კერძოდ, ქვედა ავსტრიის, შიგნითაა მოქცეული.


ვენის მოსახლეობა 2 მილიონზე მეტია. ქალაქი 23 რაიონად იყოფა. თითოეული მათგანი რაღაც განსაკუთრებულობით გამოირჩევა: სასახლეებით, მუზეუმებით, სიმწვანით, სიმყუდროვით, და ა.შ.


XX საუკუნის მეორე ნახევარში ვენა სერიოზულად განაახლეს. ეს განსაკუთრებით ვენის ცენტრს შეეხება. აიგო ვენის საერთაშორისო ცენტრი - გაეროს შტაბბინა. ძველი ქალაქის ისტორიული კვარტალები კულტურის ძეგლებად აღიარეს, ისინი იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.


ვენა გამოირჩევა სიწყნარით, უსაფრთხოებით, დატვირთული კულტურული ცხოვრებითა და ჩინებული შესაძლებლობებით ბიზნესის კეთებისთვის.


ვენაში გასაფრენად გირჩევთ, ბილეთები კომპანია WizzAir-ში შეიძინოთ. უფრო იაფი დაგიჯდებათ, ოღონდ ავიაბილეთები წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ, როგორც კი ხელსაყრელი ვარიანტი გამოჩნდება. გამგზავრება თბილისიდანაც შეგიძლიათ, თუმცა უფრო ძვირად. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს - wizzair.com.


თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლიათ ჯერ ბუდაპეშტი ან ბრატისლავა მოინახულოთ, იქიდან კი Flixbus-ის კომფორტული ავტობუსით გაემგზავროთ ვენაში.


ვენაში, ცხადია, ბინაც დაგჭირდებათ. ისიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ამისთვის ეწვიეთ airbnb.com-ს, booking.com-ს ან RoomGuru-ს. თუ ამაზე წინასწარ იზრუნებთ, აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის მისაღებ ვარიანტს.


გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოყვანილი მარშრუტები მხოლოდ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული ვარიანტებია. საბოლოო გადაწყვეტილება თქვენზეა. შესაძლოა, რომელიმე ღირსშესანიშნაობის დათვალიერებაზე უარი თქვათ და გამოთავისუფლებული დრო სხვა რამეს დაუთმოთ, მაგალითად, შოპინგს ან რომელიმე რესტორანში ჯდომას. თუმცა ამას ისედაც მოასწრებთ. შესაძლოა, დროის სიმცირის გამო ათეული ევრო არ დაგენანოთ და ავტობუსით ხანმოკლე ექსკურსია ამჯობინოთ. თუ ყურადღებით გაეცნობით ქვემოთ პუნქტებს, მიხვდებით, რომ ისინი სხვადასხვა გემოვნებისა და შესაძლებლობების ადამიანზეა გათვლილი.


ესტუმრეთ ვენას და საკუთარი თვალით იხილეთ "საუკეთესო ქალაქი დედამიწაზე"!


2. სარჩევი


1. ვენის დათვალიერება.

  1.1. ვენა 1 დღეში.

  1.2. ვენა 2 დღეში.

  1.3. ვენა 3 დღეში.

  1.4. ექსკურსია ტრამვაით რინგშტრასეზე.

  1.5. ექსკურსია - ავტობუსი Hop-on-Hop-off.

2. ვენაში გადაადგილება.

  2.1. ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

  2.2. ვენის აეროპორტი.

  2.3. ვენის მეტროპოლიტენი და სქემა.

  2.4. ავსტრიის ვალუტა.

3. ჭამა-სმა და ფასები ბუდაპეშტში.

  3.1. ავსტრიული კერძები.

  3.2. პროდუქტების ფასი ვენაში.

  3.3. სად ვჭამოთ იაფად ვენაში.

4. ვენის ღირსშესანიშნაობები.

  4.1. ჰოფბურგის სასახლე.

  4.2. შონბრუნის სასახლე.

  4.3. ბელვედერის სასახლე.

  4.4. წმინდა შტეფანის ტაძარი.

  4.5. ვენის ეკლესიები.

  4.6. ვენის ოპერის თეატრი.

  4.7. ავსტრიის პარლამენტი.

  4.8. ვენის რატუშა.

  4.9. ჰუნდერტვასერის სახლი.

  4.10. ვენის მუზეუმები.

  4.11. ვენის ფილარმონია.

  4.12. პრატერის პარკი.

  4.13. ვენის ზოოპარკი.






© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!