უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


 კატალონიის მოედანი ბარსელონაში

კატალონიის მოედანი (Plaça de Catalunya) ბარსელონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი და მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. ის ქალაქის ორი რაიონის - ძველი ქალაქისა და ეშამპლეს (თანამედროვე მაღალგანვითარებული რაიონის) - საზღვარზე მდებარეობს. აქედან იწყება კატალონიის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი ქუჩები: გრასიას პასაჟი და რამბლის ქუჩა, და კიდევ შვიდი ქუჩა. კატალონიის მოედანი ბარსელონის ნამდვილი მშვენებაა. ეს არის მწვანე ოაზისი ქალაქის ცენტრში, სადაც საუცხოო არქიტექტურული ქმნილებებია თავმოყრილი. აქ რამდენიმე შადრევანი და გრანიტის სკულპტურული კომპოზიციაა. სიდიდის მიუხედავად, მოედანზე ყოველთვის ხალხმრავლობაა. აქედან იწყება ტურისტული მარშრუტების უმრავლესობა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





თავისი ადგილმდებარეობისა და ბარსელონის ღირსშესანიშნაობებთან სიახლოვის წყალობით, კატალონიის მოედანი საკულტო ადგილი გახდა, სადაც მრავალი საინტერესო მოვლენა ხდება.ზოგჯერ სწორედ აქ იმართება მიტინგები და საპროტესტო გამოსვლები. აქვე ტარდება სხვადასხვა ზეიმი და ფესტივალი (23 სექტემბერს), მაგალითად, ქალაქის მფარველის, გულმოწყალე ღვთისმშობლის ფესტივალი, რომელიც ბარსელონელთა ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულია. ზამთარში მოედანზე ეწყობა ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი საციგურაო და ზღაპრული საშობაო ბაზრობა, ზაფხულში კი - გამოფენები და კატალონიური წიგნის კვირეული.


უწინ აქ სოფელი იყო და ბარსელონის ტერიტორიის მიღმა მდებარეობდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქის კედლები მოშალეს და მშენებლობა ბარსელონის საზღვრების გარეთ დაიწყეს. ხელისუფლებამ კონკურსი ჩაატარა რაიონის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის გამოსავლენადდა ილდეფონს სერდის თანამედროვე დიზაინი აირჩია, მაგრამ პირველი ადგილი სხვა პროექტს მიენიჭა, რომლის მიხედვითაც ყველა ქუჩა გოტიკური კვარტალიდან უნდა დაწყებულიყო და სხივებად გაგრძელებულიყო. არქიტექტორებს კომპრომისზე წასვლა მოუწიათ და დღეს ჩვენ ამ ორი იდეის შერწყმას ვხედავთ.


1888 წელს, ბარსელონის მსოფლიო გამოფენის ჩატარების წინ, კატალონიის მოედანი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, განსაზღვრული ცვლილებები ბარსელონის 1929 წლის საერთაშორისო გამოფენის წინ განხორციელდა. სწორედ იმავე დროს გაჩნდა მეტროს სადგურიც. მოედნის საერთო ფართობი დაახლოებით 50 ათასი კვადრატული მეტრია. XX საუკუნეში მოედანზე ქანდაკებები დადგეს, რომლებმაც ქალაქი დაამშვენეს.


კატალონიის მოედანზე დგას 28 ქანდაკება. გამოვყოფთ რამდენიმე მათგანს. "ღმერთქალი" (იგივე "გამოცანა"):



"დედობა":



"ტარაგონა":



"ახალგაზრდობა":



"ბარსელონა":



"ამოყირავებული კიბე" (ეძღვნება ფრანცესკ მასიას, კატალონიის სახალხო გმირს, მისი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლს):



კიდევ არის "სიბრძნე", "ქალი ანგელოზით", "ჟირონა", "ჰერაკლე", "ქალი ღვთისმშობლის სახით" და სხვ.


კატალონიის მოედანზე იხილავთ, აგრეთვე ტყუპ შადრევანს:



და არა მხოლოდ მათ:



ლეგენდის თანახმად, თუ კატალონიის მოედანზე ერთ-ერთი სასმელი შადრევნიდან წყალს დალევთ, აქ აუცილებლად დაბრუნდებით.


მოედნის ქვეშ უზამაზარი სამყაროა, რომელშიც შედის მანქანების სადგომი, რკინიგზის სადგური, მეტროს სადგური, სავაჭრო წერტილები, კაფეები, კატალონიის პოლიციის განყოფილება და ბარსელონის უდიდესი ტურისტული ინფორმაციის ცენტრი.


მოედნის გარშემო განთავსებულია სასტუმროები, აპარტამენტები, ბანკები, სატელეფონო ოპერატორების ოფისები, ბარები, რესტორნები, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. გამოვყოფთ მაღაზია Apple-ს:



სავაჭრო ცენტრს El Corte Inglés (მის პირდაპირ მდებარეობს აეროპორტისკენ მიმავალი აერობუსების გაჩერება):



ნეოკლასიკურ ნაგებობას, რომელშიც კოშკის მარცხნივ ესპანეთის საკრედიტო ბანკია, მარჯვნივ - Pich i Pon-ის სახლი:



ანტონიო როკამორას სახლს (Casa Rocamora):



სახლს Casa Pascual i Pons:



კატალონიის მოედანზე მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს წითელი L1 და მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Plaça Catalunya; იასამნისფერი L2, მწვანე L3 და ყვითელი L4 ხაზით, გაჩერება Passeig de Gracia; წითელი L1 და ყვითელი L4 ხაზით, გაჩერება Urquinaona.

















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!