უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


 სად ვჭამოთ იაფად ბარსელონაში

ბარსელონა ესპანეთის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც ქვეყნის გასტრონომიულ დედაქალაქად ითვლება. კატალონიაში სხვადასხვა დროს ბატონობდნენ რომაელები, ჰუნები, მავრები, რაც აისახა არა მხოლოდ კულტურასა და არქიტექტურაში, არამედ ამ ავტონომიური რეგიონის სამზარეულოშიც. ცხადია, ტურისტებს აინტერესებთ, სად შეიძლება ბარსელონაში გემრიელად და შედარებით იაფად ჭამა, რათა თქვენი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არ დაზიანდეს. პირველ ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო შორსაა ცენტრიდან კაფე, მით ნაკლებია იქ ტურისტების ნაკადი და მით ნაკლები დაგიჯდებათ საუზმე, სადილი და ვახშამი. თუმცა ბარსელონის ცენტრშიც მოიძებნება ბიუჯეტური ვარიანტები შიმშილის მოსაკლავად. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, თქვენ კი გადაწყვიტეთ, როგორ იმოქმედოთ და რამდენს გაიმეტებთ ჭამისთვის.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





თუ ეკონომიის გაწევა გსურთ, გირჩევთ მზა საჭმელი ისეთ სუპერმარკეტში იყიდოთ, როგორიცაა Mercadona, Día, Caprabo, Lidl, Bon Preu Group, Carrefour, Al campo. სუპერმარკეტების მისამართისა და მათ შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: https://www.yelp.com/search?find_desc=Supermarkets&find_loc=Barcelona.


ახლა მოგაწვდით ზოგიერთი პროდუქტის მიახლოებით ფასებს ბარსელონის სუპერმარკეტებში:


- ხაჭო (1კგ.) - 4,40 ევრო;

- ბრინჯი (1კგ.) 0,90 ევრო;

- ყველი (1კგ.) - 8-15 ევრო;

- კარტოფილი (1კგ.) - 1ევრო;

- რძე, (1ლ.) - 0,80 ევროდან;

- კვერცხი (12 ცალი) - 2 ევრო;

- ქათმის ფილე (1კგ.) - 5,95 ევრო;

- საქონლის ხორცი - 12 ევროდან;

- თევზი (1კგ.) - 9-15 ევრო;

- ძეხვი (1კგ.) 13 ევროდან;

- პური (500გრ.) - 1 ევროდან;

- ბაგეტი - 0,50-0,80 ევრო;

- ფორთოხალი (1კგ.) - 1,40 ევრო;

- ბანანი (1კგ.) - 1 ევრო;

- ვაშლი, მსხალი (1კგ.) - 1,70 ევროდან;

- წყალი, (1,5ლ.) - 0,60 ევრო;

- ლუდი ადგილობრივი, (0,5ლ.) - 1 ევრო;

- სტაფილო (1კგ.) - 0,90 ევრო;

- პომიდორი (1კგ.) - 1,40 ევროდან;

- კიტრი (1კგ.) - 0,90 ევროდან;

- კომბოსტო (1კგ.) - 1,50 ევროდან.


მაშ, ასე: თუ ეკონომიურად გინდათ გამოხვიდეთ, საჭმელი სუპერმარკეტებში შეიძინეთ.


კიდევ ერთი ვარიანტია ბაზარი, კერძოდ, ბოკერიას ბაზარი - La Boqueria, რომელიც მდებარეობს რამბლის ბულვარის 91 ნომერში. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Liceu.



აქ იმდენი პროდუქტია, შესაძლოა, კიდეც დაიბნეთ. მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა - 08:00-20:30.







ქუჩაში ჭამა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ბარსელონაში კი მან მხოლოდ ბოლო წლებში მოიკიდა ფეხი, ვინაიდან 2014ბ წლამდე სტრითფუდის რეალიზაცია კატალონიის დედაქალაქში აკრძალული იყო. ამჟამად სხვადასხვა ჯიხურებისა თუ დახლების ალტერნატივაა იაფი ტაპას-ბარები, მრავალრიცხოვანი პიცერეები, აზიური კაფეები, თურქული საქაბაბეები. ქსელში 100 Montaditos ამზადებენ სხვადასხვა სენდვიჩებსა და სასმელს და ხშირად აქციებსაც მართავენ. ცნობილი ესპანური სავაჭრო ქსელის Rodilla სპეციალიზაცია, ძირითადად, გამომცხვარი ნაწარმია. Pans and Company "მაკდონალდსის" ესპანური ვარიანტია.


შედარებით იაფად გამოხვალთ იმ დაწესებულებებში, რომლებიც "შვედური მაგიდის" პრინციპით მუშაობენ. აქ 10-15 ევროდ შემოგთავაზებენ საუზმეულს, პირველ და მეორე კერძებს, სალათებს, დესერტს, სასმელს. ასეთებს შორის პოპულარობით სარგებლობს FrescCo, Wok Dao, La Vaca Paca.


სამუშაო დღეებში გვარიან ეკონომიას გასწევთ, თუ შეუკვეთავთ კომპლექსურ სადილს, ე.წ. "Menu del dia".


ახლა ჩამოგითვლით რამდენიმე კაფეს, სადაც შედარებით ნაკლები ფულის დახარჯვა მოგიწევთ.


El Casal:



მისამართი: Plaça Víctor Balaguer, 5. მუშაობის გრაფიკი: პარასკევს და შაბათს - 18:00-00:00, დანარჩენ დღეებში - 07:00-16:00.


La Terraza Miro:



მისამართი: Carrer de Tarragona, 129. მუშაობს ყოველდღე: 12:30-23:00.


Can Paixano:



მისამართი: Carrer de la Reina Cristina, 7. მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა - 09:00-22:30.


Bar Casi:



მისამართი: Carrer de Massens, 74. მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა - 08:00-18:00.


Lactuca Buffet:



აქ "შვედური მაგიდაა". მისამართი: Carrer de Provença, 427. მუშაობს ყოველდღე - 12:00-00:00.


სასიამოვნო დროსტარებას გისურვებთ!













© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!