უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


 შოპინგი ბარსელონაში

ბარსელონა ნამდვილი სამოთხეა შოპინგის მოყვარულთათვის. მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, საფირმო ბუტიკები, ბაზრები, სავაჭრო ქუჩები თითქმის ყოველ ნაბიჯზე ელოდებიან მყიდველებს. ძალიან უნდა მოინდომოთ, ისე წახვიდეთ კატალონიის დედაქალაქიდან, რომ არაფერი შეიძინოთ. თუ გადაწყვიტეთ, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ამ საქმეს, შეგიძლიათ იყიდოთ "საყიდლების გიდი", რომელიც ნებისმიერ საგაზეთო ჯიხურში იყიდება. აქ თავმოყრილია ბარსელონის ყველა მაღაზია. საყიდლების მოყვარულებს შეუძლიათ ისარგებლონ ავტობუსის შოპინგ-მარშრუტით Barcelona Shopping Line. ის იწყება ძველი ნავსადგურის რაიონში და მთავრდება Avinguda Diagonal. მარშრუტი ქალაქის ყველა საინტერესო სავაჭრო წერტილს მოიცავს. ბილეთი 10 ევრო ღირს და ძალაშია მთელი დღის განმავლობაში.


ახლა ჩამოგითვლით ბარსელონის ქუჩებს - პოპულარულ შოპინგ-ცენტრებს.


Passeig de Gracia:



ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩაა. ის იწყება კატალონიის მოედნიდან. აქ განთავსებულია როგორც ძვირი მაღაზიები - Louis Vuitton, Jimmy Choo, Dolce&Gabbana, Gucci, Chanel, Moscino, ისე ესპანური და საკმაოდ შეღავათიანი Zara, Mango, H&M, Calzedonia, Woman’s secret.


განათავსე შენი რეკლამა აქ!





Rambla de Catalunya:



ეს ქუჩაც კატალონიის მოედნიდან იწყება და რამბლის ბულვარის ერთგვარი გაგრძელებაა, ოღონდ მოედნის საპირისპირო მხარეს. მართალია, აქ ფასები იკბინება, მაგრამ უფრო ფართო ასორტიმენტია.


Carrer de Pelai:



აქ იხილავთ დაბალ ფასებს, ახალგაზრდულ ბრენდებს და ცალკეულ მაღაზიებს, როგორიცაა Bershka, Topshop, Zara, С&A, Mango, Camper, Topman და სხვ.


La Diagonal:



ეს შეძლებული ხალხისთვისაა: Versace, Gucci, Emporio Armani, Comptoir des Cotonniers და სხვ. აქვეა სამი სავაჭრო ცენტრი - Diagonal Mar, Pedralbes Centre, El Corte Ingles.


Riera Baixa:



ეს ქუჩა მდებარეობს რავალის რაიონში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და ბოკერიას ბაზრის სიახლოვეს და ესაზღვრება გოტიკურ კვარტალს. მისი სიგრძე სულ რაღაც 300 მეტრია. აქ არც სიძვირეა, არც სიიაფე. ვაჭრობენ ტანსაცმლით, ექსკლუზიური ნივთებით, რეტრო, ეროტიკული და საკლუბო სამოსით.


სავაჭრო ცენტრებიდან გამოვყოფთ შემდეგს:


L'Illa Diagonal:



ცენტრის სიგრძე 344 მეტრია, ფართობი - 35 ათასი კვ.მ. აქ განთავსებულია 170 მაღაზია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მოდური ბრენდები, სუპერმარკეტი, კაფე-რესტორნები და მრავალი სხვა.


მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა - 09:30-21:00.


მისამართია: Avinguda Diagonal, 557. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Maria Cristina.


Diagonal Mar:



მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა - 09:00-21:00.


მისამართია: Avinguda Diagonal, 3. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს ყვითელი L4 ხაზით, გაჩერება El Maresme|Forum.


El Corte Ingles:



ეს არის 11-სართულიანი შენობა კატალონიის მოედანზე. აქ ყველაფერი იყიდება. ესპანელები ამბობენ: "თუ რამეს ვერ პოულობთ, წადით El Corte Ingles-ში".


მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა - 09:00-21:30.


Pedralbes Centre:



მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა - 10:00-21:00.


მისამართია: Avinguda Diagonal, 609. მდებარეობს El Corte Ingles-ის პირდაპირ.


წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!!!












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!