ბარსელონის გაცნობის ეს სწრაფი მეთოდი იდეალურად შეეფერება ტურისტებს, რომლებიც ჩამოსულნი არიან პირველად ან მცირე ხნით. ასევე ღირსეულად დააფასებენ კატალონიის დედაქალაქში ექსკურსიას ორსართულიანი თავახდილი ავტობუსებით შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები და ოჯახები მცირეწლოვანი შვილებით. ისინი არა მხოლოდ მაღლიდან დაინახავენ ქალაქის ქუჩებს, არამედ დიდ სიამოვნებასაც მიიღებენ. გაგაცნობთ ორი კომპანიის ავტობუსებს. ორივენი hop on/hop off სისტემით მუშაობენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ღირსშესანიშნაობის უფრო დეტალური შესწავლის მიზნით, შეგიძლიათ გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ, შემდეგ კი ამავე მარშრუტის მომდევნო ავტობუსში ჩაჯდეთ. მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას მათი დანიშნულების, მარშრუტებისა და მგზავრობის ღირებულების შესახებ.
ეს ავტობუსები მასაც გამოადგება, ვისაც ეზარება ქალაქის ღირსშესანიშნაობების მოძებნა და მარშრუტის დაგეგმვა. არსებობს ორი მარშრუტი: წითელი და ლურჯი. მათ სამი თანაკვეთის წერტილი აქვთ. ბილეთი კი მხოლოდ ერთი უნდა შეიძინოთ - არავინ გიკრძალავთ ერთი ხაზის ავტობუსიდან მეორეზე ხაზის ავტობუსზე გადაჯდომას. მოძრაობს მთელი წლის განმავლობაში, 1-ლი იანვრისა და 25 დეკემბრის გარდა.
ავტობუსები მუშაობენ 09:00-დან 19:00-მდე 20-30 წუთის ინტერვალით (სეზონის მიხედვით). წითელ და ლურჯ მარშრუტებზე მგზავრობა დაახლოებით 2 საათს გრძელდება. განრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ გაჩერებებზე. ავტობუსში მოგემსახურებათ აუდიოგიდი 16 ენაზე. არის, აგრეთვე, უფასო Wi-fi და ინდივიდუალური ყურსასმენები.
ლურჯი მარშრუტის გაჩერებებია:
Plaça de Catalunya - Fundació Antoni Tàpies - La Pedrera - Sagrada Família - Sant Pau Recinte Modernista stop - Park Güell - Tramvia Blau; Tibidabo - Sarrià - Monestir de Pedralbes - Palau Reial; Pavellons Güell - Futbol Club Barcelona - Diagonal; Les Corts - Francesc Macià; Diagonal - Eixample.
წითელი მარშრუტის გაჩერებებია:
Plaça de Catalunya - Fundació Antoni Tàpies - La Pedrera - Francesc Macià; Diagonal - Estació de Sants - Plaça d’Espanya - CaixaForum; Pavelló Mies Van der Rohe - Poble Espanyol - MNAC - Anella Olímpica - Fundació Joan Miró - Telefèric de Montjuïc - Miramar; Jardins Costa i Llobera- World Trade Center - Colom; Museu Marítim - Port Vell - Museu d’Història de Catalunya - Port Olímpic; Zoo - Glòries stop - Arc de Triomf; Barcelona Nord stopPla de Palau.
ბილეთების ღირებულება (ავტობუსში/ოფიციალურ საიტზე):
- 1-დღიანი ტური, 13-64 წლის მოზრდილისთვის - 33/29,70 ევრო, 4-12 წლის ბავშვისთვის - 18/16,20 ევრო, 65 წელს გადაცილებულებისთვის და 1/3-ით ინვალიდებისთვის - 28/25,20 ევრო, 4 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა;
- 2-დღიანი ტური, 13-64 წლის მოზრდილისთვის - 44/39,60 ევრო, 4-12 წლის ბავშვისთვის - 23/20,70 ევრო, 65 წელს გადაცილებულებისთვის და 1/3-ით ინვალიდებისთვის - 39/35,10 ევრო, 4 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.
Hola Barcelona ბარათის მფლობელებისთვის გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი შეღავათები.
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ოფიციალურ საიტზე: https://www.barcelonabusturistic.cat/en და https://www.holabarcelona.com/tickets/barcelona-hop-on-hop-off-bus-tour. იქვე შეგიძლიათ ბილეთის შეძენაც.
ამ კომპანიის ავტობუსებიც ისევე შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც Barcelona Bus Turistic. აუდიოგიდი 15 ენაზე მოგემსახურებათ. მუშაობს 09:00-დან 19:00-მდე 30 წუთის ინტერვალით. მგზავრობის ხანგრძლივობა - დაახლოებით 2 საათი. ჩერდება 20-ზე მეტ ღირსშესანიშნაობასთან. არსებობს 2 მარშრუტი: დასავლეთის (ნარინჯისფერი) და აღმოსავლეთის (მწვანე).
ბილეთების ღირებულება:
- 24-საათიანი, 13-64 წლის მოზრდილისთვის - 33/29,70 ევრო, 4-12 წლის ბავშვისთვის - 18/16,20 ევრო, 65 წელს გადაცილებულებისთვის და 1/3-ით ინვალიდებისთვის - 28/25,20 ევრო, 4 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა;
- 48-საათიანი, 13-64 წლის მოზრდილისთვის - 44/39,60 ევრო, 4-12 წლის ბავშვისთვის - 23/20,70 ევრო, 65 წელს გადაცილებულებისთვის და 1/3-ით ინვალიდებისთვის - 39/35,10 ევრო, 4 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ოფიციალურ საიტზე: https://barcelona.city-tour.com/en. იქვე შეგიძლიათ ბილეთის შეძენაც.
გთავაზობთ ბარსელონის ღირსშესანიშნაობების რუკას:
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია