2020 წლამდე ბერლინს ორი აეროპორტი ემსახურებოდა - ტეგელი (Flughafen Berlin-Tegel) და შენეფელდი (Flughafen Berlin-Schönefeld). 2020 წლიდან კი გაიხსნა ახალი აეროპორტი - ბერლინი-ბრანდენბურგი (Flughafen Berlin Brandenburg), კოდი - BER). მას წელიწადში 46 მილიონი მგზავრის მიღება შეუძლია. ტეგელის აეროპორტი გაუქმდა, შენეფელდი კი ახალი აეროპორტის მე-5 ტერმინალი გახდა. გაეცანით დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ მოვხვდეთ ამ აეროპორტიდან ბერლინში და პირიქით. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს (ავტობუსი, ელექტრომატარებელი, ტაქსი), არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ.
ახალი აეროპორტი ვილი ბრანდტის სახელს ატარებს, რომელიც დასავლეთ ბერლინის მერი და დასავლეთ გერმანიის კანცლერი იყო. აეროპორტი მსოფლიოს ასამდე ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს, როგორიცაა easyJet, Air France, Alitalia, Wizz Air, Germanwings, Lufthansa და სხვ. ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი დედაქალაქის ცენტრიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
აეროპორტიდან ბერლინამდე და პირიქით მისვლა შეგიძლიათ:
- ექსპრესმატარებლით FEX, რეგიონული მატარებლით RE7, RB14 (ბილეთი უნდა შეიძინოთ სადგურამდე "Flughafen BER-Terminal 1–2"), სწრაფი ელექტრომატარებლით S9, S45. მგზავრობის ხანგრძლივობა - დაახლოებით 30 წუთი;
- ავტობუსით: X7, X71 - მეტროს U7 ხაზის სადგურ Rudow-იდან Т1, Т5 ტერმინალებამდე; BER1 - გაჩერებიდან "Steglitz City Hall" Т1 ტერმინალამდე; № 263, 734, 735, 736, 743, N7, N7X, N36, N60 - Т1 ტერმინალამდე; № 163, 164, 171, 744 - Т5 ტერმინალამდე.
ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი ABC სატარიფო ზონაშია.
ბერლინამდე ტაქსით მისვლა დაახლოებით 45-50 ევრო დაგიჯდებათ.
აეროპორტის ოფიციალური საიტია: https://ber.berlin-airport.de.
ბილეთებთან, სატარიფო ზონებთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.