ბერლინში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დედაქალაქში ძალზე განვითარებულია ავტობუსით საექსკურსიო პროგრამა სისტემით hop on/hop off. ეს მომსახურება იმითაა მოსახერხებელი, რომ ღირსშესანიშნაობის უფრო დეტალური შესწავლის მიზნით, შეგიძლიათ გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ, შემდეგ კი ამავე მარშრუტის მომდევნო ავტობუსში ჩაჯდეთ. ამ მომსახურების გამწევი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია არის CitySightseeing. მისი წითელი ორსართულიანი ავტობუსები შორიდანაც კარგად მოჩანს. მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას მათი დანიშნულების, მარშრუტებისა და მგზავრობის ღირებულების შესახებ.
ეს სახურავახდილი ავტობუსი კლასიკური მარშრუტით მოძრაობს მთელი წლის განმავლობაში, დილის 9:30-დან საღამოს 17:30-მდე,გარდა 25 სექტემბრისა, როცა ბერლინის მარათონი იმართება.
ტურისტებს შეუძლიათ ნებისმიერ გაჩერებაზე ჩავიდნენ ან ამოვიდნენ, ანუ ეს ჩვეულებრივი HOP ON HOP OFF ავტობუსია (მას უკვე შევხვდით ბუდაპეშტსა და ვენაში). ავტობუსში არის აუდიოგიდი ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და სხვა (სულ 13) ენებზე. არის, აგრეთვე, უფასო Wi-fi.
კლასიკურ მარშრუტზე 24 გაჩერებაა. ტურის დაწყება ნებისმიერი გაჩერებიდან შეგიძლიათ.
მარშრუტის გაჩერებებია:
1. Tauentzienstraße 16.
2. KaDeWe (უნივერმაღი).
3. Lützowplatz.
4. Kulturforum.
5. Potsdamer Platz / Hist. Ampel (პოსტდამის მოედანი).
6. Berliner Mauer / Martin-Gropius-Bau (ბერლინის კედელი).
7. Checkpoint Charlie (ჩეკპოინტი "ჩარლი").
8. Gendarmenmarkt / Taubenstr. (ჟანდარმენმარკტი).
9. Neptunbrunnen.
10. Alexanderplatz (Alexa) (სავაჭრო ცენტრი).
11. Karl-Marx-Allee (Computerspielemuseum).
12. East Side Gallery.
13. Ostbahnhof.
14. Neptunbrunnen (Neptune Fountain) (შადრევანი "ნეპტუნი").
15. Lustgarten / Museumsinsel / Altes Museum (ლუსტგარტენი, მუზეუმების კუნძული, ძველი მუზეუმი).
16. Unter den Linden/Friedrichstraße.
17. Brandenburger Tor (ბრანდენბურგის ჭიშკარი).
18. Reichstag (რაიხსტაგი).
19. Hauptbahnhof (Washingtonplatz) (ბერლინის ცენტრალური რკინიგზის სადგური).
20. Schloss Bellvue.
21. Siegessäule (Großer Stern) / Hofjägerallee (გამარჯვების სვეტი).
22. Zoo/Elefantentor.
23. Café Kranzler.
24. Kurfürstendamm 236.
ბილეთების ღირებულება:
- 24-საათიანი ავტობუსის ტური, მოზრდილისთვის - 28 ევრო, 6-14 წლის ბავშვისთვის - 14 ევრო;
- 48-საათიანი ავტობუსის ტური, მოზრდილისთვის - 32 ევრო, 6-14 წლის ბავშვისთვის - 16 ევრო;
- 24-საათიანი ავტობუსის ტური + 1-საათიანი კრუიზი გემით, მოზრდილისთვის - 48 ევრო, 6-14 წლის ბავშვისთვის - 24 ევრო;
- 48-საათიანი ავტობუსის ტური + 1-საათიანი კრუიზი გემით, მოზრდილისთვის - 53 ევრო, 6-14 წლის ბავშვისთვის - 26,50 ევრო.
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით CitySightseeing-ის ოფიციალურ საიტზე: city-sightseeing.com/en/3/berlin/45/hop-on-hop-off-berlin.
ბერლინში ბევრი კერძო კომპანიაა, რომლებიც ტურისტებს საექსკურსიო ტურებს სთავაზობენ. გამოვყოფთ რამდენიმე მათგანს:
- BEX Sightseeing - ოფიციალური საიტი: bex.de/sightseeing/bex-sightseeing.html.
- Top Tour Sightseeing - ოფიციალური საიტი: top-tour-sightseeing.de/en/.
- Berlin City Tour - ოფიციალური საიტი: www.berlin-city-tour.de.
- City Circle - ოფიციალური საიტი: city-circle.de.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია