უფასო ონლაინ-მეგზური პარიზში


 ელისეს მინდვრები - პარიზის სახელგანთქმული პროსპექტი

ელისეს მინდვრები საფრანგეთისა და მთელი მსოფლიოსთვის ფუფუნებისა და სიმდიდრის სიმბოლოა, ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური ქუჩა. მისი ნახვის შემდეგ ყოველ ტურისტს სრული უფლება აქვს თქვას, რომ მან პარიზი ნახა. ელისეს მინდვრები პარიზის უაღრესად პოპულარული ქუჩაა და მასზე ყოველ საათში 80 ათასი ადამიანი დადის. ის ერთგვარი სამოთხეა დედამიწაზე - საუცხოო ლანდშაფტი, ფერთა სიუხვე, სასახლეების უჩვეულო არქიტექტურა. სწორედ ეს აიძულებს ტურისტებს, რომ კვლავ და კვლავ დაბრუნდნენ ელისეს მინდვრებზე.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ელისეს მინდვრები (ფრანგულად Champs Élysées) მხოლოდ სახელწოდებაა და მასზე მინდვრები არ არის. ეს მხოლოდ გრძელი პროსპექტია, რომელიც ორ ნაწილად იყოფა: ერთია პარკი, მეორე კი დასართობ-კომერციული ადგილი.


სახელწოდება ბერძნული მითოლოგიიდან, სიტყვა "ელიზიუმიდან" მოდის და განცხრომის ბორცვებს ნიშნავს - საუცხოო მინდვრებს საიქიოში, მდინარე ოკეანის ნაპირზე, სადაც წარმავალი ცხოვრების შემდეგ ღმერთების საყვარელი გმირები ხვდებიან. ნეტარების ბორცვებზე ყოველთვის გაზაფხულია. იქ არც ავადმყოფობაა და არც ტანჯვა.



ელისეს მინდვრები პირველად XVI საუკუნეში მოიხსენიება. უწინ იქ ჭაობიანი ადგილები იყო, სადაც მეფე და დიდგვაროვნები იხვებზე სანადიროდ დადიოდნენ. 1616 წელს მარია მედიჩის ბრძანებით ურთხელის სამი ხეივანი გაშენდა. ლუდოვიკო XVI-ის დროს ტიუილრის ციხესიმაგრიდან ვერსალამდე საფეხმავლო გზა გაიყვანეს, იქაურობა დააშრეს და ხეები დარგეს. მოგვიანებით გზა გაამაგრეს და მასზე ეტლებით დაიწყეს სიარული. შემდეგ გზა დააგრძელეს, თანამედროვე სახელი კი მას 1789 წლიდან ეწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს ელისეს მინდვრების მიდამოები თითქმის უკაცრიელი და საშიში იყო, რის გამოც 1777 წლიდან იქ გვარდიელების საგუშაგო გახსნეს. 1828 წელს ელისეს მინდვრები პარიზის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შევიდა, რამაც მის კეთილმოწყობას დაუდო სათავე.


ყოველწლიურად, 14 ივლისს, ელისეს მინდვრებზე ეწყობა აღლუმი ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავად, 11 ნოემბერს კი პირველი მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.



ელისეს მინდვრების სიგრძე 1915 მეტრია, სიგანე კი - 71 მეტრი. ის ტრიუმფალური თაღიდან იწყება და თანხმობის მოედანთან სრულდება.



თანხმობის მოედნიდან მრგვალ მოედნამდე 700 მეტრი სიგრძისა და 300-400 მეტრი სიგანის სასეირნო პარკია.


ელისეს მინდვრების საფეხმავლო ზონა მრგვალი მოედნით მთავრდება. შემდეგ მოდის რესტორნები, მაღაზიები, ბანკები, ოფისები, კინოთეატრები და სხვა შენობები. ელისეს მინდვრების საბოლოო წერტილი "ეტუალია" (შარლ დე გოლის მოედანი).



თუ ელისეს მინდვრებზე გაისეირნებთ, პარიზის რამდენიმე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას იხილავთ. კერძოდ, ტრიუმფალურ თაღს:



დეტალურად ტრიუმფალური თაღის შესახებ =>>


ელისეს სასახლეს, რომელიც 1718-1722 წლებში ააშენეს, ახლა კი ის საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციაა:



დიდ სასახლეს (Grand Palais) - შუშისსახურავიან საგამოფენო ცენტრს:



პატარა სასახლეს (Petit Palais) - ხელოვნების მუზეუმს:



ელისეს მინდვრებამდე მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროთი: 1-ლი და მე-13 ხაზი (სადგური Champs-Elysees-Clemenctau); 1-ლი ხაზი (სადგური George V); 1-ლი, მე-2, მე-6 ხაზი (სადგური Charles-de-Gaulle Etoile); 1-ლი და მე-9 ხაზი (სადგური Franklin D. Roosevelt).


- ავტობუსით, №22, 30 31, 52, 73, 92 - გაჩერება Charles de Gaulle — Etoile; ავტობუსით, №24, 42, 52, 72, 84, 94 - გაჩერება Concorde.












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!