პარიზის დასათვალიერებლად მხოლოდ ორი დღე გაქვთ? გულს ნუ გაიტეხთ - გაეცანით სტატიას "პარიზი 1 დღეში" და მიხვდებით, რომ ორჯერ მეტი დრო გაქვთ იმისათვის, რომ საფრანგეთის დედაქალაქზე საკმაოდ ბევრი შეიტყოთ. ცხადია, მუზეუმებსა და ზოგიერთ სხვა ღირსშესანიშნაობას საათებს ვერ დაუთმობთ, მაგრამ თუ მოინდომებთ და იაქტიურებთ, ცოტას როდი მოასწრებთ. ამჯერად ჩემს მარშრუტს თავს არ მოგახვევთ. ნუ დაიზარებთ - გულდასმით წაიკითხეთ, აგრეთვე, სტატიები "პარიზი 3 დღეში" და "პარიზის ღირსშესანიშნაობები", ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, შეაფასეთ თქვენი ფინანსური და ფიზიკური შესაძლებლობები, ამინდი, კლიმატი და თქვენივე გემოვნებით შეადგინეთ პარიზის დათვალიერების გეგმა. გაიაზრეთ, რისი ნახვა გიღირთ და რისი - არა. გაითვალისწინეთ, რომ პარიზის დათვალიერება საექსკურსიო ტრანსპორტითაც შეგიძლიათ (იხ. პარიზის საექსკურსიო ტრანსპორტი).
დასახმარებლად პარიზის ღირსშესანიშნაობების რუკას შემოგთავაზებთ:
სასიამოვნო მოგზაურობასა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გისურვებთ!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია