თუ თქვენი ბიუჯეტი შეზღუდულია, მაგრამ მაძღრისად და შედარებით იაფად გსურთ ბერლინში დანაყრება, ეს სტატია სწორედ რომ თქვენთვისაა. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ. ისევე, როგორც ევროპის სხვა დედაქალაქებში, ბერლინშიც ნაკლებად შეითხელებთ ჯიბეს, თუ პროდუქტს იაფფასიან სუპერმარკეტებში შეიძენთ და საჭმელს სახლში მოიმზადებთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ქუჩაშივე დანაყრდეთ - გერმანიის დედაქალაქი ასეთ შესაძლებლობას ნამდვილად მოგცემთ. მოგაწვდით ინფორმაციას, თუ სად ისაუზმებთ, ისადილებთ და ივახშმებთ იაფად ბერლინში.
თუ ეკონომიის გაწევა გსურთ, გირჩევთ, მზა საჭმელი ისეთ სუპერმარკეტში იყიდოთ, როგორიცაა Lidl, Aldi, Netto Marken-Discount, Penny. ისინი მრავლადაა ბერლინში. ყველა სუპერმარკეტში საუცხოო ხარისხის პროდუქციას შემოგთავაზებენ.
ახლა მოგაწვდით ზოგიერთი პროდუქტის მიახლოებით ფასებს ბერლინის სუპერმარკეტებში:
- საქონლის ხორცი (1კგ.) - 11,30 ევრო;
- ბრინჯი (1კგ.) - 2,15 ევრო;
- ხახვი (1კგ.) - 1,30 ევრო;
- ყველი (1კგ., ადგილობრივი) - 8,30ევრო;
- პომიდორი (1კგ.) - 1,60 ევრო;
- რძე (1ლ.) - 1,29 ევრო;
- კვერცხი (10 ცალი) - 2 ევრო;
- ქათმის ფილე (1კგ.) - 11 ევრო;
- პური - 1,35 ევრო;
- მანდარინი (1კგ.) - 1,40 ევრო;
- ბანანი (1კგ.) - 1,80 ევრო;
- ვაშლი (1კგ.) - 2,50 ევრო;
- წყალი (1,5ლ.) - 0,52 ევრო;
- ლორი (1კგ.) - 10-15 ევრო;
- სიგარეტი (1 კოლ.) - 6,70 ევრო;
- ფორთოხალი (1კგ.) - 2,50 ევრო;
- კარტოფილი (1კგ.) - 0,65 ევრო;
მაშ, ასე: თუ ეკონომიურად გინდათ გამოხვიდეთ, საჭმელი სუპერმარკეტებში შეიძინეთ.
პირველ ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო შორსაა ცენტრიდან კაფე, მით ნაკლებია იქ ტურისტების ნაკადი და მით ნაკლები დაგიჯდებათ საუზმე, სადილი და ვახშამი. თუმცა ბერლინის ცენტრშიც მოიძებნება ბიუჯეტური ვარიანტები შიმშილის მოსაკლავად.
ალექსანდერპლაცსა და ფრიდრიხშტრასეზე, ისევე, როგორც მთელ ბერლინში, ყოველ ფეხის ნაბიჯზეა პატარა კაფეები, საერთო სახელწოდებით "IMBIS" - ერთგვარი სწრაფი კვების ობიექტი. ერთ-ერთი ასეთია Döner kebab, სადაც შედარებით იაფად დანაყრდებით.
აი, კიდევ რამდენიმე იაფი კვების ობიექტი.
Der Wurstler:
მისამართი: Chausseestraße, 12. (მეტროპოლიტენის U6 ხაზის სადგური Naturkundemuseum.
Golgatha Biergarten:
მისამართი: Katzbachstraße (პარკ "ვიქტორიასთან", პოსტდამის მოედნიდან 2 კილომეტრში).
Scheers Schnitzel:
მისამართი: Warschauer Pl. 18 (ცნობილ ნეოგოტიკურ ხიდთან Oberbaumbrücke).
Felleshus :
მისამართი: Rauchstraße 1, Tiergarten (სასადილო მესამე სართულზე).
Ernst-Reuter-Haus:
მისამართი: Straße des 17. Juni 112, 10623 Berlin (კაფეტერია ერნსტ როიტერის სახლში).
Universal Music:
მისამართი: Stralauer Allee 1, Friedrichshain (სასადილო კომპანია Universal Music-ის შენობაში).
Rathaus Schöneberg:
მისამართი: John-F-Kennedy-Platz 1, Schöneberg (რესტორანი რატუშის შენობაში შიონებერგში).
Rathaus Kreuzberg:
მისამართი: Yorkstraße 4-11 (რესტორანი-კაფეტერია კროიცბერგის რატუშის შენობის მე-10 სართულზე).
ახლა ორიოდე სიტყვით გერმანულ ლუდსაც შევეხოთ. ის მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ისტორიული წყაროების თანახმად, პირველი ლუდსახარშები გერმანიის მონასტრებში ჯერ კიდევ VIII-IX საუკუნეებში გაჩნდა. გერმანიაში ლუდი ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ ქვეყანაში წელიწადში ლუდის 8 ფესტივალი იმართება. ბერლინელებს განსაკუთრებით Berliner Kindl მოსწონთ. აი, გერმანული ლუდის სხვა პოპულარული სახეობები: Pilsner, Weizenbier, Altbier, Bockbier, Kölsch, Dunkel, Helles, Rauchbier, Spaten, Paulaner და კიდევ მრავალი სხვა. გერმანიაში 1300-ზე მეტი ლუდსახარშია, მხოლოდ ბერლინში კი - 850-ზე მეტი ლუდის რესტორანი.
სასიამოვნო დროსტარებას გისურვებთ!!!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია