ეს სტატია იმათაც გამოადგებათ, ვისაც შეზღუდული ბიუჯეტი აქვს, მაგრამ მაძღრისად და შედარებით იაფად სურს დრეზდენში დანაყრება. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ. ისევე, როგორც ევროპის სხვა დედაქალაქებში, ბერლინშიც ნაკლებად შეითხელებთ ჯიბეს, თუ პროდუქტს იაფფასიან სუპერმარკეტებში შეიძენთ და საჭმელს სახლში მოიმზადებთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ქუჩაშივე დანაყრდეთ - საქსონიის დედაქალაქი ასეთ შესაძლებლობას ნამდვილად მოგცემთ. მოგაწვდით ინფორმაციას, თუ სად ისაუზმებთ, ისადილებთ და ივახშმებთ იაფად დრეზდენში.
ახალს არაფერს გამოვიგონებ და გეტყვით, რომ თუ ეკონომიის გაწევა გსურთ, გირჩევთ, მზა საჭმელი ისეთ სუპერმარკეტში იყიდოთ, როგორიცაა Lidl (Südhöhe 38, Karl-Marx-Straße 20, Chemnitzer Straße 68), Aldi (Antonstraße 2a, Bautzner Landstraße 149, Bulgakowstraße 7), Netto Marken-Discount (Kamenzer Str. 24, Heideblick 1, R.-Leonhard-Str. 12), Penny (Durer Str. 119), Rewe (Bautzner Straße 31, Prager Straße 1), Kaufland (Borsbergstraße 35). ისინი დრეზდენში საკმაო რაოდენობითაა. ყველა სუპერმარკეტში საუცხოო ხარისხის პროდუქციას შემოგთავაზებენ.
მოგაწვდით ზოგიერთი პროდუქტის მიახლოებით ფასებს დრეზდენის სუპერმარკეტებში:
- ყველი (1კგ.) - 10ევრო;
- რძე (1ლ.) - 0,80 ევრო;
- პური - 1 ევრო;
- ბანანი (1კგ.) - 1,50 ევრო;
- ვაშლი (1კგ.) - 2 ევრო;
- წყალი (0,5ლ.) - 0,70 ევრო;
- ძეხვი (1კგ.) - 10-15 ევრო;
- იოგურტი (500გრ.) - 0,80 ევრო;
- ფორთოხალი (1კგ.) - 2,50 ევრო;
- წვენი (1ლ.) - 1,50 ევრო;
- ჩაი პაკეტებით - 1,80 ევრო;
- ყავა (100გრ.) - 3 ევრო;
- ლუდი (0,5 ლ.) - 2,50 ევრო;
- ღვინო (1ლ.) - 5 ევრო.
მაშ, ასე: თუ ეკონომიურად გინდათ გამოხვიდეთ, საჭმელი სუპერმარკეტებში შეიძინეთ.
გაითვალისწინეთ, აგრეთვე, რამდენიმე რჩევა: შედით იმ კაფეში ან რესტორანში, სადაც ტურისტებს ადგილობრივი მოსახლეობა სჭარბობს; თუკი დაჟინებით გთხოვენ, რომ მათთან შეხვიდეთ, ეს არ გააკეთოთ; სასურველია, რომ იქ არ იყოს მენიუ რუსულ ენაზე; აირჩიეთ კაფე, სადაც "შვედურ მაგიდას" გთავაზობენ; რაც უფრო შორსაა ცენტრიდან კაფე, მით ნაკლებია იქ ტურისტების ნაკადი და მით ნაკლები დაგიჯდებათ საუზმე, სადილი და ვახშამი. თუმცა დრეზდენის ცენტრშიც მოიძებნება ბიუჯეტური ვარიანტები შიმშილის მოსაკლავად.
დრეზდენში, საქსონიის დედაქალაქში, შეგიძლიათ ნაციონალური სამზარეულოს ტრადიციული კერძები დააგემოვნოთ. ამას იმ რესტორნებში მოახერხებთ, სადაც კლასიკური მენიუ აქვთ (მათ გარდა, არის დაწესებულებები იტალიური, ფრანგული, თურქული და ავსტრალიური სამზარეულოც კი). ყველაზე დიდი მრავალფეროვნება "ახალ ქალაქშია" (ნოიშტადტში). იქ ბევრი გასტრონომიული დაწესებულებაა - ბიუჯეტურიდან დაწყებული, ფეშენებელურით დამთავრებული.
ბიუჯეტური კვების ობიექტებია:
Durum Kebab Haus. მისამართი: Rothenburger Str. 41 მუშაობის გრაფიკი: 10:00-03:00/05:00.
აი, კიდევ რამდენიმე იაფი კვების ობიექტი.
Curry 24:
მისამართი: Wilsdruffer Str. 24.
Dresdner Kaffeestubchen:
მისამართი: Salzgasse 8 (ფრაუენკირხეს გვერდით). მუშაობის გრაფიკი: 09:00-18:00.
Backerei Schwerdtner (ამ სახელწოდებით ბევრი ფილიალი არსებობს):
მისამართი: Prager Str. 2, Reichenstraße 3, Löwenstraße 11, Bautzner Str. 27B, Bahnhofstraße 60.
Cafe Dreissig:
მისამართი: Altmarkt 7. მუშაობის გრაფიკი: 07:00-20:00.
Kantine No. 2:
მისამართი: Goerlitzer Str. 2.
Wiener Feinbäcker
მისამართი: Webergasse 1, Altmarkt-Galerie Dresden. მუშაობის გრაფიკი: 10:00-20:00
პოპულარული რესტორნებია, აგრეთვე Kahnaletto, Sofra, Ayers Rock, Alte Meister, Cafe zur Frauenkirche, Bellotto, Mama Africa.
სასიამოვნო დროსტარებას გისურვებთ!!!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.