თუ ნეაპოლში ყოფნისას გსურთ, რომ ჭამა-სმაზე, შეძლებისდაგვარად, ცოტა დახარჯოთ და არც სიამოვნება მოიკლოთ, ყურადღებით გაეცანით ამ სტატიას. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ. ისევე, როგორც ევროპის სხვა დიდ ქალაქებში, ნეაპოლშიც შედარებით იაფად გამოხვალთ, თუ პროდუქტს იაფფასიან სუპერმარკეტებში შეიძენთ და საჭმელს სახლში მოიმზადებთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ქუჩაშივე დანაყრდეთ. ნეაპოლი ამის შესაძლებლობას უხვად იძლევა. მოგაწვდით ინფორმაციას, თუ სად ისაუზმებთ, ისადილებთ და ივახშმებთ იაფად ნეაპოლში.
გაითვალისწინეთ, რომ ცენტრში ფასები უფრო მაღალია. უპირატესობა მიანიჭეთ იმ კაფე-რესტორნებს, სადაც ადგილობრივები დადიან - ღირსშესანიშნაობებიდან და ხალხმრავალი ადგილებიდან მოშორებით. შედით დაწესებულებებში ადგილობრივი სახელწოდებებით: ტავერნებში, პიცერიებში, ტრატორიებში (ოჯახური სამზარეულო).
თუ ნეაპოლში ჭამაზე ეკონომიის გაწევა გსურთ, გირჩევთ, მზა საჭმელი ისეთ სუპერმარკეტში იყიდოთ, როგორიცაა Supero, MD Discount, Sole365, Coop, Carrefour, Canod, Lidl, Aldi, Deco. ყველა სუპერმარკეტში საუცხოო ხარისხის პროდუქციას შემოგთავაზებენ, თანაც, სუპერმარკეტებში ხშირად იმართება ფასდაკლების აქციები.
ახლა მოგაწვდით ზოგიერთი პროდუქტის მიახლოებით ფასებს ნეაპოლის სუპერმარკეტებში:
- საქონლის ხორცი (1კგ.) - 12 ევრო;
- ღორის ხორცი (1კგ.) - 8 ევრო;
- ბრინჯი (1კგ.) - 1,30 ევრო;
- კარტოფილი (1კგ.) - 1,35 ევრო;
- ყველი (1კგ., ადგილობრივი) - 8 ევრო;
- პომიდორი (1კგ.) - 1,50 ევრო;
- რძე (1ლ.) - 1,50 ევრო;
- კვერცხი (10 ცალი) - 1,50 ევრო;
- ქათამი (1კგ.) - 7 ევრო;
- პური (500გრ.)- 1,30 ევრო;
- ბანანი (1კგ.) - 1,50 ევრო;
- ვაშლი (1კგ.) - 1,50 ევრო;
- ფორთოხალი (1კგ.) - 1,30 ევრო;
- წყალი (0,5ლ.) - 0,30 ევრო;
- ლუდი (იმპორტული, 0,5ლ.) - 1,20 ევრო;
- ღვინო (1 ბოთლი, საშუალოდ) - 5 ევრო.
მაშ, ასე: თუ ეკონომიურად გინდათ გამოხვიდეთ, საჭმელი სუპერმარკეტებში შეიძინეთ.
პროდუქტების შესაძენად შეგიძლიათ, აგრეთვე, ეწვიოთ ბაზარს - Mercato Pignasecca. აქ იყიდება ფერმერების მიერ გამოტანილი ბოსტნეული, ხილი, თევზი, ხორცი და სხვ.
ბაზრის მისამართია: Via Pignasecca, 18. მუშაობს ყოველდღე - 08:00-18:00.
საკმაოდ იაფად გამოხვალთ, თუ ქუჩაში იყიდით საჭმელს (ე.წ. street-food). კერძოდ, ასეთი კერძებია:
- კუოპო (Cuoppo):
- პიცა-საფულე (Pizza a portafoglio):
- შემწვარი პიცა (Pizza fritta):
- პიცეტა, დაჭრილი პიცა (Pizzetta, pizza al taglio):
- კრეშუტას პასტა, ზეპოლე პიცა (Pasta cresciuta, zeppole):
- შემწვარი მაკარონი (Frittatina di pasta):
- პანუოცო (Panuozzo):
აი, რამდენიმე ბიუჯეტური კაფე:
- "Da Pellone" (Via Nazionale, 93);
- "Pasticcceria Attanasio" (Vico Ferrovia, 3);
- "Caffe Mexico" (Piazza Garibaldi, 72);
- "Pizzeria Sorbillo" (Via Tribunali, 32);
- "Trattoria a Pignata" (Vico Lungo del Gelso, 110/112);
- "Taverna ibi Cotti da Nonna Anna" (Via Ferdinando Galiani, 24);
- "Pasticceria Agrillo" (Via Giordano Bruno, 81);
- "7 Soldi" (Vico Tre Re a Toledo, 6);
- "Acunzo" (Via Cimarosa 60-62, Vomero).
ნეაპოლში არის, აგრეთვე, Mcdonald's, Burger King და სწრაფი კვების სხვა მსგავსი ობიექტები.
სასიამოვნო დროსტარებას გისურვებთ!!!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.