თუ თქვენი ბიუჯეტი შეუზღუდავია, პრაღაში ჭამის პრობლემას რამდენიმე წუთში გადაწყვეტთ - შეხვალთ ნებისმიერ რესტორანში ან კაფეში, შეუკვეთთ საყვარელ კერძს და უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ: ჩეხეთის დედაქალაქი ხომ არა მხოლოდ ლუდითაა ცნობილი, არამედ პირველი და მეორე კერძებითაც. ასარჩევი სია საკმაოდ გრძელი იქნება. მაგრამ თუ მაძღრისად და შედარებით იაფად გსურთ დანაყრება, ეს სტატია სწორედ რომ თქვენთვისაა. ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი დედაქალაქში ყველა ტურისტი ვერ მისცემს თავს უფლებას, რომ ყოველდღე რესტორნებში ისაუზმოს, ისადილოს და ივახშმოს, მით უმეტეს, ცენტრში. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, თქვენ კი გადაწყვიტეთ, როგორ იმოქმედოთ და რამდენს გაიმეტებთ ჭამისთვის.
პირველ ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო შორსაა ცენტრიდან კაფე, მით ნაკლებია იქ ტურისტების ნაკადი და მით ნაკლები დაგიჯდებათ საუზმე, სადილი და ვახშამი. თუმცა პრაღის ცენტრშიც მოიძებნება ბიუჯეტური ვარიანტები შიმშილის მოსაკლავად.
თუ ეკონომიის გაწევა გსურთ, გირჩევთ მზა საჭმელი ისეთ სუპერმარკეტში იყიდოთ, როგორიცაა Lidl, Tesco, Albert, Billa, Penny, Globus, Kayfland. შემოგთავაზებთ რამდენიმე მისამართს: Billa - Bělehradská 350/50, Wilsonova 300/8, Vodičkova 710/31, Karlovo Náměstí 2097/10; Lidl - Na Poříčí 1077/1, Vršovická 1525/1a; Albert - Václavské nám. 812/59, Vinohradská 2828/151, Ondříčkova 580/39, Na Florenci 15; TESCO - Radlická 1/b, Skandinávská 144/25, Zlicin, Veselská 663. ყველა სუპერმარკეტში საუცხოო ხარისხის პროდუქციას შემოგთავაზებენ.
ახლა მოგაწვდით ზოგიერთი პროდუქტის მიახლოებით ფასებს პრაღის სუპერმარკეტებში:
- არაჟანი (250გრ.) - 25-28 კრონა;
- კარაქი (250გრ.) - 22 კრონა;
- ხაჭო (230გრ.) - 20 კრონა;
- ყველი ედემი (200გრ.) - 26-30 კრონა;
- იოგურტი - 8 კრონა;
- რძე, (1ლ.) - 14-25 კრონა;
- კვერცხი (12 ცალი) - 30-40 კრონა;
- ქათმის ფილე (1კგ.) - 110-137 კრონა;
- პური (500გრ.) - 10-21 კრონა;
- მანდარინი, (1კგ.) - 19-20 კრონადან;
- ბანანი, (1კგ.) - 20-30 კრონადან;
- ვაშლი, (1კგ.) - 20-29 კრონა;
- წყალი, (1,5ლ.) - 12 კრონა;
- ლორი (1კგ.) - 200 კრონა;
- სოსისი (1კგ.) - 80-150 კრონა;
- კოკა-კოლა (500მლ.) - 26 კრონა;
- კარტოფილი (1კგ.) - 15 კრონა.
მაშ, ასე: თუ ეკონომიურად გინდათ გამოხვიდეთ, საჭმელი სუპერმარკეტებში შეიძინეთ.
პრაღაში მრავლადაა სწრაფი კვების ობიექტები, როგორიცაა McDonald's (აი, რამდენიმეს მისამართი - Na příkopě 852/10, Praha 1; Mostecká 273/21, Praha; Vodičkova 15, Praha 1) და KFC (აი, რამდენიმეს მისამართი - Jugoslávská 16/8; Národní 961/25; Na Poříčí 1894/46), აგრეთვე Burger King, სადაც შედარებით იაფად დანაყრდებით.
თუ მოგშივდათ, ზემოაღნიშნული ნაცნობი სწრაფი კვების რესტორნები კი ახლომახლო არ ჩანს, შეიარეთ კერძების სწრაფი მომზადების ნებისმიერ ობიექტში და ნახეთ, არის თუ არა მენიუში ჩეხური საუზმეული, რომლებიც განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევიან. ეს არის შემწვარი ჩეხური კარტოფილი Hranoliky, კროკეტი (Krokety) ტატარსკას სოუსით (Tatarská omáčka) და ადგილობრივი ჩიფსი.
სწრაფი კვების ობიექტებში შეგიძლიათ მიირთვათ, აგრეთვე, თეთრ ფუნთუშას ჩადებული სოსისი - рárek v rohlíku, ბრამბორაკი,
ქაბაბი, რომელსაც ზოგჯერ gyros-ს ეძახიან,
და ლანგოში (Langoše), რომელიც, ერთი შეხედვით, პიცას ჰგავს:
ჩამოთვლილი საკვები დაახლოებით 60-80 ჩეხური კრონა ღირს.
არც Bageterie Boulevard დაგავიწყდეთ. ეს არის ქსელი კაფეებისა, რომლებიც მრავლად შეგხვდებათ დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში, მათი ყვითელი დიზაინი აუცილებლად მოგხვდებათ თვალში. აქ სხვადასხვა კერძებს შემოგთავაზებენ, მაგრამ თუ ეკონომიის გაწევა გსურთ, სენდვიჩით დაკმაყოფილდით - ისიც დაგანაყრებთ.
თუ ჩამოთვლილი ვარიანტები არ გაკმაყოფილებთ და მაინცდამაინც კაფე-რესტორნებში გსურთ დანაყრება, შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს, სადაც შედარებით ნაკლები ფულის დახარჯვა მოგიწევთ.
Jidelna Světozor:
მისამართი: Vodičkova 39 pasáž SVĚTOZOR Nové Město Praha 1 (ვაცლავის მოედანთან). უახლოესი მეტროს სადგურია: Mustec. მუშაობს 11:00-დან 15:00-მდე. კომპლექსური სადილი 100-110 კრონა დაგიჯდებათ (დიდი ულუფა).
Havelska Koruna:
მისამართი: Havelska 591/21 a 23, Stare Mesto, Praha 1. მეტროს იგივე გაჩერება. მუშაობს 10:00-დან 22:00-მდე.
LIDOVÁ JÍDELNA TĚŠNOV:
მისამართი: Těšnov 1163/5, 110 00 Praha 1-Nové Město-Petrská čtvrť. მუშაობს 10:00-დან 22:00-მდე.
U Rozvařilů:
მისამართი: Na Poříčí 23, Nové Město, Praha 1. მუშაობს 09:00-დან 19:00-მდე.
Burrito Loco:
ლუდხანა U Hrocha:
მისამართი: Thunovská 10, Praha 1- Malá Strana.
ახლა ჩეხური ლუდიც ვახსენოთ. მას მთელ მსოფლიოში იცნობენ. ჩეხეთის კანონების თანახმად, ლუდი არის სასმელი, რომელშიც შედის მხოლოდ სვია, წყალი და ალაო. იმისათვის, რომ ლუდსახარშმა ან ქარხანამ კანონიერი, იურიდიული უფლება მიიღოს და თავის ნაწარმს "ჩეხური ლუდი" დააწეროს, მან სტანდარტისა და ხარისხის შემოწმების მკაცრი შემოწმება უნდა გაიაროს. ორიგინალურ ჩეხურ ლუდს ოდნავ მწარე გემო დაკრავს. ჩეხეთში 250-მდე ლუდსახარშია. სტატისტიკის მიხედვით, ჩეხეთის ყოველი მოსახლე წელიწადში 130 ლიტრ ლუდს სვამს. ჩეხეთში ლუდის 550-მდე მარკაა.
აი, ჩეხური ლუდის პოპულარული სახეობები:
შეგერგოთ!!!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია