უფასო ონლაინ-მეგზური დრეზდენში


შოპინგი დრეზდენში - ხელსაყრელი ფასები

დრეზდენში სასიამოვნოდ გაგაოცებთ არა მხოლოდ მაღაზიების რაოდენობა და მდიდარი არჩევანი, არამედ მათი ხელსაყრელი მდებარეობა ქალაქის ისტორიულ ცენტრში. ასე რომ, შეგიძლიათ ერთმანეთს შეუხამოთ საყიდლებზე სიარული და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. გარდა ამისა, გაგახარებთ ფასებიც, რომლებიც გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა ქალაქებში. დრეზდენში შოპინგის ერთ-ერთი უპირატესობა მნიშვნელოვანი, 70%-მდე ფასდაკლებაა ყოველი სეზონის ბოლოს. წელიწადში ორჯერ კი ტოტალური ამოყიდვა მიმდინარეობს 90%-მდე ფასდაკლებით. ეს, როგორც წესი, იანვარი და ივლისია. შედეგად, საქონლის ხარისხი ბევრად აღემატება მის ფასს. დრეზდენში პოპულარული სუვენირებია ტყავის ნაკეთობები, გუგულიანი საათები, შუშის ჭურჭელი, მეისერის ფაიფური, ხის ფიგურები, უნიკალური თოჯინები, ღვინო და ყველი.


დრეზდენში შოპინგისთვის ყველაზე მთავარი ქუჩა პრაგერშტრასე (Prager Straße), ანუ პრაღის ქუჩაა. ის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან ქალაქის ცენტრამდეა გაჭიმული და მის ორივე მხარეს მაღაზიები ისეა განთავსებული, როგორც ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მთავარი სადგურის გვერდით ახალი სავაჭრო ცენტრები მდებარეობს. ერთ-ერთია კუგელჰაუსი (Kugelhaus):



აქედანვე იწყება პრაგერშტრასე, რომლის გასწვრივაც მრავალი მაღაზია და სავაჭრო ცენტრია. ჩამოვთვლით რამდენიმე მათგანს.


სავაჭრო ცენტრი Centrum Galerie:



ეს ცენტრი 2009 წელს გაიხსნა და დრეზდენის უდიდესი სავაჭრო კომპლექსია. მასში 55 მაღაზია, კაფე და რესტორანია. ცნობილი ბრენდებიდან გამოვყოფთ ისეთებს, როგორიცაა Bag stage, Bershka, Engbers, Fast Forward, Jack&Jones, Juwelier CHRIST, Mango, Marc O´Polo, Only, Only & Sons, Orchestra, Peek&Cloppenburg, Pepe Jeans, Primark, Pull & Bear, Reno, S.Oliver, Sidestep, Superdry, Tayler, Triumph, Vero Moda, Zara, Yves Rocher, Adidas და სხვ., კაფე-რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტებიდან კი - Babos Dönerpoint, Bageterie Boulevard, Starbucks, Bäckerei Schwerdtner, Konsum.


Centrum Galerie-ის მისამართია: Prager Straße 15. მისასვლელად ისარგებლეთ ავტობუსით №75, გაჩერება Prager Straße, ან №62, გაჩერება Reitbahnstrasse, და შემდეგ 5 წუთი ფეხით. აგრეთვე მიდის ელექტრომატარებელი S7, S8, S9, S11, S12, გაჩერება Prager Straße, ან S3, S7, S8, S9, S11, გაჩერება Walpurgiestrasse.


მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა.


სავაჭრო ცენტრი Altmarkt-Galerie:



აქ 200 მაღაზია, რესტორანი და კაფეა განთავსებული, მათ შორის H&M, Mango, Zara, AppelrathCüpper, Nespresso, Calvin Klein, Levi’s, Mustang, Apple, Boss, Marc Cain, Guess, Gant, Högl, Sport Scheck, Swarovski, Pandora, Hallhuber, Calzedonia, Thomas Sabo, Marc O’Polo, Tommy Hilfiger, Snipes, Hugendubel, Hunkemöller, Douglas, Görtz, Stefanel, das macht SINN, Egoist, Comma, Liebeskind, New Yorker, Flying Tiger, Vero Moda და სხვ.


Altmarkt-Galerie-ის მისამართია: Webergasse 1. მისასვლელად ისარგებლეთ ტრამვაით №1, 2, 4, გაჩერება Altmarkt, ავტობუსით №94 - გაჩერება Postplatz, №62 - გაჩერება am Dr.-Külz-Ring, ან ელექტრომატარებლით S-Bahn: S4, S8, S9 - გაჩერება Theaterplatz, S11, S12- გაჩერება Postplatz ან გაჩერება am Dr.-Külz-Ring.


მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა.


ოფიციალური საიტია: altmarkt-galerie-dresden.de.


სავაჭრო ცენტრი Karstadt:



ეს გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქსელია. აქ იყიდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, პარფიუმერია, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თეთრეული, აქსესუარები და მრავალი სხვა.


Karstadt-ის მისამართია: Prager Straße 12. მისასვლელად ისარგებლეთ ტრამვაით №8, 9, 11, 12, გაჩერება Prager Straße.


ოფიციალური საიტია: karstadt.de.


გაუყვებით Prager Straße-ეს, გასცდებით Karstadt-ს და აღმოჩნდებით Altmarkt-ზე, ანუ ძველი ბაზრის მოედანზე. აქედან მოჩანს ფრაუენკირხე, იგივე ღვთისმშობლის ეკლესია. ტაძრის გარშემო მრავალი ელიტური მაღაზიაა. აქვეა ბუტიკების ეპიცენტრი QF Passage:



ბუტიკების შემდეგ გაივლით პანოს, სახელწოდებით "დიდგვაროვანთა პროცესია", გადახვალთ ხიდზე აუგუსტბრუკე და გზას Hauptstraße-თი განაგრძობთ. ეს "ახალი ქალაქის" ცენტრალური ქუჩაა. აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა მაღაზიები. შორიახლო Königstrasse, ანუ "სამეფო ქუჩაა", სადაც ბუტიკები ელიტური და მოდური ტანსაცმლის მოყვარულებს ელოდებიან.


ცენტრიდან ცოტა მოშორებით მდებარეობს დიდი სავაჭრო ცენტრი Elbepark:



ეს დრეზდენის მსხვილი სავაჭრო ცენტრია. მასში 180 მაღაზიაა მრავალფეროვანი პროდუქციით. ცნობილი ბრენდებიდან აღსანიშნავია Mango, Mustang, Vero Moda, C & A, S.Olive და სხვ. ცენტრში არის, აგრეთვე, ფიტნესკლუბი, ბავშვთა გასართობი მოედანი და მრავალი პატარა რესტორანი.


სავაჭრო ცენტრის მისამართია: Peschelstraße 33. მისასვლელად ისარგებლეთ ტრამვაით №9, 13, გაჩერება Elbepark.



წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!!!














© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!