პარიზი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია შოპინგის მოყვარულთათვის. ყოველ ტურისტულ რაიონში შეიძლება იპოვოთ უჩვეულო სუვენირების დახლები, ცნობილი ფირმების ბუტიკები, გასტრონომები, სადაც საუცხოო ფრანგული დელიკატესები იყიდება. ქალაქში ბევრი სპეციალიზირებული ბაზარი და სავაჭრო ცენტრია. ყველაზე პოპულარული სავაჭრო რაიონებიდან უნდა აღინიშნოს კვარტალი დე ალი, რომელშიც ყველა სახის ნაწარმს იხილავთ, ძველებური პატეფონებიდან დაწყებული, მოდური კაბებით დამთავრებული, კვარტალები სენ-მარენის არხის გასწვრივ, ბასტილიისა და მარეს რაიონებში. პარიზის მაღაზიებში სიარული მუზეუმებსა და ხელოვნების გალერეებში სტუმრობას ჰგავს. მაღაზიები ცნობილია დახვეწილი გაფორმებით, უნიკალური ინტერიერებით და, ცხადია, საქონლის სიუხვითა და უმაღლესი სერვისით.
შემოგთავაზებთ ათ საუკეთესო ადგილს შოპინგისთვის.
ელისეს მინდვრები (Champs Elysées) - ცნობილია, როგორც არა მხოლოდ პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, არამედ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი შოპინგისთვის. ეს სამართლიანია პარიზისთვისაც და ევროპისთვისაც.
ელისეს მინდვრები იწყება თანხმობის მოედნიდან და მთავრდება ტრიუმფალურ თაღამდე. აქ თქვენ ნახავთ ისეთ მდიდრულ ბუტიკებს, როგორიცაა Cartier, Christian Dior, Gucci, Fendi, Hugo Boss, Louis Vuitton და სხვ. თუნდაც არაფრის ყიდვას არ გეგმავდეთ, მაინც ღირს მათში შეხედვა, რათა მოდის უკანასკნელ სიახლეებს გაეცნოთ.
ფასები: 200-2000 ევრო.
მეტროს სადგური: Champs Elysées - Clemenceau (M1, M13) ან Concorde (M1, M8, M12).
რივოლის ქუჩა (Rue de Rivoli) - იწყება თახმობის მოედნიდან და გრძელდება აღმოსავლეთისკენ სენ-პოლ-სენ-ლუის ეკლესიამდე.
რივოლის ქუჩის მონაკვეთზე თანხმობის მოედანსა და ლუვრს შორის მრავალი მაღაზიაა, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ საუცხოო პარიზული სუვენირები, შემდეგ კი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების მოდური ბუტიკები მოდის, როგორიცაა Zara, H&M, Yves Rocher, Gap და მრავალი სხვა.
ფასები: 10-200 ევრო.
მეტროს სადგური: Louvre-Rivoli (M1).
სენ-ონორეს ქუჩა (Rue Saint Honoré) - ეს პარიზული ბრწყინვალების განსახიერებაა. სწორედ აქ არის განლაგებული ცნობილი კუტურიეების საუკეთესო მოდური მაღაზიები.
ამ ქუჩაზე ისეთი ცნობილი დასახელების მაღაზიები შეგხვდებათ, როგორიცაა Gucci, Roberto Cavalli, Escada, John Galliano. აუცილებლად ეწვიეთ ცნობილ მაღაზიას Colette, სადაც წარმოდგენილია მოდური ტანსაცმლისა და ხელოვნების საგნების უნიკალური კოლექციები. პატარა შესახვევბშიც შეხვდებით არაერთ საინტერესოს, მაგალითად, Chanel-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაღაზიას.
ფასები: 200-2000 ევრო.
მეტროს სადგური: Saint-Philippe du Roule (M9) ან Madeleine (M8, M12, M14).
გალერეა ლაფაიეტი (Galeries Lafayette) - გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ლაფაიეტი ფრანგული ცხოვრების სტილის სიმბოლოა. უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელიც სამი შენობისგან შედგება, მთელი მსოფლიოს ცნობილი მოდური ბრენდებია წარმოდგენილი.
გალერეაში ასორტიმენტი მუდმივად ახლდება, რათა მყიდველს შესაძლებლობა ჰქონდეს შეიძინოს ფრანგი და საერთაშორისო დიზაინერების საუკეთესო ნამუშევრები: მოდური ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები მთელი ოჯახისთვის. ინტენსიური შოპინგის შემდეგ შეგიძლიათ გალერეის მრავალრიცხოვანი რესტორნებიდან ერთ-ერთში მოდუნდეთ, სადაც შესანიშნავ ფრანგულ სამზარეულოს შემოგთავაზებენ.
ფასები: 100-2000 ევრო.
მეტროს სადგური: Chaussée d'Antin (M7, M9), Opéra (M3, M7, M8) ან Trinité (M12).
პრენტამი (Printemps) - აქ თქვენ მეზობლად მდებარე გალერეა ლაფაიეტში წარმოდგენილი მარკების უმრავლესობას იხილავთ, ოღონდ ნაკლები ხალხი ირევა.
პრენტამი მოგცემთ შესაძლებლობას - გადაეშვათ პარიზული შოპინგის სიღრმეში და გაეცნოთ ტანსამლისა და საიუველირო ნაკეთობების ბოლო კოლექციებსა და სახლისთვის საჭირო ნივთებს. Chanel-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაღაზიას.
ფასები: 100-2000 ევრო.
მეტროს სადგური: Chaussée d'Antin (M7, M9), Opéra (M3, M7, M8) ან Trinité (M12).
ფორუმი დე ალი (Le Forum des Halles) - ეს არის უშველებელი მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრი მრავალი მაღაზიით, ორი კინოთეატრითა და გასართობი კომპლექსით.
ფორუმი დე ალი იდეალური ადგილია დემოკრატიული შოპინგისთვის: აქ არაერთ საინტერესო ნივთს იპოვით როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის მოდური ტანსაცმლის მსოფლიო მწრმოებლებისგან, როგორიცაა Mango, Zara, Kookaï, H&M, Bershka, Sephora, Yves Rocher, აგრეთვე სახლისთვის საჭირო ნივთების, ელექტრონიკისა და საჩუქრების ფართო ასორტიმენტი.
ფასები: 10-200 ევრო.
მეტროს სადგური: Châtelet–Les Halles (A, B, D).
Les Quatre Temps ("ოთხი ტემპი") - ეს გახლავთ უშველებელი სავაჭრო ცენტრი პარიზის საქმიან რაიონში La Défens.
მის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი მაღაზიაა, ასე რომ, Les Quatre Temps ევროპის უდიდესი სავაჭრო ცენტრია.წარმოდგენილ ბრენდებს შორის არის მას-მარკეტიც და ლუქსის მარკებიც. აქ მაისურებსაც ნახავთ და ძვირფას ჩანთებსაც. მისი უპირატესობა ისაა, რომ ყოველდღე მუშაობს.
ფასები: 10-2000 ევრო.
მეტროს სადგური: Grande Arche de la Defense (M1).
სოფელი ბერსი (Bercy Village) - პარიზის მე-12 რაიონში მდებარეობს და ქალაქის ყველაზე ლამაზ სავაჭრო ცენტრად მიიჩნევა. აქ ფრანგული პროვინციისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი ატმოსფეროა.
მაღაზიები ყოფილ ღვინის საწყობებშია - ოდესღაც ბერსიში ხომ ღვინის ყველაზე დიდი ბაზარი მდებარეობდა. თუ რამე ორიგინალურს ეძებთ ან ნამდვილი ფრანგული ნივთების შეძენა გსურთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბერსიში. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ პატარა ბუტიკებს და იყიდოთ ტანსაცმელი, სახლისთვის საჭირო ნივთები და საფრანგეთში წარმოებული კოსმეტიკა.
ფასები: 10-200 ევრო.
მეტროს სადგური: Cour Saint-Emilion (M14).
ათასი წვრილმანის ბაზარი სენ უანი (Saint-Ouen) - თუ თქვენთვის კარგი შოპინგი არა მხოლოდ სავაჭრო ცენტრები და საფირმო ბუტიკებია, არამედ უჩვეულო ადგილებიც, სადაც იშვიათი და ორიგინალური ნივთების შეძენა შეიძლება, აუცილებლად უნდა ეწვიოთ მსოფლიოში ყველაზე დიდ ათასი წვრილმანის ბაზარს.
სენ უანი თხუთმეტი ბაზრისგან შედგება. იქ არაერთ საინტერესოს წააწყდებით: ანტიკვარულ ნივთებს, ორიგინალურ ტანსაცმელს, ძველებურ ავეჯს, უნიკალურ დიზაინურ აქსესუარებს სახლისთვის და მრავალ სხვას. მთავარია, მოთმინებით შემოიაროთ დაუსრულებელი სავაჭრო რიგები და გამყიდველს წარმატებით შეევაჭროთ.
ფასები: 1-1000 ევრო.
მეტროს სადგური: Porte de Clignancourt (M4).
სოფელი-ბუტიკი ლა ვალე (La Vallée Village) - პარიზის უდიდესი აუთლეტია, სადაც ყველას შეუძლია ძვირადღირებული მწარმოებლების შექმნილი ნივთების შეძენა.
აქ წარმოუდგენელი ფასდაკლებით გამოაქვთ წინა წლების კოლექციების ნაშთი. ბრენდების გრძელი სია გამოცდილ მყიდველებსაც კი გააოცებს: Armani, Celine, Calvin Klein, Furla, MaxMara, Valentinо და მრავალი სხვა მინიმუმ 30%-იანი ფასდაკლებით, ამოყიდვისა და სპეციალური აქციების დროს კი საოცრად დაბალ ფასად.
ფასები: 50-2000 ევრო.
RER A-ს სადგური: Val d'Europe/Serris Montévrain.
წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!!!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია