უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 წმინდა გელერტის ქანდაკება

წმინდა გელერტის ქანდაკება გელერტის მთაზე მდებარეობს. ის 1904 წელს დადგეს ბუდაპეშტში, თუმცა გელერტი (ერისკაცობაში - ჯორჯო საგრედო) X საუკუნის მიწურულს ვენეციაში, ადგილობრივი დიდებულის ოჯახში დაიბადა. მან საკუთარი ცხოვრება ადრეული ასაკიდანვე ღმერთს მიუძღვნა. მისი ოცნება წმინდა მიწაზე მოხვედრა იყო. გაინტერესებთ, როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი უნგრეთში და რატომ დაუდგეს მას იქ ძეგლი? ამას ახლავე შეიტყობთ.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





1012 წელს გელერტი მშობლიურ ქალაქში კათოლიკური მამათა მონასტრის წინამძღვარი გახდა. მალე გემზე, რომელიც მომავალ ისრაელში მიცურავდა, გელერტმა უნგრელი აბატი გაიცნო. აბატმა იგი დაარწმუნა, რომ იერუსალიმში გამგზავრებამდე უნგრეთს, კერძოდ, მეფე იშტვან I-ს სწვეოდა. გელერტი დაეთანხმა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ იგი სამუდამოდ უნგრეთში დარჩა.


გელერტი მეფის შვილის მოძღვარი გახდა, მოგვიანებით კი უდიდესი როლი შეასრულა მთელ უნგრეთში ქრისტიანობის გავრცელების საქმეში, ასევე სამხრეთ სამფლობელოებში, სადაც წარმართები სჭარბობდნენ. მაგრამ აი, გარდაიცვალა მეფე იშტვან I და წარმართები შეტევაზე გადმოვიდნენ. ისინი სასტიკად აწამებდნენ და კლავდნენ ქრისტიანობის მიმდევრებს. გელერტიც მათ შორის აღმოჩნდა. იგი ლურსმნებჩაჭედებულ კასრში მოათავსეს და მთიდან დაუშვეს. ალბათ, არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, რომ ამჟამად მას გელერტის მთა ეწოდება.




გელერტი, ისევე, როგორც მეფე იშტვანი და მისი ვაჟიშვილი, 1083 წელს წმინდანად შერაცხეს. იქიდან მოყოლებული, თითქმის ათასი წლის განმავლობაში, ის უნგრეთის ერთ-ერთ მფარველად ითვლება.



გელერტის მთის ძირში ჩერდება ავტობუსი №8, 110, 112 და 239 და ტრამვაი №18.


გელერტის ქანდაკების მონახულება ნებისმიერ დღეს უფასოდ შეგიძლიათ.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!