უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 ექსკურსია ავტობუსით ხმელეთზე და მდინარეში

თუ ბუდაპეშტს ეწვიეთ, მით უმეტეს, ბავშვებთან ერთად, გირჩევთ, უარი არ თქვათ მდინარის ავტობუსით ექსკურსიაზე. ავტობუსი-ამფიბია RiverRide იმით გამოირჩევა, რომ არა მხოლოდ უნგრეთის დედაქალაქში გაგასეირნებთ, არამედ მდინარე დუნაიშიც შეცურავს და იქიდან დაგატკბობთ ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობებით. თუ დროში შეზღუდული ხართ და გადადებული გაქვთ განსაზღვრული თანხა მოგზაურობისას სიამოვნებისა და დადებითი ემოციების მისაღებად, ავტობუსი-ამფიბია თქვენთვის სწორედ რომ ზედგამოჭრილია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ბუდაპეშტში ავტობუსი-ამფიბია 2009 წლიდან ფუნქციონირებს და უდავოდ მატებს ლაზათს უნგრეთის დედაქალაქს. მგზავრობა იწყება მეცნიერებათა აკადემიის შენობასთან - იშტვან სეჩენის მოედანი, 7/8. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები ექსკურსიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.



ავტობუსში, როგორც ნამდვილ გემზე, ტრაპით მოგიწევთ ასვლა. ავტობუსი ჩაუვლის სინაგოგას, გავა ანდრაშის პროსპექტზე და გმირთა მოედნისკენ გაემართება. გასცდებით ოქტოგონს, ოპერას. ექსკურსიამძღოლი (ინგლისურ და გერმანულ ენებზე) გიამბობთ ამ პროსპექტის, ზოოპარკის, უჩვეულო ავტობუსის შესახებ. შემდეგ დგაფუნით პირდაპირ დუნაიში ჩაეშვებით.



გაივლით პარლამენტის შენობას, ციტადელს, კუნძულ მარგიტს, ბუდას ციხესიმაგრეს. წყლიდან ყველაფერი უფრო მასშტაბურად მოჩანს, ვიდრე ხმელეთიდან.



თითოეული მგზავრის სავარძლის ქვეშ, ყოველი შემთხვევისთვის, მაშველი ჟილეტი დევს. ავტობუსი თითქმის არ ირყევა, ამიტომ ზღვის ავადმყოფობის გამოვლენის რისკი ბავშვებში მინიმალურია. ექსკურსიის დროს ტარდება კონკურსი და თამაშდება პრიზები.


ბილეთების ღირებულებაა:


სრული ტური - 11:00-ზე და 15:00-ზე (ხანგრძლივობა 1სთ 35წთ):


- მოზრდილებისთვის - 13000 ფორინტი (34 ევრო);

- 6 წელზე უფროსი ბავშვებისთვის და სტუდენტებისთვის - 11000 ფორინტი (29 ევრო);

- 6 წლამდე ბავშვებისთვის - 3000 ფორინტი (8 ევრო).


მოკლე ტური - 13:00-ზე (ხანგრძლივობა 50წთ):


- მოზრდილებისთვის - 11000 ფორინტი (29 ევრო);

- 6 წელზე უფროსი ბავშვებისთვის და სტუდენტებისთვის - 9000 ფორინტი (24 ევრო);

- 6 წლამდე ბავშვებისთვის - 3000 ფორინტი (8 ევრო).


იშტვან სეჩენის მოედნამდე მისასვლელად ისარგებლეთ 1, 105, 916 ან 990 ნომერი ავტობუსით.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური საიტი: https://riverride.com.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!