ბუდაპეშტში ზოოპარკი ჯერ კიდევ 1886 წელს გაიხსნა. მაშინ იქ ეგზოტიკური ცხოველებიდან მხოლოდ მაიმუნები, აქლემები და კენგურუები იყვნენ. მას შემდეგ ზოოპარკს მრავალი პრობლემის დაძლევა მოუხდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი დაბომბვების შედეგად თითქმის მთლიანად დაინგრა და მისი 2 ათასი მობინადრიდან მხოლოდ 15 გადარჩა. მოგვიანებით მას მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ახლა მოზრდილებსა თუ ბავშვებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
ვინ ბინადრობს ბუდაპეშტის ზოოპარკში? აქ იხილავთ ზარმაცასებრნს, იგუანებს (შეგიძლიათ მოეფეროთ კიდეც), ტაპირებს, ფლამინგოებს, აქლემებს, გორილებსა და სხვა მაიმუნებს, ჟირაფებს, ჭიანჭველჭამიებს, კუებს, მარტორქებს, ბეჰემოთს და სხვა მრავალ ცხოველსა და ფრინველს, დაახლოებით 3 ათასამდე არსებას.
აქ არის აკვარიუმი, ოკეანერიუმი, პეპლების სახლი. ზოოპარკი ზონებადაა დაყოფილი: სავანა, ავსტრალია, მადაგასკარი, ინდოეთი და კიდევ ბევრი სხვა. ქვემოთ რამდენიმე სურათს შემოგთავაზებთ.
მუშაობის საათები: ყოველდღე დილის 9 საათიდან. ზაფხულში იკეტება 19:00-ზე, ზამთარში - 16:00-ზე.
ბილეთის ღირებულება: მოზრდილებისთვის - 3300 ფორინტი; სტუდენტებისა(18+) და პენსიონერებისთვის(65+)- 2500 ფორინტი; 2-18 წლის ბავშვებისთვის - 2200 ფორინტი, 2 წლამდე ბავშვებისთვის - 200 ფორინტი, ოჯახისთვის (2 მოზრდილი + 1 ბავშვი 18 წლამდე) - 8000 ფორინტი, ოჯახისთვის (2 მოზრდილი + 2 ბავშვი 18 წლამდე) - 9500 ფორინტი, ოჯახისთვის (2 მოზრდილი + 3 ბავშვი 18 წლამდე) - 11000 ფორინტი.
ზოოპარკის მისამართია: Allatkerti krt., 6-12.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროთი: ყვითელი M1 ხაზი, გაჩერება Széchenyi Fürdő;
- ავტობუსით: №20E, 30, 30A, 105, 230, გაჩერება Hősök Tere;
- ტროლეიბუსით: №72, გაჩერება Állatkert, №75, 79, გაჩერება Gundel Károly út.
დეტალები და უახლესი ინფორმაცია იხილეთ ბუდაპეშტის ზოოპარკის ოფიციალურ საიტზე: http://www.zoobudapest.com.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია