უფასო ონლაინ-მეგზური პრაღაში


 რომელი ფული წავიღოთ ჩეხეთში

ჩეხეთის ვალუტას ჩეხური კრონა ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, ქვეყნის ოფიციალური ფულის ერთეული ჩეხური კრონაა. მაღაზიაში ან სხვაგან თქვენგან ევროსაც მიიღებენ, მაგრამ თქვენთვის ძალზე არახელსაყრელი კურსით. თუ გაინტერესებთ, რა ვალუტა უნდა წაიღოთ ჩეხეთში, როგორია ჩეხური კრონას გაცვლითი კურსი ევროსა და დოლარის მიმართ, სად ჯობია ფულის გადახურდავება, ეს გვერდი ბოლომდე ჩაიკითხეთ. მას, ვინც პირველად მიემგზავრება პრაღაში, შესაძლოა ჰგონია, რომ ჩეხეთის ფულის ერთეული ევროა, რადგან ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი და შენგენის ხელშეკრულების მონაწილეა. არა, ასე არ არის. ჩეხებს საკუთარი ეროვნული ვალუტა აქვთ - კრონა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ჩეხური კრონა (კრონა "გვირგვინს" ნიშნავს) ჩეხეთის რესპუბლიკის ვალუტაა 1993 წლიდან, ჩეხოსლოვაკიის ორად გაყოფის შემდეგ, და ფორმალურად 100 ჰელერისგან შედგება, თუმცა ჰელერის მონეტები აღარ გამოიყენება. ამჟამად მიმოქცევაში 1, 2, 5, 10, 20 და 50 კრონის ღირებულების მონეტები. ყველა მონეტის ავერსზე გამოსახულია ლომი და წარწერა "ჩეხეთის რესპუბლიკა" (Česká republika).



1-კრონიან მონეტაზე გამოსახულია წმინდა ვაცლავის გვირგვინი, აგრეთვე წარწერა "ჩეხური კრონა" (koruna česká); 2-კრონიანზე - დიდი ციფრი "2", ასოები და დიდი მორავიის აღმნიშვნელი მორთულობა, 5-კრონიანზე - დიდი ციფრი "5", კარლოვის ხიდი, ჩეხური კრონას აღმნიშვნელი ასოები და ცაცხვის ფოთოლი; 10-კრონიანზე: 1-ლი ვარიანტი - რიცხვი "10", ჩეხური კრონას აღმნიშვნელი ასოები ბრნოს პეტროვის სახელობის საკათედრო ტაძრის ფონზე და წარწერა BRNO; მე-2 ვარიანტი - საათის მოწყობილობის ფრაგმენტი, რიცხვი "10", ჩეხური კრონას აღმნიშვნელი ასოები , მათ გარშემო კი წარწერა "2000 წელი" ლათინურად, ჩეხურად და ბრაილის ანბანით; 20-კრონიანზე: 1-ლი ვარიანტი - რიცხვი "20", ჩეხური კრონას აღმნიშვნელი ასოები , ცხენზე ამხედრებული წმინდა ვაცლავის ქანდაკება პრაღის ვაცლავის მოედანზე და იმავე ქანდაკებიდან აღებული წარწერა; მე-2 ვარიანტი - რიცხვი "20", ჩეხური კრონას აღმნიშვნელი ასოები ასტროლაბიის ფრაგმენტის ფონზე და წარწერა "2000 წელი"; 50-კრონიანზე - პრაღისთვის დამახასიათებელი სახლები და ლათინურ ენაზე გაკეთებული წარწერა: "პრაღა ქალაქების დედაა".


ჩეხური ბანკნოტები


ჩეხეთში ექვსი ბანკნოტია - 100, 200, 500, 1000, 2000, 5000 კრონის შესაბამისი კუპიურები.



100-კრონიანი კუპიურის წინა მხარეს კარლ (კარელ) IV ლუქსემბურგელი - გერმანიისა და ჩეხეთის მეფე, წმინდა რომის იმპერიის იმპერატორი XIV საუკუნეში.



200 კრონა: წინა მხარეზე - იან ამოს კამენსკი: ჩეხი პედაგოგი, ჰუმანისტი, მწერალი, რელიგიური და საზოგადოებრივი მოღვაწე.



500 კრონა: წინა მხარეზე გამოსახულია ბოჟენა ნემცოვა - ჩეხი მწერალი, თანამედროვე ჩეხური პროზის ფუძემდებელი.



1000 კრონა: წინა მხარეზე გამოსახულია ფრანტიშეკ პალაცკი - ჩეხი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე, ჩეხეთის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა.



2000 კრონა: წინა მხარეზე გამოსახულია ემა დესტინოვა - სახელგანთქმული ჩეხი ოპერის მომღერალი.



5000 კრონა: წინა მხარეზე გამოსახულია ტომაშ მასარიკი - ჩეხი სოციოლოგი და ფსიქოლოგი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოღვაწე, ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.


ყურადღება!!! ყურადღება!!! გაითვალისწინეთ, რომ მიმოქცევიდან ამოღებულია 20 და 50 კრონის შესაბამისი ბანკნოტები. ფულის გადახურდავების დროს დააკვირდით, რომ ვინმემ ისინი არ შემოგაჩეჩოთ.


ბანკში ან სავალუტო პუნქტში ფულის გადახურდავებისას გირჩევთ, წინასწარ დათვალოთ, რამდენი კრონა გერგებათ იქ მითითებული კურსით, შემდეგ კი მოითხოვოთ, რომ თანხა კალკურატორზე გიჩვენონ. შესაძლოა, სრულიად მისაღები გაცვლა გამოგივიდეთ.


გაითვალისწინეთ, რომ პრაღის ისტორიულ ცენტრში შეუძლებელია ფულის ხელსაყრელად გადაცვლა. ამის გაკეთება მხოლოდ "ძველი ქალაქის" ფარგლებს მიღმა შეიძლება. აეროპორტში მხოლოდ იმდენი ევრო ან დოლარი გადაახურდავეთ, რამდენიც დედაქალაქის ცენტრამდე მისასვლელად გჭირდებათ. უმჯობესია, კრონა თბილისშივე შეიძინოთ "საქართველოს ბანკში", თავისუფლების მოედანზე. შედით ბანკის საიტზე, მოძებნეთ კრონას კურსი ლარის მიმართ და წინასწარ დათვალეთ, რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ.









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!