ბუდაპეშტში ბევრი საბანაოა, მაგრამ უკანასკნელ ხანს რუდაშის სამკურნალო საბანაო და აუზები ტურისტებს შორის მომეტებულ ინტერესს იწვევს. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც ის სეჩენისა და გელერტის ცნობილ საბანაოებზე უფრო პოპულარულია. ამის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ რუდაშის საბანაო (Rudas furdo) არქიტექტურითა და ანტურაჟით გამოირჩევა. მხოლოდ ამ საბანაოდან შეგიძლიათ დატკბეთ საუცხოო ხედით დუნაიზე, მრავალწახნაგოვანი შუშის გუმბათქვეშ კი აბაზანები ღამითაც მიიღოთ.
რუდაშის სამკურნალო საბანაო და აუზი უნგრეთში ოსმალების ბატონობასთან ასოცირდება. სწორედ მათ ააშენეს მთის ძირში აღმოსავლური კანონების შესაბამისი საბანაო. შენობის შიგა არქიტექტურასა და ინტერიერში ახლაც შეიგრძნობთ თურქულ სულს.
აღსანიშნავია, რომ 2005 წლამდე საბანაოში ქალებს არ უშვებდნენ. ამჟამად მამაკაცებს ნებისმიერ დღეს შეუძლიათ იქ შესვლა, გარდა სამშაბათისა, რომელიც ქალთა დღეა. საბანაოში მამაკაცებისა და ქალების ერთად მისვლა უქმეებზეა ნებადართული. ეს წესები მხოლოდ საბანაოს შეეხება. საცურაო აუზი და უელნესი კი ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის ყოველდღე ღიაა.
რუდაშის საბანაოს გუმბათოვანი სახურავი აქვს, რომელშიც ხვრელებია გაკეთებული. მის ქვეშ, შუაში, ერთი დიდი აუზია, კუთხეებში კი 4 პატარა აუზი. მათში სხვადასხვა ტემპერატურაა 28 გრადუსიდან 42 გრადუსამდე.
აქ არის წყლის დასალევი სოკოები, მოსასვენებელი ოთახი, მასაჟის კაბინეტები. მამაკაცთა დღეებში მიღებულია ყველაფრის გახდა და თეთრი წინსაფრის გაკეთება სასირცხო ადგილის დასაფარავად. დგას კაბინები, რომლებიც ბრასლეტებით იკეტება.
რუდაშში ჩვეულებრივი საცურაო აუზიცაა. შეგიძლიათ მხოლოდ მისი ბილეთი აიღოთ (ყველაზე იაფი). გაითვალისწინეთ, რომ აქედან სხვაგან ვერ მოხვდებით - ყველგან ტურნიკეტებია დაყენებული, რომლებიც მხოლოდ ბრასლეტის შეხებისას გაგატარებენ. აუცილებელია საცურაო ქუდის ტარება. თუ არ გაქვთ, ერთჯერადის (რეზინის ან პოლიეთილენის) ყიდვა მოგიწევთ.
აქ ფუნქციონირებს ორთქლისა და ფინური აბანო. უელნესი მოიცავს სხვადასხვა ზომის, სიღრმისა და ტემპერატურის 6 თერმულ აუზს. ყველაზე ცივში საუნადან გამოსვლის შემდეგ ჩახვალთ, ცივში - საცურაოდ, თბილში - მოსასვენებლად.
რუდაშის საბანაოს ერთ-ერთი მთავარი ღირსება - სახურავზე მოთავსებული აუზი, საიდანაც დუნაი და ქალაქის ხედები მოჩანს - სწორედ უელნესში მდებარეობს. ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ, რადგან თუ მხოლოდ საბანაოს ბილეთს აიღებთ, სახურავზე არ აგიშვებენ და გული დაგწყდებათ.
საცურაო აუზისა და უელნესის სტუმრები საკუთარ ნივთებს კარადებში ტოვებენ, რომლებიც ბრასლეტებით იკეტება. აქ არის აგრეთვე ტანსაცმლის გამოსაცვლელი კაბინები, სასწორები, თმის საშრობები, ტანსაცმლის გასაწური ცენტრიფუგა.
რუდაშის საბანაოს სამკურნალო წყლები:
- აუმჯობესებს სასუნთქი გზების მუშაობას;
- არეგულირებს წნევას;
- ხელს უწყობს კუჭის მიკროფლორის აღდგენას;
- აჯანსაღებს სახსრებს;
- შველის რევმატიზმს.
აქაური წყალი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის. ის ასწორებს, აგლუვებს კანს და ხელს უწყობს მის გაელასტიურებას. აბაზანები მდიდარია კალციუმის ჰიდროკარბონატით, ნატრიუმით, მაგნიუმითა და სულფატით. თუმცა ზოგიერთი დაავადების დროს შესაძლოა უკუჩვენებაც ჰქონდეს.
რუდაშის საბანაო გთავაზობთ სამკურნალო აბაზანებს, სურნელოვან, წყალქვეშა, სამკურნალო და გამომაცოცხლებელ მასაჟს. ყველაფრის ფასს სალაროებთან გაეცნობით.
ბილეთის შეძენისას გეძლევათ ბრასლეტი, რომელიც თქვენი ვიზიტის დროს არეგულირებს. მისი დახმარებით ტურნიკეტებსაც გადალახავთ და კაბინას ან ყუთსაც დაკეტავთ. წამოსვლის წინ ბრასლეტს ტურნიკეტში ჩააგდებთ.
საცურაო ქუდთან ერთად დაგჭირდებათ საცურაო კოსტიუმი, ფლოსტები და პირსახოცი. სურათების გადაღება ნებადართულია, ოღონდ არა ყველგან. ამას შესაბამისი აბრების მეშვეობით შეიტყობთ.
საბანაოს ტერიტორიაზე მუშაობს ბუფეტი და რესტორანი. ბუფეტში შესვლა ყველა მსურველს შეუძლია, რესტორანში კი - მხოლოდ მათ, ვისაც უელნესში შესვლის საფასური აქვთ გადახდილი.
ბილეთის ღირებულება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. დეტალური და უახლესი ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ, ეწვიოთ ოფიციალურ საიტს: https://www.rudasfurdo.hu/ და ინფორმაციას დეტალურად გაეცნოთ.
მუშაობს ყოველდღე:
- საცურაო აუზი - 06:00-20:00;
- უელნესი და საუნა - 08:00-20:00;
- თერმული აუზები - 06:00-202:00;
- ღამის ბანაობა - პარასკევსა და შაბათს 22:00-04:00.
მისამართი: Döbrentei tér 9.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- ტრამვაით: №19, 41, 56, 56А, გაჩერება Rudas Gyógyfürdő;
- ავტობუსით: №7, 8Е, 108Е, 110, 112; 907, 973, გაჩერება Rudas Gyógyfürdő.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია