უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


 კატალონიური მუსიკის სასახლე ბარსელონაში

კატალონიური მუსიკის სასახლე (Palau de la Música Catalana) პოპულარული საკონცერტო დარბაზი და კატალონიის დედაქალაქის - ბარსელონის ერთ-ერთი სიმბოლოა. ის სახელგანთქმული გოტიკური კვარტალის გვერდით მდებარეობს. მასში სისტემატურად იმართება მუსიკალური სპექტაკლები, ოპერები, სიმფონიური და კამერული კონცერტები. სასახლის სცენაზე ჟღერს კატალონიური სიმღერები, გამოდიან ესპანური პოპ-მუსიკის ვარსკვლავები, უკრავენ ჯაზურ კომპოზიციებს. აქ გამოსულან მსოფლიოში სახელგანთქმული შემსრულებლები: მონსერატ კაბალიე, სვიატოსლავ რიხტერი, მსტისლავ როსტროპოვიჩი. კატალონიური მუსიკის სასახლეს ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





შენობა 1905-1908 წლებში აიგო ცნობილი კატალონიელი არქიტექტორის ლუის დომენიკ-ი-მონტანერის პროექტის მიხედვით. ის ჩაფიქრებული იყო როგორც საკონცერტო დარბაზი და, იმავდროულად, კატალონიური მუსიკის საგუნდო საზოგადოების - კატალონიის ორფეონის - შტაბბინა. მოგვიანებით კომპლექსი გაფართოვდა. საინტერესოა, რომ მშენებლობა მთლიანად შემოწირულობების ხარჯზე განხორციელდა.


განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფასადი, რომელშიც გვერდიგვერდაა ესპანური და მავრიტანიული არქიტექტურის დეტალები: წითელი აგური ორგანულად უთავსდება ვიტრაჟებს, მოზაიკებსა და შორნაკეცებს. ფასადის ცენტრალური ნაწილია მიგელ ბლაის სკულპტურული კომპოზიცია "კატალონიური ხალხური სიმღერა". დიდი ხნის განმავლობაში მის ქვეშ იყო მთავარი შესასვლელი. მნახველები, აგრეთვე, იხილავენ ცნობილი კომპოზიტორების - ბახის, ბეთჰივენის, ვაგნერისა და პიერლუიჯი-და-პალესტრინის ბიუსტებს.



ასე გამოიყურება სასახლის ვესტიბიული:



გამორჩეული აღნიშვნის ღირსია უშუალოდ საკონცერტო დარბაზი, რომელიც 2200 მაყურებელზეა გათვლილი.



მისი უნიკლურობა იმაში გამოიხატება, რომ აქვს გადმოტრიალებული გუმბათი და ნაირფერი ვიტრაჟებისგან შექმნილი მუზების გამოსახულებები და საუცხოო ორნამენტი. გუმბათის ცენტრში ჭარბობს ყვითელი ფერი, რაც მზეს განასახიერებს, კიდეებისკენ კი - ცისფერი, რაც ცას გვაგონებს.



გარდა ამისა, დარბაზს ამშვენებს სკულპტურული კომპოზიციები, რომლებიც ვაგნერის ვალკირიებსა და პეგასებს გამოხატავენ.



1997 წლიდან კატალონიური მუსიკის სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.


კონცერტზე დასასწრები ბილეთების ღირებულება, ადგილების მიხედვით, 16-150 ევროა.


დამთვალიერებლებისთვის კატალონიური მუსიკის სასახლე მუშაობს 10:00-დან 15:30-მდე (50 წუთის განმავლობაში).


- სამშაბათი-ხუთშაბათი - 09:00-18:30;

- პარასკევი-ორშაბათი - 09:00-20:00.


დამთვალიერებლებისთვის ბილეთების ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის აუდიოგიდით (თქვენი ყურსასმენით) - 12 ევრო;

- მოზრდილებისთვის გიდით - 18 ევრო;

- 10 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.


ეს არის ფასები, თუ ბილეთს საიტზე შეიძენთ. სალაროში 2 ევროთი მეტის გადახდა მოგიწევთ.


კატალონიური მუსიკის სასახლის მისამართია: Carrer Palau de la Música, 4-6.


სასახლესთან მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს წითელი L1 ან ყვითელი L4 ხაზით, გაჩერება Urquinaonа;

- ავტობუსით №47, V15, V17, გაჩერება Vía Laietana-Carrer Comtal.


ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კატალონიური მუსიკის სასახლის ოფიციალურ საიტს: https://www.palaumusica.cat.


ბარსელონაში ბილეთებისა და ტრანსპორტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სტატიაში ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.




















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!