უფასო ონლაინ-მეგზური დრეზდენში


დრეზდენის აეროპორტი

დრეზდენის აეროპორტი, რომელიც უწინ ცნობილი იყო, როგორც აეროპორტი დრეზდენი-კლოჩე, საერთაშორისო აეროპორტია. ის მდებარეობს კლოჩეში, დრეზდენის ოლქში, ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთით, ცხრა კილომეტრის დაშორებით. ის ოცამდე ავიაკომპანიას ემსახურება, რომლებიც რეისებს ევროპაშიც ახორციელებენ და მთელ მსოფლიოშიც. დრეზდენის აეროპორტი 1935 წლიდან ფუნქციონირებს. გერმანიის გაერთიანების შემდეგ ის გააფართოეს, 1995 წელს მეორე ტერმინალი გაიხსნა, 2001 წელს კი ახალი ტერმინალი გაჩნდა, რომელიც ამჟამად ერთადერთია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





დრეზდენის აეროპორტის უდავო უპირატესობა მანქანების მრავალსართულიანი სადგომია. ის 1500 მანქანაზეა გათვლილი და ტერმინალის შენობას დახურული საფეხმავლო დერეფნით უკავშირდება.


აეროპორტის ოფიციალური საიტია: dresden-airport.de.


როგორ მოვხვდეთ დრეზდენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში


როგორც უკვე ავღნიშნეთ, აეროპორტიდან ქალაქამდე 9 კილომეტრია. ამ მანძილის დაძლევა შეიძლება საქალაქო ელექტრომატარებლით, ტრამვაით, ავტობუსით ან ტაქსით.


საგარეუბნო რკინიგზა (S-Bahn) აეროპორტს (Flughafen Dresden) ქალაქის ცენტრთან აერთებს. რკინიგზის სადგური ტერმინალის მიწისქვეშა სართულზე მდებარეობს ეს S-Bahn-ის ერთადერთი მიწისქვეშა სადგურია საქსონიაში). S2 ხაზი მას აკავშირებს როგორც სადგურ ნოიშტადტს (Bahnhof Dresden-Neustadt), რასაც 13 წუთი სჭირდება, ისე ცენტრალურ სადგურს (Dresden Hauptbahnhof) - ეს 21 წუთში ხორციელდება. როდესაც სადგურ ჰაუფტბანჰოფზე ამოხვალთ, Pragerstraße-ზე, ქალაქის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე აღმოჩნდებით. აქედან მთავარი ღირსშესანიშნაობები ორ ნაბიჯშია.


ბილეთის ღირებულებაა 2,50 ევრო და ის ძალაშია ავტობუსსა და ტრამვაიშიც. მატარებელი ყოველ 30 წუთში ერთხელ ჩამოდგება.



ბილეთებთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ დრეზდენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.


დრეზდენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მიდის, აგრეთვე ავტობუსი №77 და №80. გაჩერება აეროპორტის გვერდითაა. ქალაქამდე პირდაპირი რეისი არ არის - მოგიწევთ ავტობუსიდან ტრამვაიზე გადაჯდომა.



ავტობუსი №77 მიგიყვანთ ტერმინალიდან გაჩერებამდე Infineon-Nord. ამას 7 წუთი დასჭირდება. შემდეგ გადაჯექით ტრამვაიზე №7. ის მიდის გაჩერებამდე Albertplatz, Pirnaischer Platz და რკინიგზის სადგურამდე.


ავტობუსი №80 მიდის Omsewitz-ის რაიონში. ის მიგიყვანთ რკინიგზის სადგურ Grenzstrasse-მდე (გადაჯდომა S2-ზე), Käthe-Kollwitz-Platz-მდე (გადაჯდომა ტრამვაიზე №7) და რკინიგზის სადგურ Dresden-Klotzsche-მდე (გადაჯდომა S2-სა და რეგიონალურ მატარებლებზე).


ავტობუსსა და ტრამვაიში ბილეთის ფასი იგივეა, რაც მატარებელში.


დრეზდენის აეროპორტიდან ცენტრამდე ტაქსით მისვლა დაახლოებით 20 ევრო დაგიჯდებათ.


დრეზდენის აეროპორტიდან ავტობუსით შეგიძლიათ ჩახვიდეთ, აგრეთვე, ბერლინში, პრაღასა და ვენაში (პრაღაში გადაჯდომით).













© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!