უფასო ონლაინ-მეგზური ვენაში


 ვენის საერთაშორისო აეროპორტი

ვენა-შვეხატი, იგივე ვენის საერთაშორისო აეროპორტი, ავსტრიის ყველაზე დატვირთული აეროპორტია. ის ვენის გარეუბან შვეხატში მდებარეობს და დედაქალაქის ცენტრიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. 2008 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტად აღიარეს. ვენა-შვეხატს შეუძლია ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავების მიღებაც. იგი 1954 წლიდან მოქმედებს. აქვს ოთხი ტერმინალი - 1, 2, 3, 1A (ცენტრალური დარბაზი ყველა ტერმინალში ჩამომსვლელთათვის მდებარეობს მე-3 ტერმინალის ტერიტორიაზე) - და ორი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





აეროპორტიდან ვენის ცენტრში მოსახვედრად და პირიქითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ მატარებლით, ავტობუსით და ტაქსით. მოგაწვდით ინფორმაციას თითოეული მათგანის შესახებ, არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ.


მატარებელი CAT (City Airport Train):


მიდის აეროპორტიდან მეტროს სადგურამდე Wien Mitte/Landstraße (U3,U4 ხაზი) გაუჩერებლად. ანდომებს 16 წუთს. დადის 30-წუთიანი ინტერვალით აეროპორტიდან 06:09-23:39 შუალედში, Wien Mitte/Landstraße-დან - 05:37-23:07 შუალედში.



მატარებლის მოსაძებნად მიჰყევით CAT-ის მწვანე მაჩვენებელს.


ბილეთები იყიდება ავტომატებში, აეროპორტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, ბარგის ასაღებ დარბაზში.


ბილეთის ღირებულებაა:


მოზრდილებისთვის ერთ მხარეს - 12 ევრო, აქეთ-იქით - 21 ევრო (ძალაშია ყიდვიდან 6 თვის განმავლობაში), 15 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ. გათვალისწინებულია შეღავათი Vienna City Card-ის მფლობელებისთვის (ბარათის შესახებ იხილეთ ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი).


მატარებელი S7 ქალაქის რკინიგზის ხაზზე S-Bahn:


ეს ყველაზე ეკონომიური საშუალებაა აეროპორტიდან ფლორიდსდორფამდე (ვენის 21-ე რაიონი) მისასვლელად. ყურადღება მიაქციეთ ტაბლოსა და მატარებელს, რადგან ის ზოგჯერ მხოლოდ მეტროს სადგურ Wien Mitte/Landstraße (U3,U4 ხაზი)-მდე მიდის. ჩამოფრენისთანავე მოძებნეთ ლოგოტიპი S7. მატარებელი Wien Mitte/Landstraße (U3,U4 ხაზი)-მდე მისვლას ანდომებს 25 წუთს, ვინაიდან შიგადაშიგ ჩერდება. დადის 30-წუთიანი ინტერვალით აეროპორტიდან 05:18-00:18 შუალედში, Wien Mitte/Landstraße-დან - 04:19-23:49 შუალედში.



ბილეთის ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის - 4,20 ევრო, (1,80 ევრო - აეროპორტიდან ვენის საზღვრამდე + 2,40 ევრო ვენის შიგნით), 6-14 წლის ბავშვებისთვის - 2,10 ევრო (შესაბამისად, 0,90 ევრო + 1,20 ევრო). Vienna City Card-ის მფლობელებისთვის (ბარათის შესახებ იხილეთ ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი) - აეროპორტიდან ვენის საზღვრამდე - მხოლოდ 1,80 ევრო.


ჩქარი მატარებელი ÖBB Railjet:


მიდის აეროპორტიდან ვენის ცენტრალურ რკ./სადგურამდე და რკ./სადგურ ვენა-მეიდლინგამდე გაუჩერებლად. ცენტრალურ რკ./სადგურამდე მისვლას ანდომებს 15 წუთს, ვენა-მეიდლინგამდე - 30 წუთს. დადის 30-წუთიანი ინტერვალით აეროპორტიდან 06:33-23:03 შუალედში, ვენა-მეიდლინგიდან აეროპორტისკენ - 05:34-22:00 შუალედში, ცენტრალური რკ./სადგურიდან აეროპორტისკენ - 05:42-22:12 შუალედში.



ბილეთის ღირებულება იგივეა, რაც S7-ის შემთხვევაში.


ავტობუსი Vienna Airport Lines:


ავტობუსი კარგი ვარიანტია აეროპორტიდან ცენტრამდე მისასვლელად, თუ პიკის საათი არ არის. არსებობს სამი მარშრუტი.



მარშრუტი VAl1:

- აეროპორტი - ვენის ცენტრალური რკ./სადგური (მეტროს U1 ხაზი) - ვენის დასავლეთი სადგური (ევროპის მოედანი, მეტროს U3, U6 ხაზი) - 40 წუთში, 30-წუთიანი ინტერვალით 06:00-00:00 შუალედში.

- ვენის დასავლეთი სადგური (ევროპის მოედანი, მეტროს U3, U6 ხაზი) - ვენის ცენტრალური რკ./სადგური (მეტროს U1 ხაზი) - აეროპორტი - 40 წუთში, 04:30-ზე და 30-წუთიანი ინტერვალით 05:30-00:00 შუალედში.


მარშრუტი VAl2:

- აეროპორტი - მორცინპლაცი/შვედენპლაცი (მეტროს U1, U4 ხაზი) - 22 წუთში, 01:15,02:45,04:45-ზე და 30-წუთიანი ინტერვალით 04:45-01:15 შუალედში.

- მორცინპლაცი/შვედენპლაცი (მეტროს U1, U4 ხაზი) - აეროპორტი - 20 წუთში, 00:30, 02:00, 04:00-ზე და 30-წუთიანი ინტერვალით 04:00-23:00 შუალედში.


მარშრუტი VAl3:

- აეროპორტი - დონაუცენტრუმი (მეტროს U1 ხაზი) - 39 წუთში, 30-წუთიანი ინტერვალით 06:00-21:00 შუალედში.

- დონაუცენტრუმი (მეტროს U1 ხაზი) - აეროპორტი - 42 წუთში, 60-წუთიანი ინტერვალით 04:58-19:58 შუალედში.


ბილეთის ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის ერთ მხარეს - 8 ევრო, იქით-აქეთ - 13 ევრო; 6-14 წლის ბავშვებისთვის - შესაბამისად, 4 და 8 ევრო.


ავტობუსი Air-Liner:


- აეროპორტი (ავტობუსის ტემინალი 3, პლატფორმა 9) - VIB Erdberg (გაჩერება A, გადაჯდომა მეტროს U3 ხაზზე) - ცენტრალური რკ./სადგური (გაჩერება P1, გადაჯდომა მეტროს U1 ხაზზე) - ყოველდღე 05:20-დან 22:20-მდე.

- ცენტრალური რკ./სადგური (გაჩერება P1, გადაჯდომა მეტროს U1 ხაზზე) - VIB Erdberg (გაჩერება A, გადაჯდომა მეტროს U3 ხაზზე) - აეროპორტი - ყოველდღე 04:50-დან 21:50-მდე.


ბილეთის ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის ერთ მხარეს - 5 ევრო, იქით-აქეთ - 9 ევრო; 6-12 წლის ბავშვებისთვის - შესაბამისად, 2,50 და 4,50 ევრო.


ტაქსი:


ტაქსით მგზავრობის ღირებულება მრიცხველის ჩვენების მიხედვით უნდა გადაიხადოთ (ჩასხდომა 2,50 ევრო ღირს). აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ეს სიამოვნება 40 ევრომდე დაგიჯდებათ.



ინფორმაცია აღებულია ოფიციალური საიტიდან: https://www.wien.info/en.









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!