უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


ბარსელონის აეროპორტი "ელ-პრატი"

ბარსელონის ჯოზეპ ტარადელიასის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი "ელ პრატი" (Aeropuerto Josep Tarradellas Barcelona - El Prat) მგზავრთა გამტარუნარიანობის მიხედვით უდიდესია კატალონიაში და მეორე - ესპანეთში. აეროპორტის კოდი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაციაში - BCN. ბარსელონის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 35 მილიონ მგზავრს იღებს. მოგაწვდით ინფორმაციას აეროპორტისა და იმის შესახებ, თუ როგორ მოვხვდეთ ელ-პრატიდან ბარსელონაში და პირიქით. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს (ავტობუსი, ელექტრომატარებელი, ტაქსი), არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ბარსელონის საერთაშორისო აეროპორტი "ელ პრატი" მდებარეობს კატალონიაში, მუნიციპალიტეტ ელ პრატ დე ლიობრეგატში. მისი ისტორია იწყება 1928 წლიდან, როდესაც პირველი აეროდრომი გაიხსნა. "ელ პრატი" ბარსელონიდან დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მას 2 ტერმინალი აქვს: 2009 წელს გახსნილი Т1 და Т2, რომელიც ძველი А, В და С ტერმინალების გაერთიანებაა.


Т1 ტერმინალში სარეგისტრაციო პუნქტები განთავსებულია ნულოვან, პირველ და მესამე სართულებზე, Т2 ტერმინალში კი - ნულოვან სართულზე, В და С სექტორებში.


T1 და Т2 ტერმინალები ერთმანეთისგან 4 კილომეტრითაა დაშორებული. გადაადგილება მათ შორის შეგიძლიათ უფასო "შატლით". გაითვალისწინეთ, რომ ამას შესაძლოა 30 წუთამდე დასჭირდეს. ამ დროში შედის როგორც "შატლის" ლოდინი, ისე მგზავრობა.



ბარსელონის აეროპორტსა და ცენტრს შორის მანძილი 18 კილომეტრია. გადაადგილება შეგიძლიათ ელექტრომატარებლით, ავტობუსით, მეტროთი და ტაქსით. განვიხილოთ თითოეული მათგანი.


ელეტრომატარებელი - რკინგზის სადგური Aeroport Cercanías მდებარეობს Т2 ტერმინალის პირდაპირ. ცენტრამდე მისასვლელად უნდა ჩაჯდეთ R2N (North Line)-ის ყვითელ ხაზზე. ისინი დადიან ყოველდღე დილის ექვსი საათიდან შუაღამემდე 20-30 წუთის ინტერვალით.


მატარებელი ცენტრალურ ნაწილში შემდეგ გაჩერებებზე ჩერდება:


- სადგური Barcelona-Sants (20 წუთი). ეს არის უდიდესი რკინიგზის სადგური ბარსელონა-სანტსი, საიდანაც შეგიძლიათ გადაჯდეთ სხვა მიმართულების მატარებლებზე.

- სადგური Barcelona-Passeig de Gràcia (27 წუთი). გამოსასვლელი პასეო-დე-გრასიას პროსპექტზე, სადაც მრავალი სავაჭრო და კვების ობიექტია.

- სადგური Barcelona-El Clot-Aragó (30 წუთი) კლოტის პარკთან, მისგან 4,5 კილომეტრში გადის სანაპირო ზოლი ცნობილი პლაჟებით.


ბილეთის ფასი დამოკიდებულია შერჩეულ ტარიფზე. ერთჯერადი მგზავრობა აეროპორტიდან (მეოთხე ზონა) ცენტრამდე 4,60 ევრო დაგიჯდებათ. მისი შეძენა და გააქტიურება შეგიძლიათ სადგურში. თუ Barcelona Card გაქვთ, ბილეთის ყიდვა არ მოგიწევთ.


ბილეთი მოქმედებს მხოლოდ აღნიშნულ ტრანსპორტში. ის უნდა გამოიყენოთ ვალიდაციიდან ორი საათის განმავლობაში. შეინახეთ მგზავრობის ბოლომდე.


მეტრო - "ელ პრატის" ორივე ტერმინალში არის მეტროპოლიტენის სადგურები, ოღონდ ქალაქის ცენტრამდე მეტროში გადაჯდომის გარეშე ვერ მიხვალთ. ჩაჯდომა შეგიძლიათ როგორც Т1 ტერმინალში (სადგური Aeroport Т1, ნულოვანი დონე), ისე Т2 ტერმინალში (სადგური Aeroport Т2). საჭირო ხაზია L9 Sud. მაგალითად, იმისათვის, რომ ბარსელონის მთავარ ღირსშესანიშნაობამდე - წმინდა საგრადას ოჯახი - მიხვიდეთ, უნდა ჩაჯდეთ L9 Sud ხაზის მატარებელში, მიხვიდეთ სადგურამდე Collblanc. გადაჯდეთ L5 ლურჯ ხაზზე და იმგზავროთ სადგურამდე Sagrada Família.


ბილეთის ღირებულებაა 5,50 ევრო. მისი შეძენა შეგიძლიათ ტერმინალში ჩაჯდომის წინ.


მეტროპოლიტენთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ ბარსელონის მეტროპოლიტენი.


ავტობუსი - "ელ პრატის" აეროპორტიდან ავტობუსით შეიძლება მისვლა როგორც ქალაქის ცენტრამდე, ისე ესპანეთის სხვა ქალაქებამდე, აგრეთვე, ანდორისა და საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქამდე.


აერობუსი - აკავშირებს ორივე ტერმინალს (მარშრუტები A1 და A2) კატალონიის მოედნამდე ქალაქის ცენტრში. ეს ტრანსპორტი დადის ყოველდღე 15-20 წუთის ინტერვალით: A1 - 05:43-23:00, A2 - 05:53-23:10.



შუალედური გაჩერებებია: Plaça d’Espanya, Gran Via—Urgell, Plaça de la Universitat. მგზავრობის ხანგრძლივობა - 30-35 წუთი.


სპეციალური ბილეთის ღირებულებაა: ერთი მიმართულებით (ბარგის ჩათვლით) - 7,25 ევრო, ორი მიმართულებით - 12,50 ევრო. 4 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.


ავტობუსი №46 - მიდის ესპანეთის მოედნამდე.



მუშაობის რეჟიმი:


- სამუშაო დღეებში - 05:30 - 05:45 - 06:05 - 06:21 - 06:37 - 06:54; 07:00-დან 09:00-მდე ყოველ 17 წუთში; 09:00-დან 21:00-მდე ყოველ 13 წუთში; 21:09 - 21:23 - 21:37 - 21:51 - 22:05 - 22:20 - 22:36 - 22:53 - 23:10 - 23:30 - 23:50.

- შაბათობით - 05:30 - 06:05 - 06:25 - 06:45 - 07:05 - 07:20 - 07:35 - 07:50 - 08:05 - 08:20 - 08:36 - 08:52; 09:00-დან 21:00-მდე ყოველ 16 წუთში; 21:11 - 21:28 - 21:45 - 22:05 - 22:25 - 22:45 - 23:05 - 23:25 - 23:50.

- დღესასწაულებზე - 05:30 - 06:05 - 06:25 - 06:45 - 07:04 - 07:29 - 07:35 - 07:49 - 08:09 - 08:29 - 08:49; 09:00-დან 21:00-მდე ყოველ 16 წუთში; 21:01 - 21:17 - 21:34 - 21:51 - 22:08 - 22:28 - 22:48 - 23:08 - 23:29 - 23:50.


მგზავრობის ხანგრძლივობა - 1 საათი.


ამ ავტობუსში მოქმედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ბილეთები.


ღამის ავტობუსი №17 - მიდის Т1 ტერმინალიდან (ჩამოსვლის დარბაზი, ნულოვანი დონე) კატალონიის მოედნამდე.



ღამის ავტობუსი №18 - მიდის Т1 ტერმინალიდან და Т2 ტერმინალიდან კატალონიის მოედნამდე.


ღამის ავტობუსი №16 - მიდის Т2 ტერმინალიდან კატალონიის მოედნამდე. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ცენტრიდან აეროპორტში მიდიხართ, აუცილებლად Т2 ტერმინალში ჩამოდით, თორემ ავტობუსი გზას განაგრძობს და აეროპორტს გასცდებით.


სამივე ავტობუსი 20 წუთის ინტერვალით დადის. №17 - 23:00-05:00, №18 - 00:05-04:45, №16 - 23:30-05:10.


კატალონიის მოედანზე (Plaça Catalunya) ბევრი ავტობუსის გაჩერებაა. როდესაც აეროპორტში მიემგზავრებით, უნდა მიხვიდეთ იმ გაჩერებაზე, რომელიც მდებარეობს კატალონიის მოედნისა და Ronda Universitat ქუჩის შეერთების ადგილას.


ეს ავტობუსები საზოგადოებრივ ტრანსპორტს განეკუთვნება. ასე რომ, მგზავრობა მხოლოდ 2,55 ევრო დაგიჯდებათ.


ტაქსი - უნდა მიხვიდეთ ტაქსის გაჩერებაზე Т1 ან Т2 ტერმინალთან და რიგში ჩადგეთ.


Т1 ტერმინალიდან ცენტრამდე მგზავრობა 35 ევრო დაგიჯდებათ, Т2 ტერმინალიდან - 30 ევრო. თუ უფრო შორს ან ახლოს მიდიხართ, გადაიხდით მრიცხველის ჩვენების მიხედვით.


დეტალური ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ აეროპორტის ოფიციალური საიტი: https://www.aena.es/en/josep-tarradellas-barcelona-el-prat.html.


ბილეთებთან, სატარიფო ზონებთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!