უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


ყველაფერი ავსტრიის შესახებ

თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც ავსტრიისა და მისი დედაქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ქალაქები, მოსახლეობა, კულტურა, ვალუტა, ფასები, კვება, ღირსშესანიშნაობები. თუ ავსტრიაში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით. ამაში კი ეს საიტიც დაგეხმარებათ, რათა კონკრეტული ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. ინფორმაცია ავსტრიის შესახებ

2. ვენა



1. ინფორმაცია ავსტრიის შესახებ


ავსტრია (Osterreich - სიტყვასიტყვით "აღმოსავლეთის იმპერია"), ცენტრალური ევროპის მთაგორიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორიის 62%-ს ალპები შეადგენს. ესაზღვრება გერმანიას, ჩეხეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, იტალიას, შვეიცარიასა და ლიხტენშტაინს. დედაქალაქია ვენა. ავსტრია ფედერაციული რესპუბლიკაა და ცხრა მიწისგან შესდგება: ვენა, ქვემო ავსტრია, ბურგენლანდი, ქვემო ავსტრია, შტირია, კარინტია, ზალცბურგი, ტიროლი და ფორარლბერგი. უმაღლესი მწვერვალია გროსგლოკნერი - 3797 მეტრი.


ავსტრიაში დაახლოებით რვა-ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათი 90% ავსტრიელია, სამი მეოთხედი კი - კათოლიკე.


ავსტრიაში გერმანულად ლაპარაკობენ, ოღონდ ის როგორც ლექსიკით, ისე გრამატიკულად განსხვავდება გერმანიის გერმანული ენისგან.


ავსტრიის მთავარი ქალაქებია: ვენა, ზალცბურგი, გრაცი, ლინცი, ინსბრუკი, ბრეგენცი, მელკი, კლაგენფურტი და მელსი. ქვეყანა ცნობილია სამთოსათხილამურო და სხვა კურორტებით. აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ადამიანები ჯანმრთელობის გასაკაჟებლად, სამკურნალოდ და გასართობად.


ამჟამად ავსტრია წარმატებული, აყვავებული ქვეყანაა, ერთ-ერთი მემკვიდრე ავსტრია-უნგრეთის იმპერიისა, რომელმაც არსებობა 1918 წელს შესწყვიტა.


ავსტრია ევროკავშირის წევრია 1995 წლიდან. ფულის ერთეულია ევრო.


ავსტრია ცნობილია თავისი ბრწყინვალე კომპოზიტორებით: მოცარტით, ჰაიდნით, შუბერტით, შტრაუსით, მალერით. აქ გაატარა ცხოვრების დიდი ნაწილი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმაც.


ავსტრია, უდავოდ, გამორჩეული არქიტექტურის ქვეყანაა. მოიხიბლებით ბაროკოს, როკოკოსა და სხვა სტილის შედევრებით.


ავსტრიაში გასაფრენად გირჩევთ, ბილეთები კომპანია WizzAir-ში შეიძინოთ. უფრო იაფი დაგიჯდებათ, ოღონდ ავიაბილეთები წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ, როგორც კი ხელსაყრელი ვარიანტი გამოჩნდება. გამგზავრება თბილისიდანაც შეგიძლიათ, თუმცა უფრო ძვირად. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს - wizzair.com.


თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლიათ ჯერ ბუდაპეშტი მოინახულოთ, იქიდან კი Flixbus-ის კომფორტული ავტობუსით გაემგზავროთ ვენაში.


ავსტრიაში, ცხადია, ბინაც დაგჭირდებათ. ისიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ამისთვის ეწვიეთ airbnb.com-ს, booking.com-ს ან RoomGuru-ს. თუ ამაზე წინასწარ იზრუნებთ, აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის მისაღებ ვარიანტს.


2. ვენა


ვენა საუცხოო, დახვეწილი, მუსიკალური, ელეგანტური, დიდებული ქალაქია. ავსტრიის დედაქალაქი მხოლოდ აღმატებით ეპითეტებს იმსახურებს. ვენა ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, კარგი მანერების, მეჯლისების, სასახლეებისა და ვალსის დედაქალაქი.



დეტალურად ვენის შესახებ =>>










© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!