უფასო ონლაინ-მეგზური უნგრეთსა და ბუდაპეშტში


ყველაფერი უნგრეთის შესახებ

თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური უნგრეთსა და ბუდაპეშტში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც უნგრეთისა და მისი დედაქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ქალაქები, მოსახლეობა, კულტურა, ვალუტა, ფასები, კვება, ღირსშესანიშნაობები. თუ უნგრეთში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით, ვინაიდან ეს მდიდარი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა. ამაში კი ეს საიტიც დაგეხმარებათ, რათა კონკრეტული ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. ინფორმაცია უნგრეთის შესახებ

2. ბუდაპეშტი



1. ინფორმაცია უნგრეთის შესახებ


უნგრეთი ცენტრალური ევროპის ქვეყანაა. ესაზღვრება ავსტრიას, რუმინეთს, სლოვაკეთს, სერბეთს, ხორვატიას, სლოვენიასა და უკრაინას. ზღვაზე გასასვლელი არა აქვს. 2019 წლის აღწერის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობა 9 772 576 ადამიანია. დედაქალაქია ბუდაპეშტი, ოფიციალური ენა - უნგრული, სახელმწიფო წყობა - უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა. იყოფა 7 რეგიონად, 20 ადმინისტრაციულ ერთეულად, რომელთაგანაც 19 მედიაა (ოლქი), 1 კი - მედიასთან გათანაბრებული რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი.


უნგრეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი ნაციონალური კრება (199 დეპუტატი 4 წლის ვადით).


მოსახლეობის უმეტესობა (54,5%) კათოლიკეა.


უნგრეთი ნატოს წევრია 1999 წლიდან, ევროკავშირის წევრი - 2004 წლიდან.


ფულის ერთეულია ფორინტი, რომელიც მიმოქცევაში ევროსთან ერთადაა.


უნგრეთი, ძირითადად, დაბლობების ქვეყანაა. უმაღლესი მწვერვალი კეკეში (1014 მეტრი). უდიდესი მდინარეებია დუნაი, ტისა და დრავა, უდიდესი ტბა - ბალატონი, ქალაქები კი - დებრეცენი, მიშკოლცი, სეგედი და პეჩი.


უნგრელების წინაპრები, რომლებსაც მადიარებს უწოდებდნენ, შუადუნაის დაბლობზე პირველად 862 წელს შემოვიდნენ, მაგრამ მაშინ ეს მხოლოდ მომთაბარე ტომების თავდასხმა იყო, ძირითადი დასახლება კი X საუკუნეში მოხდა. XI საუკუნეში შეიქმნა ახალგაზრდა ფეოდალური სახელმწიფო - უნგრეთის სამეფო. მეფის ტიტული 1001 წელს მიიღო იშტვან I წმინდანმა არპადების დინასტიიდან. 1687 წელს თურქეთთან ომებით დასუსტებული უნგრეთი ავსტრიის ნაწილი გახდა და ჰაბსბურგების იმპერიის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა. 1848-1849 წლებში უნგრეთში რევოლუციამ იფეთქა ლაიოშ კოშუტის ხელმძღვანელობით, რაც წარუმატებლად დასრულდა. 1867 წელს ავსტრიის იმპერია ავსტრია-უნგრეთის სახელმწიფოდ გადაიქცა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი ავსტრიის მონარქიამ არსებობა შეწყვიტა და მის ტერიტორიაზე შეიქმნა ცალკეული სახელმწიფოები, მათ შორის უნგრეთი. 1989 წლიდან უნგრეთმა გეზი საერთოევროპული სტრუქტურებისკენ აიღო და ჯერ ევროკავშირში შევიდა, შემდეგ კი შენგენის ქვეყნების შემადგენლობაში.


უნგრეთში გასაფრენად გირჩევთ, ბილეთები კომპანია WizzAir-ში შეიძინოთ. უფრო იაფი დაგიჯდებათ, ოღონდ ავიაბილეთები წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ, როგორც კი ხელსაყრელი ვარიანტი გამოჩნდება. გამგზავრება თბილისიდანაც შეგიძლიათ, თუმცა უფრო ძვირად. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს - wizzair.com.


უნგრეთში, ცხადია, ბინაც დაგჭირდებათ. ისიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ამისთვის ეწვიეთ airbnb.com-ს, booking.com-ს ან RoomGuru-ს. თუ ამაზე წინასწარ იზრუნებთ, აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის მისაღებ ვარიანტს.


2. ბუდაპეშტი


ბუდაპეშტი საინტერესო ევროპული ქალაქი და დასვენებისა და მოგზაურობის ბიუჯეტური მიმართულებაა. მისი ღირსშესანიშნაობები თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.



დეტალურად ბუდაპეშტის შესახებ =>>










© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!