უფასო ონლაინ-მეგზური გერმანიასა და დრეზდენში


ყველაფერი დრეზდენის შესახებ

თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური დრეზდენში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც გერმანიის ამ ულამაზესი ქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურული ძეგლები, ფასები, კვება. თუ დრეზდენში გამგზავრება გადაწყვიტეთ (თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, ამის გაკეთებას დაბეჯითებით გირჩევთ), წინ უდიდესი სიამოვნება გელით: დრეზდენში, "ფლორენციაში ელბაზე", როგორც მას უწოდებენ, თავს ისე იგრძნობთ, თითქოს ზღაპარში მოხვდით.


სტატიის შინაარსი


1. დრეზდენის ისტორია მოკლედ

2. სარჩევი



1. დრეზდენის ისტორია მოკლედ


დრეზდენი გერმანიის ერთ-ერთი ფედერალური მიწის, საქსონიის, დედაქალაქია. ტურისტებისთვის მიმზიდველი ეს ქალაქი გერმანიისა და ჩეხეთის საზღვართან მდებარეობს, დრეზდენს ჭეშმარიტი გერმანული ბაროკოსა და თანამედროვე ევროპული სტილის ნიშნები ახასიათებს. დრეზდენი 1206 წელს დაარსდა მდინარე ელბაზე. თავისი სახელწოდება მან სიტყვა "dredzane"-დან მიიღო, რაც ძველსერბულად "დაჭაობებული ტყეების მკვიდრთ" ნიშნავს.


XV საუკუნის მიწურულს დრეზდენი საქსონიის ჰერცოგების, მოგვიანებით კი მეფეების რეზიდენციად გადაიქცა, მისი გაფურჩქნისა და აყვავების პერიოდი XVIII საუკუნეზე მოდის, როდესაც დრეზდენი ევროპის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი გახდა. მრეწველობა და სატრანსპორტო სისტემა ქალაქში XIX საუკუნიდან განვითარდა. სწორედ დრეზდენში გამოიგონეს სახელგანთქმული საქსონიური ფაიფური და თანამედროვე სკოლა-გიმნაზიების სისტემა. დრეზდენისთვის განსაკუთრებით მძიმე XX საუკუნე აღმოჩნდა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ის, ფაქტობრივად, მთლიანად დაინგრა. დრეზდენის აღდგენა 1951 წლიდან დაიწყეს და თითქმის მთლიანად აღადგინეს.


1918 წლის აღწერის მიხედვით, დრეზდენში 551 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ცენტრალური რაიონია ალტშტადტი, რაც "ძველ ქალაქს" ნიშნავს. მასში უამრავი ისტორიული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს.


დრეზდენის კიდევ ერთი ღირსება - მაღალტექნოლოგიური მრეწველობაა. ქალაქში აწარმოებენ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო და ოპტიკურ ხელსაწყო-დანადგარებს, თანამედროვე მუსიკალურ ინსტრუმენტებს, კომპიუტერებს, მანქანებისა და სავაჭრო მოწყობილობებს. გარდა ამისა, სწორედ დრეზდენში იქმნება ბიზნესკლასის ცნობილი ავტომობილი "ფოლკსვაგენ ფაეტონი" და AMD პროცესორები. ქალაქთან ახლოს მდებარეობს ქარხანა, სადაც სახელგანთქმულ დრეზდენულ ფაიფურს ამზადებენ.


2. სარჩევი


1. დრეზდენის დათვალიერება.

  1.1. დრეზდენი 1 დღეში.

  1.2. დრეზდენი 2 დღეში.

2. დრეზდენში გადაადგილება.

  2.1. დრეზდენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

  2.2. დრეზდენის აეროპორტი.

3. ჭამა-სმა და ფასები დრეზდენში.

  3.1. გერმანული კერძები.

  3.2. სად ვჭამოთ იაფად დრეზდენში.

  3.3. შოპინგი დრეზდენში.

4. დრეზდენის ღირსშესანიშნაობები.

  4.1. ცვინგერის სასახლე.

  4.2. დრეზდენის (ზემპერის) ოპერა.

  4.3. ჰოფკირხე - დრეზდენის საკათედრო ტაძარი.

  4.4. ფრაუენკირხე.

  4.5. კროიცკირხე.

  4.6. დრეზდენის ციხეკოშკი-რეზიდენცია.

  4.7. ციხედარბაზი-სასახლე პილნიცი და პარკი.






© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!