უფასო ონლაინ-მეგზური უნგრეთსა და ბუდაპეშტში


ყველაფერი ბუდაპეშტის შესახებ

თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც უნგრეთის დედაქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ, ვალუტით და ფასებით დაწყებული, ღირსშესანიშნაობებით დამთავრებული. ბუდაპეშტი შესანიშნავი არჩევანია ევროპაში გასამგზავრებლად და თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, ნამდვილად არ ინანებთ. ამაში კი ეს საიტიც დაგეხმარებათ, რათა კონკრეტული ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. მოკლედ ბუდაპეშტის შესახებ

2. სარჩევი



1. მოკლედ ბუდაპეშტის შესახებ


ბუდაპეშტი უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია. ის 1873 წელს შეიქმნა სამი ქალაქის - პეშტის, ბუდასა და ობუდას გაერთიანების შედეგად. ბუდა სახლს, ნაგებობას, დასახლებას ნიშნავს (კიდევ ერთი ვარიანტით - წყალს), პეშტი კი - ღუმელს, კერიას. ჯერ კიდევ I საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ამ ადგილას კელტური დასახლება არსებობდა, უნგრული ტომები კი 895 წლიდან გამოჩნდნენ. 2017 წლის აღწერის მიხედვით ბუდაპეშტში 1 მილიონ 800 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ჰავა ზომიერად კონტინენტურია. ზამთარი ხანმოკლე და თბილია, ზაფხული - შედარებით ხანგრძლივი და ცხელი, ოღონდ ექსტრემალური ტემპერატურის გარეშე. ქალაქში მოედინება მდინარე დუნაი.


ბუდაპეშტი კულტრული ცენტრია. მისი ისტორიული რაიონები იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აქ თავმოყრილია უნგრეთის საუკეთესო მუზეუმები, გალერეები, თეატრები, არქიტექტურული შედევრები.


ბუდაპეშტი წელიწადის ნებისმიერ დროს საინტერესო სანახავია: შეგიძლიათ ახვიდეთ გადმოსახედ მოედნებზე, გადაიღოთ საუცხოო ხიდები, დაისვენოთ პარკებში, გაერთოთ ფესტივალებზე, საშობაო ბაზრობებზე, ეწვიოთ თერმულ საბანაოებს (ბუდაპეშტი ცნობილია თერმული წყლებით), გაისეირნოთ გემით დუნაიზე.


ბუდაპეშტის კაფე-რესტორნებსა და ბარებში უზარმაზარ ულუფებს შემოგთავაზებენ. აქ მსუყე და ხორციანი საჭმელები უყვართ. აუცილებლად გასინჯეთ გულიაში და პაპრიკაში.


ბუდაპეშტში გასაფრენად გირჩევთ, ბილეთები კომპანია WizzAir-ში შეიძინოთ. უფრო იაფი დაგიჯდებათ, ოღონდ ავიაბილეთები წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ, როგორც კი ხელსაყრელი ვარიანტი გამოჩნდება. გამგზავრება თბილისიდანაც შეგიძლიათ, თუმცა უფრო ძვირად. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს - wizzair.com.


ბუდაპეშტში, ცხადია, ბინაც დაგჭირდებათ. ისიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ამისთვის ეწვიეთ airbnb.com-ს, booking.com-ს ან RoomGuru-ს. თუ ამაზე წინასწარ იზრუნებთ, აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის მისაღებ ვარიანტს.


გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოყვანილი მარშრუტები მხოლოდ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული ვარიანტებია. საბოლოო გადაწყვეტილება თქვენზეა. შესაძლოა, რომელიმე ღირსშესანიშნაობის დათვალიერებაზე უარი თქვათ და გამოთავისუფლებული დრო სხვა რამეს დაუთმოთ, მაგალითად, შოპინგს ან რომელიმე რესტორანში ჯდომას. თუმცა ამას ისედაც მოასწრებთ. შესაძლოა, დროის სიმცირის გამო ათეული ევრო არ დაგენანოთ და ავტობუსით ხანმოკლე ექსკურსია ამჯობინოთ. თუ ყურადღებით გაეცნობით ჩამოთვლილ პუნქტებს, მიხვდებით, რომ ისინი სხვადასხვა გემოვნებისა და შესაძლებლობების ადამიანზეა გათვლილი.


აქვე გთავაზობთ ტელეფონის ნომრებს, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ ბუდაპეშტში ყოფნისას: საგანგებო გამოძახება - 112; პოლიცია - 107; სასწრაფო დახმარება - 104; სახანძრო - 105.


2. სარჩევი


1. ბუდაპეშტის დათვალიერება.

  1.1. ბუდაპეშტი 1 დღეში.

  1.2. ბუდაპეშტი 2 დღეში.

  1.3. ბუდაპეშტი 3 დღეში.

  1.4. ექსკურსია - ავტობუსი-ამფიბია.

  1.5. ექსკურსია - ავტობუსი Hop on Hop off.

2. ბუდაპეშტში გადაადგილება.

  2.1. ბუდაპეშტის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

  2.2. ბუდაპეშტის აეროპორტი.

  2.3. Budapest Card.

  2.4. კბილა ტრამვაი.

  2.5. მდინარის ტრამვაი.

  2.6. ბუდაპეშტის მეტროპოლიტენი და სქემა.

3. რომელი ფული წავიღოთ უნგრეთში.

  3.1. უნგრეთის ვალუტა.

4. ჭამა-სმა და ფასები ბუდაპეშტში.

  4.1. უნგრული კერძები.

  4.2. პროდუქტების ფასი ბუდაპეშტში.

  4.3. სად ვჭამოთ იაფად ბუდაპეშტში.

  4.4. ბუდაპეშტის ცენტრალური ბაზარი.

5. ბუდაპეშტის საბანაოები.

  5.1. სეჩენის საბანაო.

  5.2. გელერტის საბანაო.

  5.3. რუდაშის საბანაო.

  5.4. ლუკაჩის საბანაო.

  5.5. საბანაო-პლაჟი "პალატინუსი".

6. ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები.

  6.1. უნგრეთის პარლამენტი.

  6.2. ჰოლოკოსტი უნგრეთში.

  6.3. წმინდა იშტვანის ბაზილიკა.

  6.4. ბუდაპეშტის სინაგოგა.

  6.5. ანდრაშის პროსპექტი.

  6.6. უნგრეთის ოპერის თეატრი.

  6.7. ვაროშლიგეტის პარკი.

  6.8. ჯაჭვის ხიდი და ბუდაპეშტის სხვა ხიდები.

  6.9. მეთევზეთა ბასტიონი.

  6.10. წმინდა მატიაშის ეკლესია.

  6.11. ბუდას ციხედარბაზი.

  6.12. წმინდა გელერტი.

  6.13. გმირთა მოედანი.

  6.14. ბუდაპეშტის მუზეუმები.

  6.15. ბუდაპეშტის ზოოპარკი.

  6.16. ანონიმუსის ძეგლი.

  6.17. გელერტის მთა.

  6.18. ვაიდაჰუნიადის ციხეკოშკი.

  6.19. ვაცის ქუჩა.

7. საინტერესო და უჩვეულო ქანდაკებები ბუდაპეშტში.

  7.1. სურათების კალეიდოსკოპი.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!