უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 ბუდაპეშტის ტურისტული ბარათი

ეკონომიისკენ სწრაფვა ადამიანების ბუნებრივი მისწრაფებაა. მაგრამ მათ ხშირად არ იციან, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, ან არასწორად აკეთებენ. ეს განსაკუთრებით ტურისტებს შეეხებათ, როდესაც არცოდნა და ენობრივი ბარიერი ბევრ უხერხულობას ქმნის. ახლა გეტყვით, როგორ დაზოგოთ ფული ბუდაპეშტში ტურისტული ბარათის საშუალებით, რომელსაც Budapest Card ჰქვია. ამ ბარათს იმდენი უპირატესობა აქვს, რომ შეიძლება ვერცკი დაიჯეროთ. ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია, არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





რა არის Budapest Card?


Budapest Card - ეს არის სპეციალურად ტურისტებისთვის შექმნილი ფასდაკლების სისტემა, რომელიც, გონივრულად გამოყენების შემთხვევაში, განსაზღვრული რაოდენობის დროისა და თანხის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. ბარათის მფლობელს შეუძლია უფასოდ იმგზავროს ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე უფასოდ დაათვალიეროს ბუდაპეშტის მუზეუმები (ოღონდ ყველა არა), მონაწილეობა მიიღოს ქვეით ინგლისურენოვან ექსკურსიებში. ბუდაპეშტის ტურისტული ბარათი ითვალისწინებს ფასდაკლებას უნგრეთის დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას - საბანაოებით დაწყებული, რესტორნებით დამთავრებული.



არსებობს Budapest Card-ის ექვსი სახეობა. ისინი ერთმანეთისგან მოქმედების ვადითა და, შესაბამისად, ფასით განსხვავდებიან. 24, 48, 72, 96, 120-საათიანი და 72-საათიანი Plus ტურისტული ბარათები თითქმის ერთნაირ შეღავათებს იძლევა, ოღონდ, ცხადია, დროის სხვადასხვა შუალედში.



შეღავათები Budapest Card-ის მფლობელებისთვის


- უფასო მგზავრობა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბარათის მოქმედების პერიოდში. ავტობუსს, ტროლეიბუსსა და ტრამვაის ემატება კბილა ტრამვაი და მდინარის ტრამვაი;

- უფასოდ შესვლა 20 მუზეუმში და სხვადასხვა ცენტრში;

- უფასო ტური მღვიმეში;

- უფასოდ შესვლა ლუკაჩის საბანაოებში;

- ორი ქვეითი ექსკურსია (ერთი ბუდაში, ერთი პეშტში) ინგლისურენოვანი გიდის თანხლებით;

- უფასო მობილური დანართი თორმეტი თემატური ექსკურსიის შესახებ (ინგლისურ ენაზე).


გარდა ამისა, ბარათი ტურისტს უფლებას აძლევს, მიიღოს 10-50%-იანი ფასდაკლება ზოგიერთ კაფეში, რესტორანში, საბანაოში, თეატრში, მუზეუმში, აკვაპარკში, საჩუქრების მაღაზიებში. 72-საათიანი Plus Budapest Card-ით დამატებით შეგიძლიათ უფასოდ იმგზავროთ აეროპორტამდე miniBUD-ით, გაისეირნოთ გემით მდინარე დუნაიზე, ისარგებლოთ ფუნიკულიორით "ბუდავარი შიკლო", შეხვიდეთ მატიაშის ეკლესიაში და მიირთვათ ნამცხვარი "კიურტეშკალაჩი" კაფე Molnár’s-ში. შეღავათების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბუდაპეშტის ტურისტული ბარათის ოფიციალურ საიტზე: https://www.budapestinfo.hu/budapest-card.



სად შევიძინოთ Budapest Card?


Budapest Card-ის ყიდვა შეგიძლიათ ბუდაპეშტში ჩაფრენისთანავე, აეროპორტში (როგორ მივიდეთ აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, წაიკითხეთ აქ) ან ქალაქის ცენტრში მდებარე ტურისტულ ოფისებში. აქტიური სეზონის დროს მას შუა ქალაქშიც ყიდიან პრომოუტერები. მისი შეძენა ძალზე მოსახერხებელია ინტერნეტითაც - საკრედიტო ბარათით.


ბუდაპეშტის ფერენც ლისტის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი:

- ტერმინალი 2A - დახლის მუშაობის საათები: 08:00 - 23:00;

- ტერმინალი 2B - დახლის მუშაობის საათები: 10:00 - 22:00;


ოფისები ბუდაპეშტში:

- Sütő út. 2 მეტროს სადგური Deák Ferenc tér), მუშაობის საათები: 08:00 - 22:00;

- Olof Palme ave. 5 (გმირთა მოედანთან, ვაროშლიგეტის პარკის შესასვლელთან).


ბარათების შეძენა ასევე შეგიძლიათ აეროპორტისა და რკინიგზის სადგურების სალაროებში, სასტუმროთა უმეტესობის მისაღებში.



რა ღირს Budapest Card?


- 24-საათიანი Budapest Card - 29 ევრო;

- 48-საათიანი Budapest Card - 43 ევრო;

- 72-საათიანი Budapest Card - 56 ევრო;

- 96-საათიანი Budapest Card - 69 ევრო;

- 120-საათიანი Budapest Card - 82 ევრო;

- 72-საათიანი Plus Budapest Card - 87 ევრო.



ბარათის მოქმედების ვადა და გააქტიურება


ბარათის შეძენა არ ნიშნავს, რომ ის გააქტიურდა. მისი მოქმედება პირველი გამოყენების შემდეგ იწყება. მაშასადამე, შეგიძლიათ, Budapest Card წინასწარ იყიდოთ, სარგებლობა კი მოგვიანებით დაიწყოთ.


ბარათის გასააქტიურებლად სპეციალურ ველებში ავტოკლამით უნდა ჩაწეროთ თვე, რიცხვი და საათი, როდესაც მის გამოყენებას აპირებთ, და მას იმდენი დღის განმავლობაში ექნება ძალა, რამდენდღიანი ბარათიც შეიძინეთ. ნუ ეცდებით სისტემის მოტყუებას, რადგან ბუდაპეშტში მკაცრი კონტროლიორები არიან და ყველაფერს გულდასმით ამოწმებენ.


ბარათის გააქტიურება ერთი წლის განმავლობაში შეგიძლიათ.


ბარათს მოჰყვება ჯიბის ბროშურა ბუდაპეშტის რუკებითა და მეტროპოლიტენის სქემით, აგრეთვე ბარათით სარგებლობის წესებითა და იმ ადგილების ჩამონათვალით, სადაც შეღავათის მიღება შეგიძლიათ.


ახლა ჯერი თქვენზეა - ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და არჩევანი ისე გააკეთეთ.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!