უფასო ონლაინ-მეგზური ესპანეთსა და ბარსელონაში


ყველაფერი ესპანეთის შესახებ

თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური ესპანეთსა და ბარსელონაში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც ესპანეთისა და ამ ქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ქალაქები, მოსახლეობა, კულტურა, ვალუტა, ფასები, კვება, ღირსშესანიშნაობები. თუ ესპანეთში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით, ვინაიდან ეს მდიდარი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა. ამაში კი ეს საიტიც დაგეხმარებათ, რათა კონკრეტული ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. ინფორმაცია ესპანეთის შესახებ

2. ბარსელონა



1. ინფორმაცია ესპანეთის შესახებ


ესპანეთი სუვერენული სახელმწიფოა ევროპის სამხრეთში, პირენეის ნახევარკუნძულზე. მისი ოფიციალური სახელწოდებაა ესპანეთის სამეფო. სიტყვა "ესპანეთი" სხვადასხვა ვერსიით შესაძლოა ნიშნავდეს "კურდღლების მხარეს", "ჩამავალის მზის მხარეს". შესაძლოა ის გაჩნდა მეფე ჰერაკლეს ძმისშვილის, ესპანეს, სახელისგან.


ესპანეთი, ძირითადად, მთიანი ქვეყანაა. უმაღლესი მწვერვალია ტეიდეს ვულკანი (3718 მ.). მთის მასივებიდან გამოირჩევა კანტაბრიის, პირენეის, იბერიის, კატალონიის, სიერა-ნევადას მთები და კორდილიერა, იგივე ბეტიკას მთათა სისტემა. ესპანეთი ესაზღვრება 5 სახელმწიფოს: პორტუგალიას, გიბრალტარს (რომელიც ბრიტანეთის სამეფოში შედის), მაროკოს, საფრანგეთსა და ანდორას. ესპანეთში შედის 17 ავტონომიური რეგიონი (ანდალუსია, არაგონი, ასტურია, ბალეარის კუნძულები, ბასკეთი, გალისია, ესტრემადურა, ვალენსია, კანარის კუნძულები, კანტაბრია, კასტილია ლა მანჩა, კასტილია-ლეონი, კატალონია, მადრიდი, მურსია, ნავარა, რიოხა) და 2 ავტონომიური ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე (სეუტა, მელილია). პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქიაა, სახელმწიფოს მეთაურია მეფე, მთავრობის მეთაური - პრემიერმინისტრი, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები (დეპუტატების კონგრესი - 350 წევრი, სენატი - 259 წევრი).


ესპანეთის დედაქალაქია მადრიდი. სხვა უდიდესი ქალაქებია: ბარსელონა, ვალენსია, სევილია, სარაგოსა, მალაგა, მურსია, ლას-პალმასი, ბილბაო. ბარსელონა და ბილბაო საზღვაო პორტებია. ესპანეთს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან - ხმელთაშუა ზღვა.


ესპანეთის მოსახლეობა დაახლოებით 47,5 მილიონია. მათი უმრავლესობა კათოლიკეა (75%).


ესპანეთის ოფიციალური ენაა ესპანური, თუმცა გავრცელებულია, აგრეთვე, კატალანიური, გალისიური, ბასკური, ოქსიტანური, ასტურიული და არაგონული ენებიც.


ესპანეთი ტურისტული ქვეყანაა. ყოველწლიურად მას 70-80 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ძირითადი ტურისტული ცენტრებია მადრიდი და ბარსელონა, აგრეთვე კურორტები: კოსტა-ბრავა, კოსტა-დორადა, კოსტა-ბლანკა, კოსტა-დელ-სოლი, კანარის კუნძულები.


ესპანეთში განვითარებულია სოფლის მეურნეობა (ხორბალი, ქერი, სიმინდი, კარტოფილი, ჭარხალი, ზეთისხილი, ციტრუსები, თამბაქო, ნუში), მევენახეობა, მეცხოველეობა, თევზჭერა. მრეწველობის მხრივ - სამთო მოპოვება, გემთმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მრეწველობა.


ესპანეთი ეთნოკულტურული მრავალფეროვნების მაღალი დონით გამოირჩევა. მადრიდში მდებარეობს ქვეყნის ყველაზე ცნობილი მუზეუმი "პრადო". ეროვნული დღესასწაულია "ესპანელი ერის დღე", რომელიც ყოველწლიურად 12 ოქტომბერს აღინიშნება (ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერკის აღმოჩენის თარიღი). ესპანეთი გამოირჩევა სახვითი ხელოვნებით, არქიტექტურით, ფერწერით, ლიტერატურით (მარტო სერვანტესის "დონ კიხოტი" რად ღირს), მუსიკით, ცეკვით, სიმღერით. სწორედ ესპანურ ხელოვნებას წარმოადგენს ცეკვა "ფლამენკო", რომლის სამშობლოც ანდალუსიაა.



ესპანეთი არის NATO-სა და ევროკავშირის წევრი.


ესპანეთის ფულის ერთეულია ევრო.


ესპანეთში გასაფრენად გირჩევთ, ბილეთები კომპანია WizzAir-ში შეიძინოთ. უფრო იაფი დაგიჯდებათ, ოღონდ ავიაბილეთები წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ, როგორც კი ხელსაყრელი ვარიანტი გამოჩნდება. გამგზავრება თბილისიდანაც შეგიძლიათ, თუმცა უფრო ძვირად. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს - wizzair.com.


ესპანეთში, ცხადია, ბინაც დაგჭირდებათ. ისიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ამისთვის ეწვიეთ airbnb.com-ს, booking.com-ს ან RoomGuru-ს. თუ ამაზე წინასწარ იზრუნებთ, აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის მისაღებ ვარიანტს.


2. ბარსელონა


ბარსელონა კატალონიის ავტონომიური რეგიონისა და პროვინცია ბარსელონის დედაქალაქია, ნავსადგური ხმელთაშუა ზღვაში, საფრანგეთის საზღვრიდან 120 კილომეტრის დაშორებით, ესპანეთის უდიდესი სამრეწველო და სავაჭრო ცენტრი, ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრი და ძალიან ლამაზი ქალაქი.



დეტალურად ბარსელონის შესახებ =>>










© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!