უფასო ონლაინ-მეგზური გერმანიაში


ყველაფერი გერმანიის შესახებ

თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური გერმანიაში, ბერლინსა და დრეზდენში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც გერმანიისა და ამ ქალაქების შესახებ უნდა იცოდეთ: ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურული ძეგლები, ფასები, კვება. თუ გერმანიაში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით, ვინაიდან მისი ქალაქები ისეთი ლამაზი, მოვლილი და მოწესრიგებულია, რომ სხვაგვარად ვერც იქნება. ამაში კი ეს საიტიც დაგეხმარებათ, რათა კონკრეტული ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. გერმანიის შესახებ მოკლედ

2. ბერლინი

3. დრეზდენი



1. გერმანიის შესახებ მოკლედ


გერმანია ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა. მისი ოფიციალური სახელწოდებაა ფედერაციული რესპუბლიკა გერმანია (Bundesrepublic Deutschland). მოსახლეობა 83 მილიონზე მეტია. დედაქალაქია ბერლინი, სახელმწიფო ენა - გერმანული. მოსახლეობის 65% ქრისტიანია, ძირითადად, კათოლიკეები და ლუთერანები; 4,5-5,2% - მუსულმანია.


გერმანია ესაზღვრება 9 ქვეყანას. ესენია: დანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია და ნიდერლანდები.


გერმანია 16 ფედერალური მიწისგან შედგება. სახელმწიფო მმართველობის ფორმაა საპარლამენტო რესპუბლიკა. მთავრობის თავმჯდომარეა ფედერალური კანცლერი, ქვეყნის პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქცია აკისრია.


ფედერაციული რესპუბლიკა გერმანიის ფულის ერთეული ევრო.


გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრია. ის, აგრეთვე, არის NATO-სა და "დიდი შვიდეულის" წევრი.


გერმანია მძლავრი ეკონომიკის ქვეყანაა. მისი მრავალი კომპანია გერმანელების ნაციონალური სიამაყეა და მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ქვეყანაში ცხოვრების ძალზე მაღალი დონეა. გამოირჩევა ჯანმრთელობის დაცვის უნივერსალური სისტემით,ბუნების დაცვითა და უფასო უმაღლესი განათლებით.


გერმანიას გასასვლელი აქვს ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებზე. მთავარი მდინარეებია რეინი, ელბა, ოდერი და დუნაი. გამოირჩევა ტყის დიდი მასივებით. უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიტცე (2962 მეტრი).


უდიდესი ქალაქებია: ბერლინი, ჰამბურგი, მიუნხენი, კიოლნი, ფრანკფურტი, შტუტგარტი, დიუსელდორფი, ლაიფციგი, დორტმუნდი, დრეზდენი, ჰანოვერი, ნიურნბერგი.


2. ბერლინი


ბერლინი გერმანიის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია. ის არის თანამედროვე მეგაპოლისი, ევროკავშირის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი.



დეტალურად ბერლინის შესახებ =>>


3. დრეზდენი


დრეზდენი გერმანიის ულამაზესი ქალაქია, საქსონიის დედაქალაქი. მის ისტორიულ ნაწილში იმდენი დიდებული სასახლე, მუზეუმი ეკლესია თუ სხვა არქიტექტურული ძეგლია, რომ მათი დათვალიერებით უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ და შინ წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებით.



დეტალურად დრეზდენის შესახებ =>>







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!