უფასო ონლაინ-მეგზური ჩეხეთსა და პრაღაში


ყველაფერი ჩეხეთის შესახებ

თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური ჩეხეთსა და პრაღაში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც ჩეხეთისა და მისი დედაქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ქალაქები, მოსახლეობა, კულტურა, ვალუტა, ფასები, კვება, ღირსშესანიშნაობები, მოკლე ისტორიული ექსკურსი. თუ ჩეხეთში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით - პრაღა თუ ამ ქვეყნის სხვა ქალაქები გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. ამაში კი ეს საიტიც დაგეხმარებათ: მოგაწვდით კონკრეტულ სასარგებლო ინფორმაციას და არც რჩევებზე დაგზარდებით, რაც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. ინფორმაცია ჩეხეთის შესახებ

2. პრაღა

1. ინფორმაცია ჩეხეთის შესახებ



ჩეხეთი (ოფიციალურად - ჩეხეთის რესპუბლიკა) ევროპის ცენტრში მდებარეობს. მას ოთხი ქვეყანა ესაზღვრება: პოლონეთი, გერმანია, ავსტრია და სლოვაკეთი. დედაქალაქია პრაღა. ჩეხეთი 13 მხარისგან შედგება. მთავარი ქალაქებია პრაღა, ბრნო, პლზენი, ოსტრავა, კარლოვი ვარი, ოლომოუცი, კუტნა-გორა. ჩეხეთის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაჭიმულია მთის ჯაჭვები - კარპატები, სუდეტები და კრკონოშე. ქვეყანას ზღვაზე გასასვლელი არა აქვს. უდიდესი მდინარეებია ელბა, ოდრა, ვლტავა და მორავა. არის ბევრი ბუნებრივი და ხელოვნური ტბა. უმაღლესი მწვერვალია სნეჟკა - 1603 მეტრი.


თანამედროვე ჩეხეთი ჩეხოსლოვაკიის დაშლის, ე.წ. "ხავერდოვანი რევოლუციის" შედეგად წარმოიშვა. მასში შედის ისტორიული მხარეები - ბოჰემია, მორავია და სილეზიის ნაწილი. უნიტარული სახელმწიფოა და განვითარებული ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება.



ჩეხეთში დაახლოებით ათ-ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათი 95% ჩეხია, 10,4% - ყველაზე მეტი - კათოლიკე, 0,8% - პროტესტანტი, 20500-ზე ოდნავ მეტი - მართლმადიდებელი ქრისტიანი. ოფიციალური ენაა ჩეხური.


ჩეხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირი, საყოველთაო-სახალხო წესით აირჩევა. პარლამენტი ორპალატიანია: დეპუტატების პალატა (200 კაცი ოთხწლიანი ვადით) და სენატი (81 კაცი ექვსწლიანი ვადით).


ჩეხები მაღალი კულტურისა და განათლების ერია. ჩეხეთი მეორე ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკის მხრივ. ქვეყანა ცნობილია რბილი ჰავით, განუმეორებელი არქიტექტურით, ბალნეოლოგიური კურორტებით, ძველებური ციხეკოშკებით (ასეთი 2500-ზე მეტია), მინერალური წყლებით, მომსახურების მაღალი სერვისით.


ჩეხეთი ნატოს წევრია 19999 წლიდან, ევროკავშირში კი 2004 წელს შევიდა.


ჩეხეთის ფულის ერთეულია ჩეხური კრონა CZK, სატელეფონო კოდი - +420, ოფიციალური სახელმწიფო ენაა ჩეხური.


ჩეხეთს წელიწადში დაახლოებით 50 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ამ მხრივ, ის უდავოდ გამორჩეული ქვეყანაა.


ჩეხეთი, ავსტრიის მსგავსად, გამორჩეული არქიტექტურის ქვეყანაა. განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის ერთმანეთთან შერწყმული მკაცრი გოტიკა, დახვეწილი ბაროკო, რენესანსი და კლასიციზმი.


ჩეხეთში გასაფრენად გირჩევთ, ბილეთები კომპანია WizzAir-ში შეიძინოთ. უფრო იაფი დაგიჯდებათ, ოღონდ ავიაბილეთები წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ, როგორც კი ხელსაყრელი ვარიანტი გამოჩნდება. გამგზავრება თბილისიდანაც შეგიძლიათ, თუმცა უფრო ძვირად. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს - wizzair.com.


ჩეხეთში, ცხადია, ბინაც დაგჭირდებათ. ისიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ამისთვის ეწვიეთ airbnb.com-ს, booking.com-ს ან RoomGuru-ს. თუ ამაზე წინასწარ იზრუნებთ, აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის მისაღებ ვარიანტს.


2. პრაღა


პრაღა ჩეხეთის დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. ის ძალზე პოპულარულია ტურისტებს შორის, რომლებიც აქ მოდიან უნიკალური არქიტექტურის, კულტურისა და ტრადიციების გასაცნობად, ადგილობრივი სამზარეულოს გემრიელი კერძების გასასინჯად და, ცხადია, სახელგანთქმული ლუდის დასალევად.



დეტალურად პრაღის შესახებ =>>








© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!