უფასო ონლაინ-მეგზური იტალიაში


ყველაფერი იტალიიის შესახებ

თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური იტალიაში, რომში, მილანსა და ვენეციაში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც იტალიისა და ამ ქალაქების შესახებ უნდა იცოდეთ: ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურული ძეგლები, ფასები, კვება. თუ იტალიაში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით - ეს ხომ საოცარი ქვეყანაა, სადაც ერთმანეთშია გადახლართული ისტორია და თანამედროვეობა, სხვადასხვა ეპოქები და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და თვითმყოფადობა. ძველი რომის დროინდელი ძეგლები, ვენეციის მომხიბლველი რომანტიკა, ტოსკანას ბორცვიანი პანორამა, ალპების სამხრეთი ფერდობები, საუცხოო ბუნება, მზე, ზღვა და ჰაერი - ეს ყველაფერი იტალიაა! აქ, აპენინებზე, ჩაისახა ძველი რომის იმპერია, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა სახელგანთქმული მეცნიერები, ნიჭიერი მხატვრები და უამრავი ღირსშესანიშნაობა - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ოქროს ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ყველაფრის გაცნობაში ეს საიტიც დაგეხმარებათ. მოგაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. იტალიის შესახებ მოკლედ

2. ვენეცია

3. მილანი

4. ნეაპოლი

5. რომი



1. იტალიის შესახებ მოკლედ


იტალიის ოფიციალური სახელწოდებაა იტალიის რესპუბლიკა (Repubblica italiana). მოსახლეობა დაახლოებით 61 მილიონია. დედაქალაქია რომი, სახელმწიფო ენა - იტალიური. მოსახლეობის 97% კათოლიკე ქრისტიანია.


იტალია ესაზღვრება 4 ქვეყანას. ესენია: საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია და სლოვენია.


იტალია შედგება 20 რეგიონისგან, რეგიონები იყოფა 110 პროვინციად, პროვინციები - კომუნებად, ანუ მუნიციპალიტეტებად. სახელმწიფო მმართველობის ფორმაა საპარლამენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს მინიტრთა საბჭო და მისი თავმჯდომარე. პარლამენტი შედგება ორი პალატისგან: რესპუბლიკის სენატისა (315 წევრი) და დეპუტატთა პალატისგან (630 წევრი).


იტალიის ფულის ერთეული ევრო (2002 წლამდე - იტალიური ლირა).


იტალია არის ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და NATO-სა და "დიდი შვიდეულის" წევრი.


იტალიაში არის ორი დიდი - სიცილია და სარდინია - . და მრავალი პატარა კუნძული. ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო-ანკლავი: ვატიკანი და სან-მარინო.


იტალიას გასასვლელი აქვს ადრიატიკის, ხმელთაშუა, ტირენეის, ლიგურიისა და იონიის ზღვებზე. მთავარი მდინარეებია პო, ადიჯე და ტევერე. უმაღლესი მწვერვალია გრან-პარადიზო - 4061 მ. და მონბლანი - 4807 მ. (საფრანგეთთან ერთად). ქვეყანაში არის როგორც მოქმედი, ისე ჩამქრალი ვულკანები. მათ შორის უდიდესია: ეტნა, ვეზუვი, სტრომბოლი, ვულკანო და მარსილი.


უდიდესი ქალაქებია: რომი, მილანი, ნეაპოლი, ტურინი, პალერმო, გენუა, ბოლონია, ფლორენცია, ვენეცია, ბარი, კატანია, ვერონა.


იტალია მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. აღსანიშნავია მანქანათმშენებლობა, პლასტმასის, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება, დიდი რაოდენობით მოჰყავთ ხორბალი, სიმინდი, ბრინჯი, ზეთისხილი, ციტრუსები, ტომატი, ყურძენი. ერთ-ერთი წამყვანი დარგია ტურიზმი. ქვეყანაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 155 ძეგლია.


2. ვენეცია


ვენეცია - ევროპის ყველაზე რომანტიკული ადგილი ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს. დიდებული არქიტექტურა, თავისუფლებისა და სიმსუბუქის განუმეორებელი ატმოსფერო, მოფუსფუსე ქუჩების ლაბირინთები - ეს ყველაფერი უნიკალურ ანსაბლს ქმნის, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, მოისმინოთ და შეიგრძნოთ.



დეტალურად ვენეციის შესახებ =>>


3. მილანი


მილანი იტალიის სიდიდით მეორე და ქვეყნის მნიშვნელოვანი სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და, რა თქმა უნდა, მოდისა და სტილის ცენტრია. გაგაოცებთ მისი მრავალსახოვნება - აქ ერთმანეთს ორგანულად შერწყმია სიძველე, დიდებული წასული და თანამედროვეობა.



დეტალურად მილანის შესახებ =>>


4. ნეაპოლი


ნეაპოლი იტალიის კამპანიის ადმინისტრაციული ოლქის დედაქალაქია. ის მოქმედი ვულკანის, ვეზუვის ძირში მდებარეობს, რომელსაც არა და არ სურს დაძინება. ეს ქალაქია ერთდროულად თანამედროვე მეგაპოლისიცაა და ღია ცის ქვეშ განთავსებული არქეოლოგიური ძეგლიც. ნეაპოლი კლასიკური პიცის, კერძოდ, "მარინერისა" და "მარგარიტას" სამშობლოა და მასში სიცოცხლე ჩქეფს და გადმოჩქეფს. ხმაურიანი ნეაპოლელები საკუთარ, ლიტერატურული იტალიური ენისგან განსხვავებულ დიალექტზე ლაპარაკობენ. მათ შორის კი ჯგუფ-ჯგუფად დადიან ტურისტები, რომლებსაც სურთ ჰერკულანუმისა და პომპეის გათხრების ნახვა, ვეზუვიზე ასვლა, შუასაუკუნეების ციხეკოშკებისა და სამხატვრო მუზეუმების დათვალიერება, ადგილობრივ რესტორნებში დაჯდომა და ჩინებულპლაჟებიან ახლომდებარე კუნძულებზე მოხვედრა.



დეტალურად ნეაპოლის შესახებ =>>


5. რომი


რომი - "მარადიული ქალაქი", იტალიის დედაქალაქი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და რომის იმპერიის დედაქალაქი. უკვე 2500 წელია, რომი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია. "ყველა გზა რომში მიდის" - ჩვენც მივყვეთ ამ ისტორიულ ფრაზას.



დეტალურად რომის შესახებ =>>








© 2019-2021 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!