უფასო ონლაინ-მეგზური საფრანგეთსა და პარიზში


ყველაფერი საფრანგეთის შესახებ

თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური საფრანგეთსა და პარიზში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც საფრანგეთისა და მისი დედაქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ქალაქები, მოსახლეობა, კულტურა, ვალუტა, ფასები, კვება, ღირსშესანიშნაობები. თუ საფრანგეთში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით, ვინაიდან ეს მდიდარი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა. ამაში კი ეს საიტიც დაგეხმარებათ, რათა კონკრეტული ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. ინფორმაცია საფრანგეთის შესახებ

2. პარიზი



1. ინფორმაცია საფრანგეთის შესახებ


საფრანგეთი დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოა. მისი ოფიციალური სახელწოდებაა საფრანგეთის რესპუბლიკა. რესპუბლიკის დევიზია "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა". ქვეყნის სახელი მომდინარეობს ფრანკების ტომებისგან. სიტყვა "ფრანკი" თავისუფალ ადამიანს ნიშნავს.


ქვეყნის რელიეფში ჭარბობს ვაკე-დაბლობები. უმაღლესი მწვერვალია მონბლანი. მთის მასივებიდან გამოირჩევა ალპები და პირენეი. საფრანგეთი ესაზღვრება 9 სახელმწიფოს: ბელგიას, ლუქსემბურგს, გერმანიას, შვეიცარიას, იტალიას, მონაკოს, ესპანეთს, ანდორასა და დიდ ბრიტანეთს (ზღვით). საფრანგეთი იყოფა 18 რეგიონად და 101 დეპარტამენტად. საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი: სენატი და ეროვნული კრება.


საფრანგეთის დედაქალაქია პარიზი. სხვა უდიდესი ქალაქებია: ლიონი, მარსელი, ლილი, ნიცა, ტულუზა, ბორდო. ქვეყანა ცნობილია სამთოსათხილამურო და სხვა კურორტებით. აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ადამიანები ჯანმრთელობის გასაკაჟებლად, სამკურნალოდ და გასართობად.


საფრანგეთის მოსახლეობა თითქმის 66 მილიონია. მათი უმრავლესობა კათოლიკეა.


საფრანგეთში ძალზე განვითარებულია ტურიზმი. ქვეყანაში ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის. უმსხვილესი ტურისტული რეგიონებია პარიზი, ნიცა, კანი, სან-ტროპე, მდინარე ლუარას ხეობა, ლაჟვარდოვანი სანაპირო, ალპები და სხვა.


საფრანგეთი მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა. აქ უხვადაა რკინისა და ურანის საბადოები, ბოქსიტები. მრეწველობის წამყვანი სფეროებია მანქანათმშენებლობა, ელექტროტექნიკა, ავიაცია, გემთმშენებლობა, ჩარხთმშენებლობა. საფრანგეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია ქიმიური და ნავთობქიმიური პროდუქციისა (მათ შორის კაუსტიკური სოდის, სინთეტიკური კაუჩუკის, პლასტმასის, მინერალური სასუქების, ფარმაცევტული საქონლისა და სხვ.) და შავი და ფერადი ლითონების. მსოფლიოს ბაზრებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ფრანგული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საიუველირო ნაკეთობები, პარფიუმერია, კოსმეტიკა და კონიაკი, აგრეთვე, ყველი (საფრანგეთში 400-მდე სახეობის ყველია). საფრანგეთს წამყვანი პოზიცია უჭირავს სოფლის მეურნეობის კუთხითაც. ფართოდ არის გავრცელებული მეღვინეობა. საფრანგეთში ბევრი ატომური და ჰიდროელექტროსადგურია.


საფრანგეთი ტრადიციულად გამორჩეული ქვეყანაა კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის, ფერწერის, მუსიკის, კინემატოგრაფიის, თეატრისა და მეცნიერების კუთხით.


საფრანგეთი არის ბირთვული სახელმწიფო, NATO-სა და ევროკავშირის წევრი, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.


საფრანგეთის ფულის ერთეულია ევრო.


საფრანგეთში გასაფრენად გირჩევთ, ბილეთები კომპანია WizzAir-ში შეიძინოთ. უფრო იაფი დაგიჯდებათ, ოღონდ ავიაბილეთები წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ, როგორც კი ხელსაყრელი ვარიანტი გამოჩნდება. გამგზავრება თბილისიდანაც შეგიძლიათ, თუმცა უფრო ძვირად. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს - wizzair.com.


საფრანგეთში, ცხადია, ბინაც დაგჭირდებათ. ისიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ამისთვის ეწვიეთ airbnb.com-ს, booking.com-ს ან RoomGuru-ს. თუ ამაზე წინასწარ იზრუნებთ, აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის მისაღებ ვარიანტს.


2. პარიზი


პარიზი ტურისტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია. ყოველწლიურად პარიზის რეგიონს 45 მილიონი ტურისტი სტუმრობს, რომელთაგანაც 60 პროცენტი უცხოელები არიან. მის ღირსშესანიშნაობებს შორის არის სახელგანთქმული ადგილები, დაწესებულებები, პარკები და, უბრალოდ, ქუჩებიც კი. ეს ყველა ადგილი და მათი სილამაზე ყოველი კვადრატული მეტრის მდიდარ ისტორიასთან ერთად დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდებათ.



დეტალურად პარიზის შესახებ =>>










© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!