უფასო ონლაინ-მეგზური ჩეხეთსა და პრაღაში


ყველაფერი პრაღის შესახებ

თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური პრაღაში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც ჩეხეთის დედაქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: კულტურა, ვალუტა, ფასები, კვება, ღირსშესანიშნაობები, მოკლე ისტორიული ექსკურსი. თუ პრაღაში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით - პრაღა ხომ ევროპის ულამაზესი ქალაქია, გამორჩეულად ლამაზი ქალაქი. ამაში კი ეს საიტიც დაგეხმარებათ: მოგაწვდით კონკრეტულ სასარგებლო ინფორმაციას და არც რჩევებზე დაგზარდებით, რაც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. პრაღის ისტორია მოკლედ

2. სარჩევი



1. პრაღის ისტორია მოკლედ


პრაღა ჩეხეთის დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. ის ძალზე პოპულარულია ტურისტებს შორის, რომლებიც აქ მოდიან უნიკალური არქიტექტურის, კულტურისა და ტრადიციების გასაცნობად, ადგილობრივი სამზარეულოს გემრიელი კერძების გასასინჯად და, ცხადია, სახელგანთქმული ლუდის დასალევად.


პრაღა ისტორიული ოლქის, ბოჰემიის, ცენტრში მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში მას "ოქროს პრაღას", "ქალაქ-მარგალიტს", "ჩეხეთის მბრძანებელს", "ქვის ოცნებას", "ევროპის გულს" უწოდებდნენ.


პრაღა ერთ-ერთია ევროპის ცხრა ქალაქთაგან, რომლებიც "ევროპული კულტურის დედაქალაქის" საპატიო ტიტულს ატარებენ. ამის მიზეზია მრავალი მუზეუმი და გალერეა უნიკალური კოლექციებით, ათობით თეატრალური სცენა და საკონცერტო დარბაზი, სადაც გასტროლებზე მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოდიან.


პირველი დასახლებები თანამედროვე პრაღის ადგილას VI საუკუნეში ჩნდება. ქალაქის უძველესი ნაწილი მდინარე ვლტავას მარცხენა ნაპირზე განთავსებული პრაღის გრადია. მისი მშენებლობა VIII საუკუნეში დაიწყეს, X საუკუნეში კი პრაღა ჩეხეთის დედაქალაქი გახდა.


იმავე საუკუნეში ვლტავას მარჯვენა ნაპირზე მეორე ციხესიმაგრე - ვიშეგრადი ააგეს. დაბლობზე ამ ორ გრადს შორის და მდინარის გაყოლებაზე გაჩნდა სავაჭრო დასახლებები: "სტარე მესტო", "მალა სტრანა" და "ნოვე მესტო", რომლებიც მხოლოდ 1784 წელს გაერთიანდნენ და რუკაზე ერთიანი ქალაქი პრაღა გაჩნდა. ქალაქის უძველესი ნაწილი მდინარე ვლტავას მარცხენა ნაპირზე განთავსებული პრაღის გრადია. მისი მშენებლობა VIII საუკუნეში დაიწყეს, X საუკუნეში კი პრაღა ჩეხეთის სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა. 1526-1918 წლებში ის ბოჰემიის მთავარი ქალაქი იყო, რომელსაც ჰაბსბურგები მართავდნენ, 1918-1992 წლებში - ჩეხოსლოვაკიის, 1993 წლიდან კი ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქია.


პრაღის მოსახლეობა 1 მილიონ 300 ათასს აჭარბებს. პრაღა ჩეხეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. მისი ისტორიული ნაწილი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.


პრაღა 22 ადმინისტრაციულ მხარედ იყოფა, თუმცა საფოსტო, საარჩევნო, სასამართლო და პოლიციის ადმინისტრაციული კანონმდებლობით კვლავაც 10 საქალაქო მხარედაა დაყოფილი.


პრაღა ჩეხეთისა და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების აღიარებული ცენტრია. ამჟამად იქ 8 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. მათ შორის უძველესია კარლოვის უნივერსიტეტი, დაარსებული 1348 წელს, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, დაარსებული 1707 წელს, და სახვითი ხელოვნების აკადემია, დაარსებული 1799 წელს.


პრაღას უამრავი ტურისტი სტუმრობს. მათ მაგნიტივით იზიდავს ულამაზესი ქუჩები, ძველებური მოედნები, უნიკალური არქიტექტურა, მდიდარი ისტორია, დიდებული ჩეხური ლუდი, ფრანც კაფკა და "ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი" - პრაღის სიმბოლოები.


პრაღაში გასაფრენად გირჩევთ, ბილეთები კომპანია WizzAir-ში შეიძინოთ. უფრო იაფი დაგიჯდებათ, ოღონდ ავიაბილეთები წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ, როგორც კი ხელსაყრელი ვარიანტი გამოჩნდება. გამგზავრება თბილისიდანაც შეგიძლიათ, თუმცა უფრო ძვირად. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს - wizzair.com.


პრაღაში, ცხადია, ბინაც დაგჭირდებათ. ისიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ამისთვის ეწვიეთ airbnb.com-ს, booking.com-ს ან RoomGuru-ს. თუ ამაზე წინასწარ იზრუნებთ, აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის მისაღებ ვარიანტს.


2. სარჩევი


1. პრაღის დათვალიერება.

  1.1. პრაღა 1 დღეში.

  1.2. პრაღა 2 დღეში.

  1.3. პრაღა 3 დღეში.

2. პრაღაში გადაადგილება.

  2.1. პრაღის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

  2.2. პრაღის აეროპორტი.

  2.3. პრაღის მეტროპოლიტენი და სქემა.

  2.4. ჩეხეთის ვალუტა.

3. ჭამა-სმა და ფასები პრაღაში.

  3.1. ჩეხური კერძები.

  3.2. სად ვჭამოთ იაფად პრაღაში.

4. პრაღის ღირსშესანიშნაობები.

  4.1. კარლოვის ხიდი.

  4.2. პრაღის გრადი.

  4.3. ნოვე მესტო.

  4.4. წმინდა ვიტას ტაძარი.

  4.5. მალა სტრანა.

  4.6. სტარომესტსკის მოედანი.

  4.7. ვიშეგრადი.

  4.8. ასტრონომიული საათი.

  4.9. პეტრშინის ბორცვი.

  4.10. უჩვეულო ქანდაკებები პრაღაში.

  4.11. შოპინგი პრაღაში.






© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!