ულამაზესი და მომხიბლავი პრაღა ერთ-ერთი საუცხოო ადგილია შოპინგისთვის. ის არა მხოლოდ საქონლის უდიდესი არჩევანით გამოირჩევა, არამედ ხშირი ფასდაკლებებით, თანაც წელიწადის ოთხივე დროს, განსხვავებით ევროპის სხვა ქვეყნებისგან. ასე რომ, მნიშვნელოვანი ეკონომიის გაწევას მოახერხებთ. აქ ერთმანეთის გვერდითაა კოხტა პატარა ბუტიკები და დიდი სავაჭრო ცენტრები. 50-70-პროცენტიან ფასდაკლებებს მიაგნებთ მაღაზიებში, სადაც გამოკრულია "%" ან "Sleva". პრაღის სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ტურისტებს ლუდხანებზე არანაკლებ იზიდავს.
ჩამოგითვლით რამდენიმე მათგანს, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
სავაჭრო ცენტრი პალადიუმი:
პალადიუმი ხუთი სართულისგან შედგება. მასში 200-ზე მეტი მაღაზია, მათ შორის ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Levi´s, Esprit, Marks&Spencer, Body Shop, Reserved, Tom Tailor, Douglas, H & M, Sephora, Marc O´Polo, Topshop & Topman, Euronics, Geox, Mothercare, Lacoste, Murphy & Nye, Original Marines, AlmiDeco და სხვ.
პალადიუმის მისამართია: რესპუბლიკის მოედანი 1 (Namesti Republiky 1, Praha 1). მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს B ყვითელი ხაზით, გაჩერება Namesti Republiky, ან ტრამვაით №5, 8, 24, 26, 51, 54, 56 და ავტობუსით №207, 294, 505, 511 იმავე გაჩერებამდე.
პალადიუმის პირდაპირ მდებარეობს სავაჭრო ცენტრი კოტვა - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უნივერმაგი ჩეხეთის დედაქალაქში.
მისამართი იგივეა, რაც პალადიუმის. მისასვლელადაც იმავე ტრანსპორტით ისარგებლეთ.
ელიტური ბრენდების მოყვარულებმა ვაცლავის მოედანზე Dum Mody-ში შეიარეთ.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს A მწვანე ან C წითელი ხაზით გაჩერებამდე Muzeum, ან ტრამვაით №3, 9, 14, 24 გაჩერებამდე Václavské náměstí .
ცოტა მოშორებით, სავაჭრო ქუჩაზე Na příkopě, შოპინგის კიდევ ორი ლოკაციაა. ერთია Cerna Ruze (შავი ვარდი), რომელშიც ცნობილი დიზაინერების 50-მდე მაღაზიაა,
მეორე კი Slovansky Dum (სლავური სახლი) ისეთი ცნობილი ბრენდებით როგორიცაა Max Mara, Nike, Geox, Armani, Hugo Boss, Alexander MC QUEEN.
ვაცლავისა და კარლოვის მოედნებს შორის, ვოდიჩკოვას ქუჩაზე, მდებარეობს გალერეა Myšák.
გალერეასთან მეტროს უახლოესი სადგურია Můstek - მწვანე A და ყვითელი B ხაზების გადაკვეთაზე.
არანაკლები პოპულარობით სარგებლობს სავაჭრო ცენტრი Nový Smíchov, სადაც სხვა მაღაზიებთან ერთად სუპერმარკეტი Tesco მდებარეობს.
სავაჭრო ცენტრის მისამართია: Plzenska 8, Praha 5.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს B ყვითელი ხაზით, გაჩერებამდე Anděl.
შემდეგი სავაჭრო ცენტრია Metropole Zlicin:
სავაჭრო ცენტრის მისამართია: Revnická 1, Praha 5.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს B ყვითელი ხაზით, გაჩერებამდე Zlicin.
პრაღის ე.წ. "აუთლეტები" უმეტესწილად გარეუბნებშია განთავსებული. ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Fashion Arena.
აქ 100-ზე მეტი პოპულარული ბრენდის ბუტიკია: Lacoste, Calvin Klein, Mustang, Tommy Hilfiger, Mango, Reebok, Armani, Tom Tailor, Gant, Guess, Ecco, Lee, Levi’s, Nike, Swarovski, Yankee Candle, Versace Jeans და სხვ. შესაძლოა თქვენთვის სასურველი ნივთი 70%-იანი ფასდაკლებითაც კი შეიძინოთ.
სავაჭრო ცენტრის მისამართია: Zamenhofova 440, Praha 10.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს A მწვანე ხაზით, გაჩერებამდე Depo Hostivař, იქიდან კი E პლატფორმიდან - სავაჭრო ცენტრის უფასო საფირმო შატლის ავტობუსით.
წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!!!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია