უფასო ონლაინ-მეგზური გერმანიასა და ბერლინში


ყველაფერი ბერლინის შესახებ

თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური ბერლინში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც გერმანიის დედაქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურული ძეგლები, ფასები, კვება. თუ ბერლინში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით, ვინაიდან ეს ქალაქი ისეთი ლამაზი, მოვლილი და მოწესრიგებულია, რომ სხვაგვარად ვერც იქნება. ამაში კი ეს საიტიც დაგეხმარებათ, რათა კონკრეტული ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. ბერლინის ისტორია მოკლედ

2. სარჩევი



1. ბერლინის ისტორია მოკლედ


ევროპის სხვა დედაქალაქებთან შედარებით ბერლინი შედარებით ახალგაზრდაა. ის მხოლოდ 1237 დაარსდა. XIII საუკუნის დასაწყისში მდინარე შპრეეს ნაპირებზე ორი სავაჭრო დასახლება არსებობდა - კიოლნი და ბერლინი. ისინი მალე გაერთიანდნენ. პირველმა ქალაქს დაარსების წელი აჩუქა, მეორემ კი - სახელწოდება. ზოგი მეცნიერის აზრით, ამ სახელწოდების ფესვები გერმანული "დათვიდან" მოდის, უფრო მეტი კი ფიქრობს, რომ ის სლავური ფუძისაა და "ჭაობს" ნიშნავს, თუმცა აგერ უკვე რამდენი საუკუნეა, ბერლინის სიმბოლო დათვია.



თავდაპირველად ბერლინს საქსონიელი მმართველები მართავდნენ, 1319 წლიდან 1918 წლამდე კი, მთელი 500 წლის განმავლობაში, ისევე, როგორც მთელ გერმანიას, ჰოენცოლერნების დინასტიის წარმომადგენლები.


ბერლინი ფედერაციული რესპუბლიკა გერმანიის დედაქალაქია. მისი მოსახლეობა თითქმის 4 მილიონია. მათი უმრავლესობა ლუთერანია. ბერლინი ქვეყნის 16 მიწიდან ერთ-ერთია და შედგება 12 ადმინისტრაციული ოლქისა (რაიონისა) და მათში შემავალი 96 ქვეოლქისგან (ქვერაიონისგან).


1961 წლიდან ბერლინს ორ ნაწილად ჰყოფდა კედელი. ერთი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ეკუთვნოდა, მეორე - ფედერაციულ რესპუბლიკას. 1989 წელს გერმანია გაერთიანდა, კედელი კი დაანგრიეს.


ბერლინი კონტრასტული, ეკლექტური ქალაქია. მისი თითქმის ყოველი რაიონი დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელი ქალაქი იყო თავისი ცენტრით, არქიტექტურითა და გამორჩეული თვისებებით.


მიიჩნევა, რომ ბერლინი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქალაქია. მას უაღრესად მოწერიგებული სატრანსპორტო სისტემა აქვს. თვალში მოგხვდებათ ველობილიკები - მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ველოსიპედებით გადაადგილდება.


ბერლინში უამრავი ღირსშესანიშნაობაა. ქალაქში საოცარი, განუმეორებელი ატმოსფეროა, რაც ასე იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს ყოველი კუთხიდან.


ბერლინში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ფულის ერთეულია ევრო.


2. სარჩევი


1. ბერლინის დათვალიერება.

  1.1. ბერლინი 1 დღეში.

  1.2. ბერლინი 2 დღეში.

  1.3. ბერლინი 3 დღეში.

  1.4. ბერლინის საექსკურსიო ტრანსპორტი.

2. ბერლინში გადაადგილება.

  2.1. ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

  2.2. ბერლინის აეროპორტი.

  2.3. ბერლინის მეტროპოლიტენი და სქემა.

3. ჭამა-სმა და ფასები ბერლინში.

  3.1. გერმანული კერძები.

  3.2. სად ვჭამოთ იაფად ბერლინში.

  3.3. შოპინგი ბერლინში.

4. ბერლინის ღირსშესანიშნაობები.

  4.1. ალექსანდერპლაცი.

  4.2. ბრანდენბურგის კარიბჭე.

  4.3. რაიხსტაგი.

  4.4. პოტსდამის მოედანი.

  4.5. მუზეუმების კუნძული.

  4.6. ბერლინის საკათედრო ტაძარი.

  4.7. ტირგარტენის პარკი.

  4.8. ბერლინის ზოოპარკი.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!