უფასო ონლაინ-მეგზური გერმანიასა და ბერლინში


 გერმანული სამზარეულო და კერძები

გერმანული სამზარეულოს უმთავრესი თავისებურება ხორციანი კერძების დიდი რაოდენობაა. ღორის ხორცი აქ ყველანაირი სახით გამოიყენება - შემწვარით დაწყებული და სოსისებით დამთავრებული. ტრადიციული გერმანული სამზარეულო დიეტურობით ნამდვილად არ გამოირჩევა. გერმანელებს უყვართ მაძღრისად ჭამა. და საერთოდ, გერმანიის ნაციონალურ კერძებს ნოყიერება და ცხიმიანობა ახასიათებთ. მაგრამ ისინი აუცილებლად უნდა გასინჯოთ, ვინაიდან მათი გემო არასოდეს დაგავიწყდებათ. იგივე ითქმის გერმანულ ლუდზე - ის გერმანელების საყვარელი სასმელია. შემოგთავაზებთ გერმანული სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ კერძებს მოკლე აღწერითა და ფოტოსურათებით.


ვაისვურსტი (Weißwurst) - თეთრი სოსისი. ინგრედიენტებია: ღორის და ხბოს ხორცის ფარშის ნაზავი, სანელებლები, ლიმონის ცედრა, ხახვი და კვერცხის ცილა. ეს კერძი პირველად მიუნხენში გაჩნდა 1857 წელს. მას, როგორც წესი, დღის პირველ ნახევარში მიირთმევენ. აი, როგორ გამოიყურება ის:



ზაუერკრაუტი (Sauerkraut) - მჟავე კომბოსტო. მას სპეციალური წესით ამზადებენ და მოფერებით "კრაუტს" ეძახიან:



რინდერრულადენი (Rinderrouladen) - საქონლის ხორცის რულეტი. კერძია. მის დასამზადებლად გამოიყენება: საქონლის ხორცი, ბეკონი, მდოგვი, ხახვი, ცოტა მჟავე კიტრი, ბულიონის სოუსი:



მაულტაშენი (Maultaschen) - გიგანტური პელმენი. მის მოსამზადებლად იყენებენ დაქუცმაცებულ საქონლის ხორცს, ქონს, ლორს, ხახვს, ნიახურს, მუსკატს, მაიორანს, ოხრახუშს:



ბერლინური აისბანი (Berliner Eisbein) - შებრაწული ღორის კანჭი ნივრით, ხახვით, სანელებლებით:



აინტოფი (Eintopf) - გერმანული სქელი სუპი. ინგრედიენტებია: სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო, ხორცი, სოსისი, პარკოსნები:



ლაბსკაუსი (Labskaus) - სუპი-პაშტეტი. ინგრედიენტებია: დამარილებული საქონლის ხორცი, მჟავე ჭარხალი, კიტრი, ხახვი, კარტოფილი, ქაშაყი:



კენიგსბერგული კლოპსი (Koenigsberger Klopse) - მის დასამზადებლად გამოიყენება: ხბოს ხორცის ფარში, პური, ანჩოუსი, კვერცხი, კარტოფილი, ლიმონის წვენი, მდოგვი, თეთრი ღვინო:



ყალბი კურდღელი (Falscher Hase) - ინგრედიენტებია: ღორის ხორცის ფარში, ხახვი, კარტოფილი, მაგრად მოხარშული კვერცხი:



შვარცვალდური ალუბლის ტორტი (Schwarzwaelder Kirschtorte) - ე.წ. "შავი ტყე". ძალზე პოპულარული უგემრიელესი დესერტი:



დრეზდენური შტოლენი (Dresdner Stollen) - XV საუკუნის კერძი. ინგრედიენტებია: ფქვილი, კაკალი, მარციპანი, ქიშმიში, ცუკატი, სანელებლები:



ზაუერბრატენი (Sauerbraten) - სიტყვასიტყვით - "მჟავე შემწვარი ხორცი". ინგრედიენტებია: საქონლის ან ღორის ხორცი, ღვინის ძმარი, წითელი ღვინო, სანელებლები:


მე გერმანული კერძების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი შემოგთავაზეთ. ცხადია, კიდევ მრავალი კერძი არსებობს. მოდი, ამით დავკმაყოფილდეთ, დანარჩენს კი შეგიძლიათ თვითონ გაეცნოთ გერმანიაში ყოფნისას.














© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!