უფასო ონლაინ-მეგზური იტალიასა და რომში


ყველაფერი რომის შესახებ

რომი - იტალიის დედაქალაქი, "მარადიული" ქალაქი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და რომის იმპერიის დედაქალაქია. ის ყველა ადამიანმა ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ მაინც უნდა ნახოს. თქვენ წინაშეა ყველაზე სრული უფასო ონლაინ-მეგზური რომში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც იტალიის დედაქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურული ძეგლები, ფასები, კვება. რომი ე.წ. "იტალიური ჩექმის" - აპენინის ნახევარკუნძულის - ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთ მხარეში მდებარეობს, იმ ადგილთან ახლოს, სადაც მდინარე ტიბროსი ტირენეის ზღვაში ჩაედინება. თუ რომში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით, ამაში კი ეს საიტიც დაგეხმარებათ, რათა კონკრეტული ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. რომის შესახებ მოკლედ

2. სარჩევი



1. რომის შესახებ მოკლედ


რომის დაარსების თარიღად ძველი წელთაღრიცხვის 753 წელი მიიჩნევა, დამაარსებლებად კი - ტყუპი ძმები რომულუსი და რემუსი, რომლებიც ძუ მგელმა გაზარდა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ძმებმა ქალაქის აშენება გადაწყვიტეს, მაგრამ მათ შორის წამოჭრილი უთანხმოების შედეგად, რომულუსმა რემუსი მოკლა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სახელი რომი (იტალიურად Roma) სწორედ რომის დამაარსებლისა და პირველი მეფის, რომულუსის სახელიდან მომდინარეობს, თუმცა შესაძლოა პირიქითაც იყოს. ზოგიც ფიქრობს, რომ ის უკავშირდება რუმონს - მდინარე ტიბროსის ანტიკურ სახელს, ეტრუსკულ სიტყვა "რუმა"-ს ("საწოვარა" - ძმები ხომ ძუ მგელმა გამოკვება) ან ბერძნულ სიტყვა "რჰომე"-ს, რაც ძალას ნიშნავს. ქვემოთ მოყვანილი ბრინჯაოს ეტრუსკული ქანდაკება ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნით თარიღდება.



რომი თანმიმდევრულად იყო რომის სამეფოს, რომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის დედაქალაქი. 1871 წელს რომი გახდა იტალიის სამეფოს, 1946 წელს კი იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქი. იმავდროულად, ის არის ლაციოს რეგიონის დედაქალაქიც.


რომის მეტროპოლიაში ცხოვრობს 4,3 მილიონი ადამიანი. ქალაქი დაყოფილია 15 ადმინისტრაციულ ერთეულად - მუნიციპიოდ, ისტორიული ცენტრი (Centro Storico) - 22 რაიონად. ყველა რაიონი პირველი მუნიციპიოს შემადგენლობაშია.


მეფეთა მიერ აგებული რომი გაშენებული იყო 7 ბორცვზე. ესენია: ავენტინი, ცელიუსი, კაპიტოლიუმი, ესკვილინი, პალატინი, კვირინალი და ვიმინალი. მათი სიმაღლე ზღვის დონიდან 13-დან 139 მეტრამდე მერყეობს. რომში მიედინება ორი მდინარე - ტიბროსი და ანიენი, - რომლებიც ერთმანეთს ისტორიული ცენტრიდან ჩრდილოეთით უერთდება.


რომის საზღვრებში შედის დამოუკიდებელი ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანი.


აი, როგორ გამოიყურება რომის დროშა და გერბი:



ფარზე გამოსახულია ბერძნული ჯვარი და ასოები SPQR, რაც ქალაქის დევიზს აღნიშნავს: "სენატი და რომაელი ხალხი".


რომში განთავსებულია სახელმწიფოს ყველა ინსტიტუცია, მრავალი საერთაშორისო და მსოფლიო დონის სამეცნიერო, კულტურული და პოლიტიკური ორგანიზაცია. რომის ეკონომიკაში წამყვან როლს ასრულებს მომსახურება, მაღალტექნოლოგიურ კომპანიები, სამშენებლო და საბანკო საქმიანობა. რომი მსოფლიო მოდის მეოთხე უმნიშვნელოვანესი ცენტრია მილანის, ნიუ-იორკისა და პარიზის შემდეგ.


რომში უამრავი ღირსშესანიშნაობაა, რაც ასე იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს ყოველი კუთხიდან. აქ ყოველწლიურად 7-10 მილიონი ტურისტი ჩამოდის.


რომში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ფულის ერთეულია ევრო.


რომი არის სამშობლო ლათინური ენისა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკურ ეპოქაში. მედიცინაში ის ახლაც გამოიყენება. თანამედროვე დასავლური სამყაროს სამართალი კი რომის იმპერიის კანონმდებლობაზეა დაფუძნებული.


რომი ექსკლუზიურად დაძმობილებულია მხოლოდ ერთ ქალაქთან - პარიზთან. ეს ორი ქალაქი ასეთ ფრაზაზე შეთანხმდა: "მხოლოდ პარიზი შეედრება რომს და მხოლოდ რომია პარიზის ღირსი."


ცნობილია გამოთქმა: "ყველა გზა რომში მიდის". თუ იტალიის დედაქალაქში არასოდეს ყოფილხართ, გირჩევთ ის აუცილებლად მოინახულოთ!



2. სარჩევი


1. რომის დათვალიერება.

  1.1. რომი 1 დღეში.

  1.2. რომი 2 დღეში.

  1.3. რომი 3 დღეში.

  1.4. რომის საექსკურსიო ტრანსპორტი.

2. რომში გადაადგილება.

  2.1. რომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

  2.2. რომის აეროპორტი.

  2.3. რომის მეტროპოლიტენი და სქემა.

  2.4. უსაფრთხოება რომში.

3. ჭამა-სმა და ფასები რომში.

  3.1. იტალიური და რომაული კერძები.

  3.2. სად ვჭამოთ იაფად რომში.

  3.3. შოპინგი რომში.

4. რომის ღირსშესანიშნაობები.

  4.1. კოლოსეუმი.

  4.2. წმინდა პეტრეს ტაძარი.

  4.3. პანთეონი.

  4.4. ვატიკანი.

  4.5. სიქსტეს კაპელა.

  4.6. ტრევის შადრევანი.

  4.7. ესპანური კიბე.

  4.8. ვილა ბორგეზე.

  4.9. სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკა.

  4.10. რომის ფორუმი.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!