უფასო ონლაინ-მეგზური რომში


 იტალიური და რომაული კერძები

იტალიური სამზარეულო მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ამაში მთავარი როლი თვითონ იტალიელებმა ითამაშეს. ისინი უდიდეს ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რას მიირთმევენ. იტალიური სამზარეულოს ყველა კერძი მხოლოდ ახალი პროდუქტებისგან კეთდება. თვითონ ჭამის პროცესი კი იტალიელებისთვის ნამდვილი დღესასწაულია, რომელსაც აჩქარება არ უყვარს. ისინი დიდხანს ტკბებიან ყოველი ლუკმით. იტალიური სამზარეულოს კერძები არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. მათში საუცხოოდ ერწყმის ერთმანეთს მარცვლეული, ბოსტნეული, ყველი, მწვანილი, ზღვის პროდუქტები და, რა თქმა უნდა, ზეითუნის ზეთი. აღსანიშნავია, რომ კულინარიული შედევრების უმრავლესობის მომზადებისას აუცილებელი არაა რეცეპტის მკაცრად დაცვა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გულსართავის ინგრედიენტები თავისი გემოვნებით გამოიყენოს. შემოგთავაზებთ იტალიური სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ კერძებს მოკლე აღწერითა და ფოტოსურათებით.


პიცა (Pizza) - იტალიის ნაციონალური კერძი. ის მრავალნაირია. ინგრედიენტებია: ფქვილი, პომიდორი, ტომატის პასტა, ყველი (სასურველია მოცარელა), კვერცხი, მაიონეზი, ძეხვი:



განათავსე შენი რეკლამა აქ!





პასტა (Pasta) - იტალიელები მას თითქმის ყოველდღე მიირთმევენ. ინგრედიენტებია: მაკარონი (უმეტესწილად - სპაგეტი), სოუსი, ქათმის ხორცი, სოკო, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ყველი:



რიზოტო (Risotto) - ბულიონზე მომზადებული ბრინჯის კერძი. მის დასამზადებლად გამოიყენება: ბრინჯი (სასურველია მრგვალი), ზეითუნის ზეთი, ხახვი, ყველი, თეთრი ღვინო, ნიორი, ქათმის ხორცი/ბეკონი:



ტორტელინი (Tortellini) - იტალიური პელმენი ხორცით, ყველით ან ბოსტნეულით. ინგრედიენტებია: ფქვილი, მორტადელა (მოხარშული ძეხვი ბოლონიიდან), პარმეზანი, კვერცხი, მუსკატის კაკალი:



ლაზანია (Lasagna) - ერთგვარი ფენოვანი ღვეზელი. არ აგერიოთ გერმანულ ლაზანიაში. მის მოსამზადებლად იყენებენ პარმეზანს, ლორს, მოცარელას, რიკოტს, საქონლის ხორცს:



მინესტრონე (Minestrone) - იტალიური სუპი. ინგრედიენტებია: სტაფილო, ხახვი, კიტრი, მაკარონი, პომიდორი, წიწაკა, მწვანილი, ყველი პარმეზანი, ბეკონი, ნიორი:



სალიამი და პროშუტო (Affettati misti) - პარმული ლორი. მოაქვთ სუფრაზე, როგორც საუზმეული ან ხორცის ასორტის შემადგენლობაში სადილის ან ვახშმის წინ. იტალიელებს უყვართ მისი დადება პურის ნატეხებზე ან გრისინიზე (პურის ღერებზე):



ტირამისუ (Tiramisu) - მთელ მსოფლიოში ცნობილი ეს მრავალფენიანი დესერტი 1971 წელს გამოიგონა კონდიტერმა რობერტო ლინგიანოტომ იტალიის ქალაქ ტრევიზოში. მისი ინგრედიენტებია: ყველი მასკარპონე, ყავა (როგორც წესი, ესპრესო), ქათმის კვერცხი, შაქარი და ნამცხვარი სავოიარდი:



წიწილა პარმინიანა (Chicken Parmigiana) - ინგრედიენტებია: ქათმის ფილე, ზეითუნის ზეთი, როზმარინი, იტალიური ოხრახუში, ტომატის სოუსი, გახეხილი მოცარელა, გახეხილი პარმეზანი, უმარილო ნაღების კარაქი:



ჯელატო (Gelato) - ნაყინის მსგავსი დესერტი. ინგრედიენტები: რძე, ნაღები, შაქარი, თხილი, ხილი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, ცუკატი, თაფლი, კარამელი, ლიქიორი. გაითვალისწინეთ, რომ სწრაფად დნება და აჯობებს, ჭიქით აიღოთ:




რავიოლი (ravioli) - გარეგნულად პელმენს ჰგავს, მზადდება სხვადასხვა შიგთავსისგან. იტალიურ ლიტერატურაში პირველად XIII საუკუნეში მოიხსენიება. ინგრედიენტებია: ფქვილი, კვერცხი, ზეითუნის ზეთი, ქათმის ფარში (შეიძლება იხვის ხორცი, გოგრა, ხაჭო, ყველი და სოკო, მოცარელა და ა.შ.), ხახვი, ნიორი, ქინძი, მარილი, წიწაკა:



ჩამოვთვლით კიდევ რამდენიმე კერძს.


პანინი (panini) - დახურული ბუტერბროდი ან სენდვიჩი:



ბრუსკეტა (bruschetta) - ერთგვარი ბუტერბროდი შებრაწულ პურზე:



პანნა კოტა (panna cotta) - იტალიური დესერტი ნაღებისგან, შაქრისა და ვანილისგან:



აი, არასრული სია იტალიური კერძებისა, რომლებიც შეგიძლიათ რომში ყოფნისას გასინჯოთ.


ახლა კი რამდენიმე რომაულ კერძს შემოგთავაზებთ:


სალტიმბოკა ალლა რომანა (Saltimbocca alla Romana) - ინგრედიენტები: ხბოს ხორცი, პროშუტო, სალბი, კარაქი, ზეითუნის ზეთი, თეთრი მშრალი ღვინო, ფქვილი, მარილი, შავი პილპილი:



სკალოპინე ალლა რომანა (Scaloppine alla romana) - ინგრედიენტები: ღორის სტეიკი (ან წიწილა), სატაცური, სალათის ფურცლები, პროშუტო, სალბი, თეთრი ღვინო, ქათმის ბულიონი, ზეითუნის ზეთი, კარაქი, ძმარი, ხის ჩხირები:



კოდა ალლა ვაჩინარა (Coda alla vaccinara) - ინგრედიენტები: ხარის კუდი, ბეკონი, ზეითუნის ზეთი, ნიახური, მიხაკი, ნიორი, სტაფილო, ხახვი, დაფნა, ტომატის პასტა, წითელი მშრალი ღვინო, ჯავზი, შავი პილპილი, დარიჩინი:



ტრიპა (Trippa) - ინგრედიენტები: საქონლის ხორცი, პანჩეტა, ხახვი, სტაფილო, ნიახური, თეთრი ღვინო, ტომატის პიურე, პიტნა, ყველი "პეკორინო", მარილი, პილპილი:













© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!