უფასო ონლაინ-მეგზური იტალიასა და მილანში


ყველაფერი მილანის შესახებ

მილანი ლომბარდიის რეგიონის დედაქალაქი და სიდიდით იტალიის მეორე ქალაქია. ის იტალიის ფინანსურ-ეკონომიკური მთავარი და მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ცენტრია. გთავაზობთ ყველაზე სრულ უფასო ონლაინ-მეგზურს მილანში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც იტალიის ამ გამორჩეული ქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურული ძეგლები, ფასები, კვება, შოპინგი. მილანში ჩასულებს წინ დიდი სიამოვნება გელით, ვინაიდან აქ ცხოვრება დუღს, ერთმანეთს ერწყმის ძველი დიდებულება და თანამედროვეობა. მოგაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. მილანის შესახებ მოკლედ

2. სარჩევი



1. მილანის შესახებ მოკლედ


მილანი (იტალიურად Milano), რომთან ერთად, იტალიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 600 წელს დააარსეს გალებმა. მილანი რამდენჯერმე რომის იმპერიის დედაქალაქიც იყო. ლათინურად მას "მედიოლანუმი" ეწოდებოდა, რაც ხეობის შუაგულს ნიშნავს - მილანი მდინარე პოს ხეობაში მდებარეობს ზღვის დონიდან 120 მეტრზე. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის გამო მას მეორე რომსაც (Roma secunda) უწოდებდნენ.


ძველი წელთაღრიცხვით 22 წელს მილანი რომაელებმა დაიპყრეს, 286 წლიდან კი ის დასავლეთ რომის ომპერიის დედაქალაქი და იმპერატორების რეზიდენცია გახდა. 1162 წელს მილანი გერმანიის იმპერატორმა ფრიდრიხ I-მა ბარბაროსამ დაიპყრო და დაარბია. ბარბაროსა 1176 წელს დაამარცხეს. ქალაქის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეპოქა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლების სათავეში 1277 წელს ვისკონტი, 1450 წელს კი სფორცა მოვიდა. მილანში ჩავიდნენ სახელგანთქმული მხატვრები და არქიტექტორები, მათ შორის ლეონარდო და ვინჩი და დონატო ბრამანტე, გაჩნდა მრავალი ახალი ნაგებობა. 1530 წლიდან ქალაქს ესპანელი ჰაბსბურგები მართავდნენ, 1714-1768 და 1814-1859 წლებში - ავსტრიელები, 1796-1814 წლებში კი - ფრანგები. XIX საუკუნეში, ავსტრიელების მმართველობისას, მილანი გახდა რისორჯიმენტოს - იტალიის გაერთიანებისთვის ბრძოლის ინტელექტუალური ცენტრი, 1845 წლიდან კი - ჩრდილოეთ იტალიის ინდუსტრიული მეტროპოლია.


ასე გამოიყურება მილანის გერბი:



მილანში დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი 9 რაიონად (ზონად) იყოფა.


მილანში მდებარეობს იტალიის საფონდო ბირჟა, საფინანსო და სავაჭრო კომპანიები, მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლები - Giorgio Armani, Gianni Versace, Dolce & Gabbana, Prada და სხვ. თებერვალსა და სექტემბერში იმართება მოდის კვირეული.


მილანში მრავალი ღირსშესანიშნაობაა - ტაძრები, მუზეუმები, სახელგანთქმული თეატრი "ლა სკალა", ევროპის უძველესი ბიბლიოთეკა, იტალიაში პირველი ცათამბჯენი, მილანის უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი, ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორია და ა.შ.


მილანის მფარველია წმინდა ამბროსი მედიოლანელი - ეპისკოპოსი, მქადაგებელი, ღვთისმეტყველი და პოეტი. მისი ხსენების დღე, 7 დეკემბერი, ქალაქის დღედ მიიჩნევა.


მილანში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ფულის ერთეულია ევრო.


გთავაზობთ მილანის მთავარი ქუჩებისა და ღირსშესანიშნაობების ორ რუკას:




2. სარჩევი


1. მილანის დათვალიერება.

  1.1. მილანი 1 დღეში.

  1.2. მილანი 2 დღეში.

  1.3. მილანი 3 დღეში.

  1.4. მილანის საექსკურსიო ტრანსპორტი.

2. მილანში გადაადგილება.

  2.1. მილანის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

  2.2. მილანის აეროპორტი.

  2.3. მილანის მეტროპოლიტენი და სქემა.

  2.4. უსაფრთხოება მილანში.

3. ჭამა-სმა და ფასები მილანში.

  3.1. იტალიური და მილანური კერძები.

  3.2. სად ვჭამოთ იაფად მილანში.

  3.3. შოპინგი მილანში.

4. მილანის ღირსშესანიშნაობები.

  4.1. მილანის საკათედრო ტაძარი დუომო.

  4.2. სფორცას ციხეკოშკი.

  4.3. თეატრი ლა სკალა.

  4.4. ბრერას პინაკოთეკა.

  4.5. სანტა-მარია-დელე-გრაციე.

  4.6. ლეონარდო და ვინჩის მუზეუმი.

  4.7. პოლდი-პეცოლის მუზეუმი.

  4.8. პარკი სემპიონე.

  4.9. ვიტორიო ემანუელ II-ის გალერეა.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!