უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


 იტალიური და მილანური კერძები

იტალიური სამზარეულო მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ამაში მთავარი როლი თვითონ იტალიელებმა ითამაშეს. ისინი უდიდეს ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რას მიირთმევენ. იტალიური სამზარეულოს ყველა კერძი მხოლოდ ახალი პროდუქტებისგან კეთდება. თვითონ ჭამის პროცესი კი იტალიელებისთვის ნამდვილი დღესასწაულია, რომელსაც აჩქარება არ უყვარს. ისინი დიდხანს ტკბებიან ყოველი ლუკმით. იტალიური სამზარეულოს კერძები არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. მათში საუცხოოდ ერწყმის ერთმანეთს მარცვლელული, ბოსტნეული, ყველი, მწვანილი, ზღვის პროდუქტები და, რა თქმა უნდა, ზეითუნის ზეთი. აღსანიშნავია, რომ კულინარიული შედევრების უმრავლესობის მომზადებისას აუცილებელი არაა რეცეპტის მკაცრად დაცვა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გულსართავის ინგრედიენტები თავისი გემოვნებით გამოიყენოს. შემოგთავაზებთ იტალიური სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ კერძებს მოკლე აღწერითა და ფოტოსურათებით.


პიცა (Pizza) - იტალიის ნაციონალური კერძი. ის მრავალნაირია. ინგრედიენტებია: ფქვილი, პომიდორი, ტომატის პასტა, ყველი (სასურველია მოცარელა), კვერცხი, მაიონეზი, ძეხვი:



განათავსე შენი რეკლამა აქ!





პასტა (Pasta) - იტალიელები მას თითქმის ყოველდღე მიირთმევენ. ინგრედიენტებია: მაკარონი (უმეტესწილად - სპაგეტი), სოუსი, ქათმის ხორცი, სოკო, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ყველი:



რიზოტო (Risotto) - ბულიონზე მომზადებული ბრინჯის კერძი. მის დასამზადებლად გამოიყენება: ბრინჯი (სასურველია მრგვალი), ზეითუნის ზეთი, ხახვი, ყველი, თეთრი ღვინო, ნიორი, ქათმის ხორცი/ბეკონი:



ტორტელინი (Tortellini) - იტალიური პელმენი ხორცით, ყველით ან ბოსტნეულით. ინგრედიენტებია: ფქვილი, მორტადელა (მოხარშული ძეხვი ბოლონიიდან), პარმეზანი, კვერცხი, მუსკატის კაკალი:



ლაზანია (Lasagna) - ერთგვარი ფენოვანი ღვეზელი. არ აგერიოთ გერმანულ ლაზანიაში. მის მოსამზადებლად იყენებენ პარმეზანს, ლორს, მოცარელას, რიკოტს, საქონლის ხორცს:



მინესტრონე (Minestrone) - იტალიური სუპი. ინგრედიენტებია: სტაფილო, ხახვი, კიტრი, მაკარონი, პომიდორი, წიწაკა, მწვანილი, ყველი პარმეზანი, ბეკონი, ნიორი:



სალიამი და პროშუტო (Affettati misti) - პარმული ლორი. მოაქვთ სუფრაზე, როგორც საუზმეული ან ხორცის ასორტის შემადგენლობაში სადილის ან ვახშმის წინ. იტალიელებს უყვართ მისი დადება პურის ნატეხებზე ან გრისინიზე (პურის ღერებზე):



ტირამისუ (Tiramisu) - მთელ მსოფლიოში ცნობილი ეს მრავალფენიანი დესერტი 1971 წელს გამოიგონა კონდიტერმა რობერტო ლინგიანოტომ იტალიის ქალაქ ტრევიზოში. მისი ინგრედიენტებია: ყველი მასკარპონე, ყავა (როგორც წესი, ესპრესო), ქათმის კვერცხი, შაქარი და ნამცხვარი სავოიარდი:



წიწილა პარმინიანი (Chicken Parmigiana) - ინგრედიენტებია: ქათმის ფილე, ზეითუნის ზეთი, როზმარინი, იტალიური ოხრახუში, ტომატის სოუსი, გახეხილი მოცარელა, გახეხილი პარმეზანი, უმარილო ნაღების კარაქი:



ჯელატო (Gelato) - ნაყინის მსგავსი დესერტი. ინგრედიენტები: რძე, ნაღები, შაქარი, თხილი, ხილი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, ცუკატი, თაფლი, კარამელი, ლიქიორი. გაითვალისწინეთ, რომ სწრაფად დნება და აჯობებს, ჭიქით აიღოთ:




რავიოლი (ravioli) - გარეგნულად პელმენს ჰგავს, მზადდება სხვადასხვა შიგთავსისგან. იტალიურ ლიტერატურაში პირველად XIII საუკუნეში მოიხსენიება. ინგრედიენტებია: ფქვილი, კვერცხი, ზეითუნის ზეთი, ქათმის ფარში (შეიძლება იხვის ხორცი, გოგრა, ხაჭო, ყველი და სოკო, მოცარელა და ა.შ.), ხახვი, ნიორი, ქინძი, მარილი, წიწაკა:



ჩამოვთვლით კიდევ რამდენიმე კერძს.


პანინი (panini) - დახურული ბუტერბროდი ან სენდვიჩი:



ბრუსკეტა (bruschetta) - ერთგვარი ბუტერბროდი შებრაწულ პურზე :



პანნა კოტა (panna cotta) - იტალიური დესერტი ნაღებისგან, შაქრისა და ვანილისგან:



აი, არასრული სია იტალიური კერძებისა, რომლებიც შეგიძლიათ მილანში ყოფნისას გასინჯოთ.


ახლა კი მილანურ კერძებზე გადავიდეთ:


რიზოტო მილანურად (Risotto milanese) - მის დასამზადებლად გამოიყენება: ქათმის ბულიონი, შაფრანი, კარაქი ან ზეითუნის ზეთი, ხახვი, მრგვალი ბრინჯი ყველი "პარმეზანი", შავი პილპილი, მარილი:



ოსობუკო მილანურად (Ossobuco milanese) - მის დასამზადებლად გამოიყენება: სტეიკი, ზეითუნის ზეთი, ნაღების კარაქი, სტაფილო, ხახვი, ნიორი, ნიახური, ოხრახუში, ფქვილი, თეთრი ღვინო, ტომატის პასტა, ქათმის ბულიონი, როზმარინი, ჯავზი, მარილი და წიწაკა:



პოლენტა (Polenta) - ინგრედიენტებია: სიმინდის ფქვილი, კარაქი, ყველი "პარმეზანი", წყალი, მარილი, შავი პილპილი:



კექსი პანეტონე (Panettone) - მის დასამზადებლად გამოიყენება: რძე, კარაქი, კვერცხი, საფუარი, ფქვილი, შაქარი, მარილი, ცუკატი, ქიშმიში, კედრის წიპწიპო, ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი, ვანილი, ფქვილი, შაქარი:



კასოლა (Cassoeula) - ინგრედიენტებია: ღორის ხორცი (ნაკლებად ძვირფასი ნაწილები), ხახვი, სტაფილო, ნიახური, შავი პილპილი, კომბოსტო:



კოტლეტი მილანურად (Cotoletta alla milanese) - მის დასამზადებლად გამოიყენება: ღორის ხორცი, კვერცხი, ყველი "პარმეზანი", ერბო, ორცხობილა, მარილი, შავი პილპილი:



კანონჩინი (Cannoncini) - ინგრედიენტებია: კვერცხი, ფქვილი, შაქარი, ფენოვანი ცომის გაყინული ფურცელი, რძე, ვანილი, ფქვილი შაქარი:



სპაგეტი მილანურად (Spaghetti alla milanese) - მის დასამზადებლად გამოიყენება: სპაგეტი, მარილი, წიწაკა, კარაქი, ხახვი, ფქვილი, წყალი, ტომატის პიურე, ლორი, სოკო:



შეგერგოთ!!!












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!