უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


ყველაფერი ბარსელონის შესახებ

ბარსელონა კატალონიის ავტონომიის დედაქალაქი, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ესპანეთის მეორე ქალაქი და საკმაოდ დიდი საზღვაო ნავსადგურია. იბერიის ნახევარკუნძულის ამ პატარა ნაწილს უმდიდრესი ისტორია აქვს. აქ "თავი აღინიშნეს" ძველრომაელმა დამპყრობლებმა, ვესტგოთების გერმანულმა ტომებმა და მებრძოლმა ბერბერებმაც კი. კარგა ხანია, ბარსელონა ყველაზე მოდური ტურისტული მიმართულებების საუკეთესო ოცეულში შედის. ქალაქში ყველაფერი გაგაოცებთ: დაწყებული გაუდის ეპატაჟური ნამუშევრებით და დამთავრებული ქალაქის ბაზრით. ათობით მუზეუმი, ისტორიული კვარტალები და შუა საუკუნეების ქანდაკებები უხვადაა გაჯერებული ღამის კლუბებითა და მოდური მაღაზიებით. თანამედროვე ბარსელონა ტოლერანტობითაც გამოირჩევა. მოგაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. ბარსელონის შესახებ მოკლედ

2. სარჩევი



1. ბარსელონის შესახებ მოკლედ


როგორც ჭეშმარიტ პატრიოტებს, ბარსელონელებსაც ახასიათებთ მშობლიური ქალაქის ისტორიის ოდნავ შელამაზება. მაგალითად, აქ სერიოზულად სჯერათ, რომ კატალონიის დედაქალაქი თვით ჰერაკლემ დააარსა. თავდაპირველად ბარსელონას ბარსინო ერქვა: ამ ადგილებში დამკვიდრებული კართაგენელი მხედართმთავრის, ჰამილკარ ბარკის პატივსაცემად. ჩვ.წელთაღრიცხვამდე 133 წელს ქალაქს რომაელები "ესტუმრნენ", რასაც მოწმობს ქალაქის ქუჩების მათთვის დამახასიათებელი დაგეგმარება (გოტიკური კვარტალი) და სამხედრო ზღუდეების ნარჩენები. მალე კატალონია გემრიელ ლუკმად გადაიქცა მებრძოლი ტომებისთვის. შედეგად, ბარსელონა ჯერ ვესტგოთებმა დაიკავეს, მოგვიანებით კი ის არაბებს დაუთმეს. თუმცა 801 წელს ლუდოვიკო "ღვთისმოსავმა" ქალაქი გამოიხსნა და მისი სახით ესპანური მარკის დედაქალაქი დააარსა, ოღონდ სრული დამოუკიდებლობა ვერ უზრუნველყო.


ბარსელონისთვის სერიოზული გამოცდა გახდა მონაწილეობა ბრძოლაში ესპანური მემკვიდრეობისთვის, რომლის გამოც დიდხანს იყო ალყაში, რის შემდეგაც ის შეტევით აიღეს და ნაწილობრივ დაანგრიეს (ამ დროისთვის მან უკვე მოასწრო ყოფნა კატალონიურ-არაგონულ კონფედერაციასა და კატალონიურ რესპუბლიკაში).


1450 წელს ქალაქში გაიხსნა სახელგანთქმული ბარსელონის უნივერსიტეტი.


1809 წელს საფრანგეთმა კატალონიის პროვინციისა და ბარსელონის ანექსია მოახდინა. მას შემდეგ, რაც 1814 წელს ნაპოლეონმა უარი თქვა ტახტზე, ქალაქი კვლავ ესპანეთს დაუბრუნდა.


XIX საუკუნეში კატალონიის დედაქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სრულად აღორძინება და განვითარება კი XX საუკუნეში დაიწყო.


ასე გამოიყურება ბარსელონის დროშა:



დროშაზე გამოსახულია წმინდა გიორგის - ქალაქის მფარველის - ჯვარი და წითელ-ყვითელი ზოლები - ძველი არაგონის სამეფოს სიმბოლო.


ბარსელონაში დაახლოებით 1 მილიონ 664 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ბარსელონის აგლომერაციაში - 3 მილიონზე მეტი. ქალაქი 10 ადმინისტრაციულ რაიონად იყოფა. თითოეულ მათგანს საკუთარი საბჭო მართავს.


1992 წელს ბარსელონაში გაიმართა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 2004 წელს კი - მსოფლიო კულტურის ფორუმი, რომელიც 141 დღე გრძელდებოდა.


ბარსელონაში მრავალი ღირსშესანიშნაობაა - ტაძრები, მუზეუმები, არქიტექტურული ძეგლები, პარკები. მათგან უმთავრესს ქვემოთ, სარჩევში იხილავთ და გაეცნობით. ქალაქი ცნობილია თავისი პლაჟებით. ხუთკილომეტრიან სანაპიროზე რვა პლაჟია განთავსებული.


ბარსელონაში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ფულის ერთეულია ევრო.


გთავაზობთ ბარსელონის ღირსშესანიშნაობების სახალისო რუკას:




2. სარჩევი


1. ბარსელონის დათვალიერება.

  1.1. ბარსელონა 1 დღეში.

  1.2. ბარსელონა 2 დღეში.

  1.3. ბარსელონა 3 დღეში.

  1.4. ბარსელონის საექსკურსიო ტრანსპორტი.

2. ბარსელონაში გადაადგილება.

  2.1. ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

  2.2. ბარსელონის აეროპორტი.

  2.3. ბარსელონის მეტროპოლიტენი და სქემა.

  2.4. უსაფრთხოება ბარსელონაში.

3. ჭამა-სმა და ფასები ბარსელონაში.

  3.1. კატალონიური კერძები ბარსელონაში.

  3.2. სად ვჭამოთ იაფად ბარსელონაში.

  3.3. შოპინგი ბარსელონაში.

4. ბარსელონის ღირსშესანიშნაობები.

  4.1. გოტიკური კვარტალი.

  4.2. კატალონიის მოედანი.

  4.3. ბარსელონის საკათედრო ტაძარი.

  4.4. ესპანეთის მოედანი.

  4.5. წმინდა ოჯახის ტაძარი.

  4.6. ციტადელის პარკი.

  4.7. პარკი გუელი.

  4.8. რამბლის ბულვარი.

  4.9. ტიბიდაბო.

  4.10. მონჟუიკის მთა.

  4.11. ბალიოს სახლი.

  4.12. მილას სახლი.

  4.13. კატალონიური მუსიკის სასახლე.

  4.14. გაუდის ნამუშევრები ბარსელონაში.

  4.15. მონსერატის მონასტერი.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!