უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


სფორცას ციხეკოშკი მილანში

სფორცას ციხეკოშკი, იგივე კასტელო სფორცესკო, მილანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა და სიმბოლოა. ის უკვე შვიდი საუკუნეა, რაც არსებობს და ჰერცოგ ფრანჩესკო სფორცას სახელს ატარებს, ვისი რეზიდენციაც იყო. ჩვენს დროში ციხეკოშკი არქიტექტურული კომპლექსია ქალაქის ისტორიულ ცენტრში დიდი ბაღითა და რამდენიმე მუზეუმით. ციხეკოშკი XIV საუკუნეში ააშენეს, როცა ვისკონტის არისტოკრატიულმა დინასტიამ გადაწყვიტა, რეზიდენცია ჰქონოდა მილანის გვერდით (მაშინ ეს ტერიტორია ქალაქს არ ეკუთვნოდა). მაგრამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ ვისკონტების ოჯახი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. ახალი რესპუბლიკის არსებობიდან რამდენიმე წლის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა ფრანჩესკო სფორცა - მხედართმთავარი და მილანის ახალი ჰერცოგი, რომელმაც სფორცესკო აღადგინა და თავის რეზიდენციად გადააქცია. საუკუნეების განმავლობაში ციხეკოშკი ხშირად იყო თავდასხმის ობიექტი, რამაც ის მნიშვნელოვნად დააზიანა. ბოლო რესტავრაცია მას 1900 წელს ჩაუტარდა და ამჟამად სწორედ იმდროინდელი სახით არსებობს.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





სფორცესკოს ცენტრალური კოშკი 70 მეტრი სიმაღლის ოთხწახნაგა ნაგებობაა. მას ბარელიეფი ამშვენებს, რომელზეც გამოსახულია იტალიის მეფე უმბერტო I. კოშკის პირველ იარუსზე განთავსებულია ფრესკები გერბების გამოსახულებებით და მილანის მფარველის - წმინდა ამბროსის პორტრეტი. მეორე იარუსზე არის საათი, რომელსაც "მართლმსაჯულების მზეს" უწოდებენ. ის აქ ჯერ კიდევ ვისკონტის დინასტიის დროიდანაა. კოშკში მდებარეობს კასტელო სფორცესკოს მთავარი ჭიშკარი, საიდანაც შიგა ეზოში შეიძლება მოხვედრა. ციხეკოშკის წინ იხილავთ ცნობილ შადრევანს, რომელსაც "საქორწილო ტორტსაც" უწოდებენ.





ციხეკოშკში რამდენიმე მუზეუმია განთავსებული. ერთ-ერთია ძველი ხელოვნების მუზეუმი. დარბაზებში წარმოდგენილია მილანისა და ლომბარდიის სახვითი ხელოვნებისა და ქანდაკების კოლექციები, ძველრომაული პერიოდიდან XVI საუკუნის ბოლომდე. ყველაზე ცნობილ ექსპონატებს შორის არის ცხენზე ამხედრებული ბერნაბო ვისკონტი და რაინდ გასტონ დე ფუასთვის მიძღვნილი ქანდაკება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, აგრეთვე, ლეონარდო და ვინჩის ფრესკებით მოხატული დარბაზი Sala delle Asse და ჰერცოგის სამლოცველო.




აუცილებლად უნდა ვახსენოთ მიქელანჯელო ბუანაროტის ბოლო ნამუშევარი - დაუმთავრებელი ქანდაკება "პიეტა რონდანინი". სახელწოდება იმას უკავშირდება, რომ ეს ქანდაკება დიდი ხნის განმავლობაში რომში, რონდანინის სასახლეში ინახებოდა. ნაწარმოების აზრი დედისა და შვილის, მარიამ ღვთისმშობლისა და იესოს, ტრაგიკული ერთიანობაა. დედა გარდაცვლილი შვილის სხეულს ეხუტება, მასთან განშორება უჭირს - არ ტირის, არ ყვირის, არც ხელებს იმტვრევს, არამედ უსიტყვოდ გლოვობს.



სფორცას ციხესიმაგრის პინაკოთეკა - სამხატვრო გალერეა შედგება შვიდი დარბაზისგან, რომლებშიც წარმოდგენილია XVII საუკუნემდე შექმნილი ნახატები. აქ იხილავთ ფილიპო ლიპის, ანტონელო და მესინას, ანდრეა მანტენის, ტიციანის, კანალეტოს, კორეჯოს, ტიეპოლოს, ფოპის, ლეონარდესკის, პროკაჩინისა და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს.





დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი - ექსპოზიცია რამდენიმე თემატურ განყოფილებადაა დაყოფილი, რომლებშიც გამოფენილია ოქროსგან, სპილოს ძვლისგან, ბრინჯაოსგან, კერემიკისა და მხატვრული მინისგან შექმნილი ნივთები. თქვენს ყურადღებას მივაქცევ კერამიკას, კერძოდ, მაიოლიკის XVI საუკუნის კოლექციას, ტრივულციოს გობელენებსა და 1503-1509 წლების ქსოვილების კოლექციას.




ავეჯისა და ხის ქანდაკებების მუზეუმი:




ეგვიპტური მუზეუმი:




მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი: აქ 700-ზე მეტი სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტია, რომელთა შორისაც გამოირჩევა ანდრეა გვარნერის ვიოლინო, გიტარების კოლექცია, აგრეთვე, ჩინეთის, იაპონიის, ავსტრალიისა და აფრიკის ქვეყნების ეგზოტიკური მუსიკალური ინსტრუმენტები.



სფორცას ციხეკოშკში არის, აგრეთვე, ნუმიზმატიკისა და მედლების, გრაფიკული ნამუშევრების კაბინეტები და არქეოლოგიური მუზეუმი.


სფორცას ციხეკოშკის მისამართია: Piazza Castello.


სფორცას ციხეკოშკი მუშაობს ყოველდღე - 07:00-19:30, მუზეუმები - სამშაბათიდან პარასკევის, 10:00-17:30.


სფორცას ციხეკოშკში შესვლა უფასოა.


მუზეუმებში შესვლა ფასიანია. ბილეთის ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის - 5 ევრო, 18-25 წლის ახალგაზრდებისა და 65 წელს გადაცილებულთათვის - 3 ევრო;

- ყოველი თვის პირველ და მესამე სამშაბათს 14:00-დან მუზეუმებში შესვლა უფასოა.


ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ციხეკოშკის სალაროებში და ინტერნეტით. ის ძალაშია ერთი დღის განმავლობაში.



მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს წითელი M1 ხაზით - გაჩერება Cadorna/Cairoliდა მწვანე M2 ხაზით - გაჩერება Cadorna/Lanza;

- ავტობუსით №50, 57, 58, 61, 94, 164 - გაჩერება Cadorna;


- ტრამვაით №1, 2, 4, 12, 14 - გაჩერება Cadorna.


ბილეთების ონლაინრეჟიმში შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ სფორცას ციხეკოშკის ოფიციალურ საიტს: https://www.milanocastello.it/en.















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!