უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


 სად ვჭამოთ იაფად მილანში

თუ მილანში ყოფნისას გსურთ, რომ ჭამა-სმაზე, შეძლებისდაგვარად, ცოტა დახარჯოთ და არც სიამოვნება მოიკლოთ, ყურადღებით გაეცანით ამ სტატიას. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ. ისევე, როგორც ევროპის სხვა დიდ ქალაქებში, მილანშიც შედარებით იაფად გამოხვალთ, თუ პროდუქტს იაფფასიან სუპერმარკეტებში შეიძენთ და საჭმელს სახლში მოიმზადებთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ქუჩაშივე დანაყრდეთ. მსოფლიო მოდის დედაქალაქი ამის შესაძლებლობას უხვად იძლევა. მოგაწვდით ინფორმაციას, თუ სად ისაუზმებთ, ისადილებთ და ივახშმებთ იაფად მილანში.


გაითვალისწინეთ, რომ ცენტრში ფასები უფრო მაღალია. უპირატესობა მიანიჭეთ იმ კაფე-რესტორნებს, სადაც ადგილობრივები დადიან - ღირსშესანიშნაობებიდან და ხალხმრავალი ადგილებიდან მოშორებით. შედით დაწესებულებებში ადგილობრივი სახელწოდებებით: ტავერნებში, პიცერიებში, ტრატორიებში (ოჯახური სამზარეულო).


განათავსე შენი რეკლამა აქ!





მილანში ჭამა საკმაოდ ძვირი ღირს. თუ ეკონომიის გაწევა გსურთ, გირჩევთ, მზა საჭმელი ისეთ სუპერმარკეტში იყიდოთ, როგორიცაა Lidl, Esselunga, Eurospin, Exselsior, Coop, Carrefour. ისინი მრავლადაა მილანში. ყველა სუპერმარკეტში საუცხოო ხარისხის პროდუქციას შემოგთავაზებენ, თანაც, სუპერმარკეტებში ხშირად იმართება ფასდაკლების აქციები. შემოგთავაზებთ ზოგიერი მათგანის მისამართს:


- Esselunga - viale piave 38/B, via Carlo de Angeli 1, viale Cassala 22, via Giorgio Washington 53;


- Exselsior - galleria del Corso 4;


- Lidl - viale Ergisto Bezzi 69, via Giovanni Enrico Pestalozzi 21, via Cassala 14;


- Eurospin - via Maffoo Bagarotti 5, via M.Saporano 22;


- Coop - via Arona 15/9, via pietro Colleta 48.


ახლა მოგაწვდით ზოგიერთი პროდუქტის მიახლოებით ფასებს მილანის სუპერმარკეტებში:


- საქონლის ხორცი (1კგ.) - 10 ევრო;

- ბრინჯი (1კგ.) - 2,50 ევრო;

- კარტოფილი (1კგ.) - 1,5 ევრო;

- ყველი (1კგ., ადგილობრივი) - 13 ევრო;

- პომიდორი (1კგ.) - 2-3 ევრო;

- რძე (1ლ.) - 1,26 ევრო;

- კვერცხი (12 ცალი) - 3 ევრო;

- ქათმის ფილე (1კგ.) - 10 ევრო;

- პური (500გრ.)- 1,8 ევრო;

- სალათი (1ცალი.) - 1 ევრო;

- ბანანი (1კგ.) - 2 ევრო;

- ვაშლი (1კგ.) - 2 ევრო;

- ფორთოხალი (1კგ.) - 2,4 ევრო;

- წყალი (1,5ლ.) - 0,5 ევრო;

- ლუდი (ადგილობრივი, 0,5ლ.) - 1,6 ევრო;

- ლუდი (იმპორტული, 0,33ლ.) - 2,2 ევრო;

- ღვინო (1 ბოთლი, საშუალოდ) - 6 ევრო;

- სიგარეტი (1 კოლ.) - 5,8 ევრო.





მაშ, ასე: თუ ეკონომიურად გინდათ გამოხვიდეთ, საჭმელი სუპერმარკეტებში შეიძინეთ.


აი, რამდენიმე ბიუჯეტური კაფე:


Macelleria Equina Pellegrini:



მისამართი: Via Lazzaro Spallanzani 6. მუშაობის საათები - 07:30-19:30.


Spontini (პიცერიის ქსელი):



მისამართი: Via Gaspare Spontini 4. მუშაობის საათები - 11:45-14:30/18:00-23:00; Via Santa Radegonda 11. მუშაობის საათები - 12:00-20:00; Via Dogana, 3. მუშაობის საათები - 12:00-21:00.


Pasta Fresca da Giovanni:



მისამართი: Via Cardinale Ascanio Sforza 31. მუშაობის საათები: 12:00-15:00.


Luini:



მისამართი: via Santa Radegonda, 16. მუშაობის საათები: 10:30- 19:30.


Panini Durini (კაფე-რესტორნების ქსელი):



მისამართი: via della Moscova 40/7. მუშაობის საათებია 07:00-20:00, შაბათ-კვირას - 08:00-20:00.


La Caveja Piadineria:



მისამართი: Via Flavio Baracchini 1. მუშაობის საათებია 10:00-18:00.


Pizzeria Piccola Ischia:



მისამართი: Via Giovanni Battista Morgagni 7.


Osteria Al 29:



მისამართი: Corso Magenta 29. მუშაობის საათებია: 12:00-14:45/19:00-23:00.


მილანში მრავლად არის, აგრეთვე, Mcdonald's, Burger King და სწრაფი კვების სხვა მსგავსი ობიექტები.


სასიამოვნო დროსტარებას გისურვებთ!!!












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!