უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


 უსაფრთხოება მილანში

მილანი პოპულარული და ხმაურიანი ქალაქია. ის მრავალ ტურისტს იზიდავს. საიდუმლო არ არის, რომ იქ ყველა როდი ჩადის კეთილი განზრახვით. ამიტომ სიფრთხილე და უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა ნამდვილად არ გაწყენთ. კრიმინალური თვალსაზრისით, ყველაზე სახიფათოა რკინიგზის სადგურების მიმდებარე რაიონები და დუომოს (ტაძრის) მოედანი. აქ ხშირად პატრულირებენ კარაბინერები და შეიარაღებული სამხედროები. მათ შესაძლოა დოკუმენტების შემოწმებაც მოგთხოვონ. ქალაქის დასათვალიერებლად წასვლამდე პასპორტი და მსხვილი კუპიურები სეიფში შეინახეთ - სიფრთხილეს თავი არ სტკივა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მილანის ცენტრში მრავლად არიან ჯიბგირები და ქურდები. ისინი სწრაფად, მარჯვედ მოქმედებენ. მათ ბევრი ხერხი აქვთ მოუმზადებელი და უყურადღებო ტურისტების გასაბრიყვებლად. თუ ვინმე რამეს უფასოდ შემოგთავაზებთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, თორემ შესაძლოა სანაცვლოდ მოზრდილი თანხის გადახდა მოგთხოვონ.


ნუ შეყვებით საუბარში უცნობ, საეჭვო პირებს. ისინი შემდეგი სქემით მუშაობენ: ერთს ტურისტის ყურადღება სხვა რამეზე გადააქვს, მეორე კი მას ჩანთიდან საფულეს ან ტელეფონს ამოაცლის.


ნუ დატოვებთ ღია კაფეების მაგიდაზე ძვირფას ნივთებს, ფოტოაპარატებს. სასტუმროს ნომრიდან/ბინიდან გასვლისას ან დასვენებისას დაკეტეთ აივნისა და შესასვლელი კარი.


მილანში სეირნობა უსაფრთხოა, თუმცა ერიდეთ გვიან ყოფნას ჩაბნელებულ, უკაცრიელ ადგილებს ქალაქის გარეუბნებში.


რკინიგზის ცენტრალური სადგურის გვერდით ხშირად დადიან მიგრანტები და მაწანწალები. ისინი, როგორც წესი, აგრესიულები არ არიან, თუმცა მათთან ლაპარაკს ან მათგან რამის ყიდვას არ გირჩევთ.


დუომოს მოედანზე შესაძლოა უფასო საჭმელი შემოგთავაზონ მტრედების გამოსაკვებად, შემდეგ კი 20 ევროს გადახდა მოგთხოვონ. იგივე ითქმის "სელფის" ჯოხებზე, ყვავილების თაიგულებზე, "ბედნიერების მომტან" დაწნულ სამაჯურებზე და ა.შ.


მეტროს სადგურებთან ბოშა ქალიშვილები ფულს თხოულობენ ვითომდა თავიანთი შვილებისთვის, ამასობაში კი ბავშვები ჩანთებსა და ჯიბეებში აფათურებენ ხელებს. ჩაცმულობით ბოშები თითქმის არაფრით განსხვავდებიან იტალიელებისგან. ანალოგიურად მუშაობენ "პეტიციებზე" ხელმოწერების შემგროვებლები.


ადგილობრივების თქმით, არ ღირს გვიან სეირნობა სემპიონეს პარკში. ქალიშვილებს ვურჩევთ არ შეყოვნდნენ უცხო რაიონში 22:00-ის შემდეგ - აჯობებს, სახლში ტაქსით დაბრუნდეთ.


თუ ეჭვი გეპარებათ, თქვენი სასტუმროს ადმინისტრატორთან დააზუსტეთ, რამდენად უსაფრთხოა სასტუმროში გვიან დაბრუნება - თქვენ გულწრფელად გეტყვიან, ღირს თუ არა მიმდებარე რაიონში სიბნელეში სიარული.


გირჩევთ, თან გქონდეთ პატარა სასაუბრო წიგნი, ვინაიდან ადგილობრივებმა ცუდად იციან უცხო ენები.


საგანგებო ვითარების სამსახურების ტელეფონის ნომრებია: კარაბინერები - 112; პოლიცია - 113; სასწრაფო სამედიცინო დახმარება - 118; სახანძრო - 115; ცნობათა ბიურო - 100.












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!